ტესტ-მატჩები

15:33 | 7.04.2018 | ნანახია 3336 - ჯერ

ფიჯი უნივერსალი ლევანის გარეშე დაგვხვდება (+ვიდეო)

ფიჯელი უნივერსალი ლევანი ბოტია 16 ივნისს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

29 წლის „ლა როშელის“ მორაგბემ 30 მარტს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში, „სკარლეტსთან“ 17:29 წაგებული მატჩის 25-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მუხლის ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი და მოედანს მინიმუმ 6 თვე ვერ გაეკარება.

აღსანიშნავია, რომ ბოტიას ანალოგიური ტრავმა 2016 წელსაც ჰქონდა.

ლევანის რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში - შერკინების მესამე ხაზში და შუამარბად. ის „ლა როშელში“ 2013 წლიდან თამაშობს, ამავე წელს მიიწვიეს ეროვნულ გუნდში და 11 მატჩში 4 ლელო გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:00 | 08.04.2018
ოვალური კორბენი (276)

ლევანი ბოტია... გაიგე ეხლა ფიჯელია თუ შამგონელი ;D;D
ისე, ჩვენც თუ მივაწექით რაგბში ნატურალიზაციას, ვისი გვარებიც "ია"-ზე და "ვა"-ზე მთავრდება, მათთვის გარკვეული პრივილეგიები უნდა დაწესდეს - მთლად ჩვენები არიან

11:27 | 08.04.2018
jikha (22)

ბავშვობაში ცოტა ბოთე ყოფილა და ზედმეტსახელი შემორჩა. ისე "კაი" სახელი ლევანი ქვია

22:07 | 07.04.2018
dede (87)

გამოდის ჯიმას გარეშე გვეთამაშებიან? DDDD

0.090531