15 საათზე ჩვენს საიტზე დაიწყება პირდაპირი ტრანსლაცია „რაგბი ევროპის“ კონტინენტის ფარის პირველი ნახევარფინალური მატჩისა ორ რუსულ კლუბს შორის. კრასნოიარსკულ დერბიში ერთმანეთს „ენისეი“ და „კრასნი იარი“ დაუპირისპირდებიან.
„ენისეის“ სასტარტო შემადგენლობაში 2 ბარჯღალოსანია: მიხეილ გაჩეჩილაძე შერკინების მესამე ხაზში ითამაშებს, დავით კაჭარავა - შუამარბად.
„კრასნი იარის“ საწყის თხუთმეტეულში კი სულაც სამი ჩვენებურია და სამივე - უკანახაზელი. ორივე შუამარბი ბორჯღალოსანია - ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრიუძე, სოსო მათიაშვილი კი ფულბეკის პოზიციაზე ითამაშებს. კიდევ ერთი ქართველი, მიხეილ წიკლაური სამარქაფო მარჯვენა ბურჯია, ხოლო სასტარტო მარცხენა ბურჯი და კვაჭი რუსეთში დაბადებული ქართველი ძმები გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები არიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ამბავიაა ბარემ კალაძეც წაიყვანონ კრასნოიარსკის მერად !D