ჩემპიონატები

23:15 | 16.04.2018 | ნანახია 1609 - ჯერ

ჯოზეფი ივნისის ტესტებზე საეჭვოა

ინგლისის ნაკრების და “ბათის” შუამარბი, ჯონათან ჯოზეფი ტრავმირებულია. 26 წლის მორაგბე ავივა პრემიერშიფის უკანასკნელ მატჩში, “სარასენსთან” წაგებული (6:41) შეხვედრის 27-ე წუთზე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

როგორც გაირკვა, ჯოზეფს მარცხენა ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული და საკლუბო სეზონი მისთვის დასრულებულია, ხოლო ივნისის ტესტებზე შეძლებს თუ ვერა თამაშს, მოგვიანებით გაირკვევა.

ჯონათანი “ბათის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 97 მატჩში 22 ლელო გაიტანა, ხოლო ინგლისის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს, “წითელი ვარდების” კვართი 40-ჯერ მოირგო და 16 ლელო დადო. მან ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 2017 წლის ახალზელანდიურ ტურნეზეც მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ივნისის ტესტებზე, გასვლაზე სამ შეხვედრას გამართავს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078173