ქართული

19:13 | 5.04.2018 | ნანახია 2152 - ჯერ

გერმანელების სტუმრობა

"ბერლინის რაგბის კლუბის" (Berliner Rugby Club) ახალგაზრდული გუნდი, რომელიც გერმანიის რეგიონალურ ლიგაში თამაშობს, რამდენიმედღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.

გერმანელები რაგბის განვითარების ერთ-ერთ გზად საქართველოსთან მჭიდრო კავშირს განიხილავენ. ბერლინელებმა პატარძეულის "ვეფხვებთან" მეგობრული ურთიერთობა დაამყარეს, რომლის ფარგლებში, თებერვალში, ‘ვეფხვების’ 18, 16 და 14-წლამდე გუნდები ბერლინში 7-კაცა ტურნირზე იმყოფებოდნენ.

"ბერლინის რაგბის კლუბის" 28-კაციანი შემადგენლობა საქართველოს 2 აპრილს ეწვია და 4-ში ვაზისუბანში, "პატარძეულის" „ა“ ლიგის გუნდთან ამხანაგური თამაში გამართა. სტუმრებმა შეხვედრა 49:7 მოიგეს, რის შემდეგაც პატარძეულელებმა ისინი ექსკურსიაზე კახეთში წაიყვანეს, რამდენიმე ისტორიული ძეგლი აჩვენეს და ბუნებაში მესამე ტაიმიც მოუწყეს.

დღეს გერმანელები ყაზბეგს მოინახულებენ, ხვალ კი "ლელოს" „ა“ ლიგის გუნდს ეთამაშებიან.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
05:17 | 06.04.2018
პანტელეიმონი (1218)

შესანიშნავია ! ! !

0.082534