წყნარი ოკეანის თასი

18:13 | 16.04.2018 | ნანახია 3733 - ჯერ

ფიჯიზე „წყნარი ოკეანის თასისთვის“!

„მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მიერ ფიჯიზე გასამართ ტესტ-მატჩებს სტატუსი მიენიჭა, ისინი ფიჯისა და ტონგასთან ერთად „წყნარი ოკეანის თასისთვის“ იბრძოლებენ.

„წყნარი ოკეანის თასი“ 2006 წლიდან იმართება და მისი მუდმივი მონაწილეები სამოა, ფიჯი და ტონგა იყვნენ. 2015 წლის ჩათვლით, მისი მუდმივი მონაწილე იყო იაპონია, თუმცა აგერ უკვე მესამე წელია, ივნისში ამ ტურნირის ნაცვლად მაღალი დონის ტესტ-მატჩებს ატარებს.

სხვადასხვა დროს ტურნირში „ჯუნიორ ოლ ბლექსი“, „მაორი ოლ ბლექსი“, ავსტრალიის „ა“ ნაკრები, აშშ-სა და კანადის ეროვნული ნაკრებები მონაწილეობდნენ. „წყნარი ოკეანის თასი“ ყველაზე ბევრჯერ - 4-ჯერ ფიჯის აქვს მოგებული, აქედან სამი 2015-2017 წლებში. სამ-სამჯერ იყვნენ პირველები სამოა და „ჯუნიორ ოლ ბლექსი“, ორჯერ იაპონია და ერთხელ „მაორები“.

რადგან ამა წლის ივნისში სამოას 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩები აქვს გასამართი, ის პირველად გამოაკლდა „წყნარი ოკეანის თასს“. სამაგიეროდ, ტურნირში პირველად ჩაერთვება ორი ევროპული ნაკრები - საქართველო და რუმინეთი. ტურნირი ორ ტურად ჩატარდება, საქართველო რუმინეთს, ხოლო ფიჯი ტონგას არ ეთამაშება.

გამარჯვებული გუნდი 4 ქულას მიიღებს, ფრეზე 2 ქულაა, 7 და ნაკლები ქულით მარცხი, ან მატჩში 4 და მეტი ლელოს გატანა თითო-თითო ბონუს-ქულად ფასობს. ამ სისტემით დაითვლება ქულები, 4 მატჩის შედეგად შედგება სატურნირო ცხრილი და პირველ ადგილზე გასული ნაკრები თასს ჩაიბარებს.

თამაშები სუვაში გაიმართება და 9 ივნისს საქართველო ტონგას, ხოლო ფიჯი რუმინეთს ეთამაშება. 16 ივნისს მეორე ტურია და ტონგა რუმინთს, ხოლო საქართველო ფიჯის შეხვდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:37 | 17.04.2018
ilarioni (138)

ერთადერთი ალტერნატივა ჩემი აზრთ იქნება ფრენჩაიზით ჩავერთოთ პრო 14-ში, ან სულაც ტოპ 14-ში,ვფიქრობ ამ მიმართულებითაც უნდა იყოს შესაძლებელი მოლაპარაკებების დაწყება, მემგონი ეს მეორე ვარიანტი უფრო უკეთესი იქნება. ექვს ერს რაც ეხება დრო მოიტანს, თუ განვვითარდით თვითონ დაგვიძახებენ, თუ არა და რაში ვჭირდებით. და დამატები საკლუბო რაგბს უნდა მივხედოთ, რამე გეგმა და ინიციატივებია საჭირო. სტადიონები გაჩნდა, როგორღაც იქნებ უცხოელი ინვესტორი მაინც დაინტერესდეს, მაგრამ საქართველოს ბაზარი არ არის მომხიბვლელი და ვინ ჩადებს ფულს რეკლამაში. მიუხედავად ამისა თუ სახელმწიფომ არსებითი საგადასახადო შეღავათები დააწესა სპონსორებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს რაგბში ფულის ჩადება

14:53 | 17.04.2018
temuchin (431)

საკლუბო დონეზე სადმე ჩართვა აუცილებელია, აგერ იტალიურმა ტრევიზომ ორი დღის წინ ირლანდიის საუკეთესო კლუბი ლეინსტერი დადო ბეჭებზე დუბლინში, საერთოდ იტალიას მაგარი თაობა წამოუვიდა იგივე 18 სა და 20 წლამდელებში და ასევე საკლუბო რაგბის წინსვლის დამსახურება მგონია ეს.

15:08 | 17.04.2018
temuchin (431)

ექვს ერთან ერთად რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ პრო 14 ც დაგვხატავდა.

22:16 | 16.04.2018
თორღვა პანკელი (387)

ამ გუნდებს ისედაც ვეთამაშებით ყოველ წელს, ცუდი ნაღდად არაა პირიქით ძალიან კარგია, განსაკუთრებით თუ ეს თამაშები ტურნირის ფარგლებში იქნება, უგრო მეტი თამაში გამოგვივა და თან ფიჯისაც დავზვერავთ, მაგრამ ეს ერთა თასია თუ რაგბი ევროპის თასი, მაგ ტურნირის(ჩვენთვის უკვე ყოვლად გამოუსადეგარ) ალტერნატივაზე თუ მუშაობა ჩვენი რაგბის კავშირი ეგ მაინტერესებს.

23:03 | 16.04.2018
erovnuli-nakrebi (224)

რა უნდა იმუშაო? ალტერნატივა არის 6 ერი და მანდ გვეუბნებიან უარს. იქ შევალთ, თუ ტოპ გუნდი გავხდებით

01:03 | 17.04.2018
თორღვა პანკელი (387)

რაგბში ტოპ გუნდი კიარა საერთოდ ვერავინ ვერ გახდები ვერასდროს, თუ თამაშობ ისეთ ჩემპიონტში სადაც შენი მეტოქეები გერმანია, ბელგია და რუსეთია, სწორედ მუშაობა ჭირდება მაგას და ყოველწამს აქტიურობა საერთაშორისო დონეზე.

18:21 | 16.04.2018
temuchin (431)

ჩემი აზრით აწი ყოველ ივნისში მოგვიწევს ამ ტურნირზე ასპარეზობა, ამ სტატუსის მინიჭება მაგის ნიშნად მივიღე. პლუს ერთ ტესტს ბბობოლასთანაც თუ დაგვიმატებენ იმავე ივნისში მთლად გადასარევი იქნება.

0.142382