უცხოური

15:50 | 19.04.2018 | ნანახია 3474 - ჯერ

ესპანელთა მწვრთნელი: "ან მსოფლიო თასზე ვართ, ან მოგვხსნიან"

ესპანეთის ნაკრების დამრიგებელი სანტიაგო სანტოსი ძალიან შეშფოთებულია თავისი გუნდის 5 მორაგბის დისკვალიფიკაციით. შეხსენებისთვის: სებასტიენ რუეს 43 კვირით აეკრძალა ოფიციალურ სარაგბო მატჩებში მონაწილეობა, გიომ რუეს - 36 კვირით, ხოლო მატიე ბელი, პიერ ბარტერი და ლიუკა გიომი 14-კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. ეს ესპანეთის ნაკრების ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც 18 მარტის, ბელგიისა და ესპანეთის მატჩის შემდეგ რუმინელ რეფერი ვლად იორდეკესკუს თავს დაესხნენ და ზოგმა აგინა, ზოგმა კი არც პანღური დაინანა...

ჰოდა, მწვრთნელ სანტოსს მიაჩნია, რომ ეს უსამართლო სასჯელია:

"მთელი თვეა, წყენას ვერ ვივიწყებთ. ასეთი უსამართლობა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, ეს შეგვემთხვა. სანქცია მთელი ამ პროცესის მხოლოდ ცალკეული ნაწილია და "რაგბი ევროპის" ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მივიჩნევ. იმიტომ, რომ დარღვევები მატჩამდეც იყო, მატჩის დროსაც და მატჩის შემდეგაც. ეს არ უნდა მომხდარიყო. მოთამაშეები არბიტრაჟის, ასევე ევროპული რაგბის მმართველთა უსამართლობის მსხვერპლად იქცნენ. გუშინ რამდენიმე მათგანმა მითხრა, რომ დისკვალიფიკაციამ დათრგუნა, ბიჭები გულდაწყვეტილები არიან, ზოგიერთს აღარც თამაში უნდა და აღარც ვარჯიში. სანქციების გარდა, ისინი ზოგადად რაგბის მიმართ გახდნენ გულგრილები, იმედგაცრუებულები, და ეს ძალიან საწყენია".

"მინდა სამართლიანობის ვიწამო, - აგრძელებს გამწარებული სანტიაგო სანტოსი, - იმითომ. რომ რაგბი სპორტის განსაკუთრებული სახეობაა. დარწმუნებული ვარ, ამ არბიტრის ჩვენს მატჩზე დანიშვნა დაუშვებელი იყო. მჯერა, რომ ამ მხრივ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა, უკვე აღარ ვიცი, სადაა ჩემი სურვილები და იმედები, და სად - რეალობა. მატჩისშემდგომი მოვლენები ძალიან სამწუხაროა. მაგრამ რა იყო საფინალო სასტვენამდე, ესეც ხომ უნდა გავითვალისწინოთ?! ნუთუ ამას არავითარი აზრი არ აქვს? მაგრამ ისიცაა, რომ სებასტიენ რუეს 43-კვირიანი დისკვალიფიკაცია კიდევ მსუბუქი სასჯელი ყოფილა. აქ "მსოფლიო რაგბის" ოფისმა თქვა თავისი წონადი სიტყვა, თორემ "რაგბი ევროპა" სებასტიენისთვის 5-წლიანი დისკვალიფიკაციის დაკისრებას მოითხოვდა! ამიტომ აღარაა 43 კვირა გასაკვირი".

ესპანეთის რაგბის კავშირმა უკვე მიავლინა თავისი იურისტი "რაგბი ევროპის" ოფისში ამ საქმის შესასწავლად. ეს იურისტი ამავდროულად საფრანგეთის მორაგბეთა კავშირის იურიდიულ სამსახურშიც მუშაობს.

დღეს შევიტყობთ: ან ესპანეთი მიემგზავრება იაპონიის მსოფლიო თასზე როგორც ევროპული შესარჩევი ციკლის გამარჯვებული, ან მიიღებს დისკვალიფიკაციას ზოგიერთი მორაგბის ნაკრებში თამაშის უფლების არქონის გამო. მატიე ბელისა და ბასტიენ ფუსტერის საქმეებმა დიდი თავსატეხი გაუჩინა შემსწავლელი კომისიის წევრებს. მაგრამ ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება, ესპანურ მხარეს იმედს უტოვებს, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება. "ყველაფერი ნათელი და ერთმნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, და წესები დაგვერღვია, ვერდიქტი უკვე გვეცოდინებოდა და მსოფლიო თასიდან მოკვეთილებიც ვიქნებოდით" - დაახლოებით ასეთი განწყობებია ესპანური რაგბის თემში.

სანტოსი აგრძელებს ვარაუდების გამოთქმას: "შეიძლება მოხდეს, რომ დისკვალიფიკაციით დაგვსაჯონ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სწორად, წესების შესაბამისად გავაკეთეთ და მოთამაშეთა ნატურალიზების ლეგიტიმურობა უბრალოდ გადამოწმებას გადის. ერთადერთი საეჭვო მომენტი ისაა, რომ ბელი და ფუსტერი 2008 წელს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების წევრები იყვნენ. ვფიქრობ, აქ პრობლემა არ არსებობს. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ შეცდომა და დარღვევა არ დაგვიშვია, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რით დასრულდება ეს ამბავი. ან მსოფლიო თასზე ვართ, ან დისკვალიფიკაციას მივიღებთ. ასე მგონია. სხვა ვარიანტი არ იქნება. გუნდი განადგურებულია. ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმების გადატანა ძალიან რთულია".

მოკლედ, ველოდებით რაგბის მამების გადაწყვეტილებას...


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:48 | 20.04.2018
ICEMAN (162)

რეალურად საქართველო ხუთივე ნაკრებზე ერთი თავით მაღლა ხომაა და პლუს მაგათ რომ ნატურალიზებული იგროკები არ ყავდეთ დარწმუნებული ვარ ბ ნაკრებით ან თუნდაც დიდი 10-ის ნაკრებით მარტივად გადავუვლიდით. პრინციპში ახალგაზრდულებში ნატურალიზებულები არ ყავთ ხოლმე და კი ვხედავთ რომ ვარჯიშ-ვარჯიშით ვუგებთ ნებისმიერს

21:50 | 20.04.2018
ICEMAN (162)

და მორარიუ მაგარი არასწორი კაცია, ესპანელებს რაც გაუკეთა მაგას რომ თავი დავანებოთ საქართველოს კი აქებს მაგრამ იქვე რუმინეთსაც რომ ტენის მაგარი სასაცილოა რადგან რეალურად სულ სხვადასხვა დონეზე ვართ უკვე

00:11 | 20.04.2018
megrel13 (4)

ესპანეთის მსოფლიო თასი,ზოგადად მსოფლიო და ევროპის რაგბისთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება

23:31 | 19.04.2018
dinamo222 (692)

ყველაფერი თავის თავს დააბრალონ ! ძირითადი გუნდი რომ წაეყვანათ ბელგიაში ეხლა წყნარად მოემზადებოდნენ მომავალი წლისთვის ! აი რა მოსდევს ყოყლოჩინობას !@@

20:53 | 19.04.2018
BEERTRANCE (1073)

მსოფლიო რაგბის უნდა აღმოაჩნდეს 1 ადგილი წესით და რიგით ამ საქმეში.

20:12 | 19.04.2018
პანტელეიმონი (1218)

მე, პირველ რიგში "რაგბი ევროპა" -ს დავსჯიდი პირველ რიგში.

17:23 | 19.04.2018
თორღვა პანკელი (387)

ცოდვები არიან რაც არ უნდა იყოს ასეთი უსამართლობა არ ეკუთვნით, ემსაჯა იმ არაკაცს არამიკერძოებულად და არაფერი აღარ იქნებოდა სადაო, გავიდოდა ესპანეთი მშვიდად და არ იქნებოდა არანაირი სკანდალი.

21:42 | 20.04.2018
ICEMAN (162)

მე რომ მკითხო არცერთს არ ეკუთვნის ამათ ისევ კანადა დაუშვან მსოფლიოზე ის ჯობია, საქართველოს გარდა დანარჩენი 5 გუნდიდან ყველა უცხოტომელებითაა გაძეძგილი

17:02 | 19.04.2018
temuchin (431)

ესპანეთს ვგულშემატკივრობ ამ საქმეში!

16:39 | 19.04.2018
ICEMAN (162)

რუსეთი გულზე არ მეხატება გასაგები მიზეზების გამო მაგრამ ობიექტურად ეგენი ყველაზე მეტად იმსახურებენ მსოფლიოზე თამაშსს, რუმინეთს, ბელგიას და ესპანეთს იმდენი ნატურალიზებული ყავთ რომ ეს ქვეყნის ნაკრები კი არა ჩვეულებრივი კლუბია.

16:42 | 19.04.2018
ICEMAN (162)

იგივე ჩვენს ნაკრებს თუნდაც წყალბურთში და ხოკეიში ტონა ნატურალიზებული იგროკები რომ გვყავდა არასწორია, კი ბაზარი არაა მაგრად დაეხმარნენ იგივე წყალბურთის ნაკრებს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მათთვის მაგრამ თვითონ მსოფლიო ფედერაციები არ უნდა უშვებდნენ ასეთ პრეცენდენტებს.

20:52 | 19.04.2018
BEERTRANCE (1073)

გყავს რო ქართველი წყალბურთელები რო შეავსო? სამაგიეროდ ახალგაზრდული ნაკრები გვეზრდება კარგი და მალე არ გვეყოლება ნატურალიზებულები სტიმული კი ნაკრების თამაშიდან მიიღეს. ცალმხრივად არ უნდა შეხედო.

23:40 | 19.04.2018
ICEMAN (162)

ზუსტად ცალმხრივად რომ არ მინდა შევხედო იმიტომ ვთქვი არასწორია მმართველი ფედერაციები ნაკრებებს ამდენი მოთამაშის ნატურალიზების უფლებას რომ აძლევენ მეთქი, თორემ იასნია წყალბურთსი მათი დახმარებით ბევრი ქართველი გაიზარდა და დღეს უკვე აღარცაა მათი საჭიროება წყალბურთში

23:43 | 19.04.2018
ICEMAN (162)

ანუ იმის თქმა მინდოდა რომ იგივე წყალბურთში ჩვენ მაგრად გვაწყობდა ნატურალიზება მაგრამ ამას მმართველი ფედერაცია არ უნდა უშვებდეს. როგორც ჩვენ არ მოგვწონს ესპანეთი რომ ფრანგი რაგბისტებითაა გაძეძგილი ისე არ მოსწონთ სხვებსაც ჩვენი წყალბურთის და ხოკეის ნაკრები. ახლა ბულგარეთს მოვუგეთ ხოკეიში და რეალურად ხომ ვიცით რომ ეს უსამართლობა იყო?

0.09083