ქართული

17:56 | 3.04.2018 | ნანახია 2741 - ჯერ

მჭედლიძემ მხარი მოირჩინა

საფრანგეთის ტოპ 14-ის მორიგი, 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი, საყოველთაო აღიარებით, "აჟენსა" და "ოიონას" შორის გაიმართება. "აჟენი" მე-11 ადგილზეა, "ოიონა" - ბოლო, მე-14 საფეხურზეა და მათ შორის "სტად ფრანსე" და "ბრივი" იმყოფებიან. და ეს ოთხივე გუნდი ცხრილში 30-დან 33 ქულამდე ინტერვალში დგას. ამდენად, "აჟენისა" და "ოიონას" შაბათის დაპირისპირებას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

ამიტომაცაა, რომ აკვიტანიელებმა "ოიონასთან" შეხვედრას "სეზონის მატჩის" სტატუსი მიანიჭეს და მისთვის განსაკუთრებული მობილიზებით ემზადებიან.

გასულ შაბათს აჟენელებმა საკონტროლო მატჩი "პუმიტასის" - არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და 68:29 მოიგეს. მატჩი ამხანაგური იყო და მასში ფრანგული კლუბის ქართველმა ბურჯებმა მიიღეს მონაწილეობა - გიორგი თეთრაშვილმა და ვახტანგ ახობაზემ. აი, უკანახაზელ თამაზ მჭედლიძეს კი არ უთამაშია. თაზოს მხარი ჰქონდა ნატკენი, მაგრამ ადგილობრივ პრესაში დაიწერა, რომ ქართველმა უნივერსალმა სამმეოთხედელმა ტრავმა უკვე მოიშუშა და გუნდის ხელმძღვანელობას "ოიონასთან" მისი დიდად ეიმედება. ექიმებიც ამბობენ, რომ მჭედლიძე ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

შეგახსენებთ, "ოიონას" შემადგენლობაშიცაა ერთი ბორჯღალოსანი - მარჯვენა ბურჯი ირაკლი მირცხულავა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:25 | 04.04.2018
თორღვა პანკელი (387)

ძალიან კარგი თაზო დიდი ძალაა ნაკრებისთვის, ღმერთმა გაშოროს ტრავმები თაზო, შენ და ყველა ბორჯღალოსანს.

01:16 | 04.04.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

21:52 | 03.04.2018
test (124)

მიდი თაზო მიდი!! ✊

0.087197