7 აპრილს, „სუპერ რაგბის“ მე-8 ტურში, ავსტრალიური „ვორათაზის“ პირველ ხაზს ერთბაშად ორი ქართველი შეუტევს - ჯაბა ბრგვაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი!
ეს, სავარაუდოდ, მეორე ტაიმში მოხდება. იაპონურმა „სანვულვზმა“ სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა და ორივე ჩვენებური მარქაფაშია.
30 წლის კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იაპონურ ფრეანჩაიზს იანვარში შეუერთდა და „სუპერ რაგბში“ დებიუტი 24 თებერვალს, „ბრამბიზთან“ ჰქონდა. მან შეცვლაზე 18 წუთი ითამაშა და დაშავდა, ამ ტრავმის გამო მარტში მოედანზე აღარ გამოჩენილა და ახლა ზე-15-ში მეორე თამაშს ჩაატარებს.
25 წლის ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი კი „სანვულვზს“ ახლახან შეუერთდა და 7 აპრილს მისი დებიუტი შედგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები მზის ქართველ მგლებს!
სად შეიძლება ნეტავ რომ ვუყურო ამ თამაშს?
stripslashes((strlen('https://www.vipbox.st/sports/rugby.html')>0?'https://www.vipbox.st/sports/rugby.html':'https://www.vipbox.st/sports/rugby.html')) ამ ლინკზე ნახე.
წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !
ყველა წამყვან და პრესტიჟულ ჩემპიონატში უნდა თამაშობდნენ ქართველი მორაგბეები და ასეც ხდება, თუ მოვახერხე უეჭველი ჩაუჯდები ამ თამაშს.
წარმატება
წარმატებები