6 ერი

12:48 | 30.03.2018 | ნანახია 1118 - ჯერ

შმიდტს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

ექვსი ერის „დიდი სლემით“ მოგების შემდეგ, ირლანდიის რაგბის კავშირი, მთავარი მწვთნელის დაგეგმილზე დიდი ხნით შენარჩუნებაზე დაფიქრდა და ახალ ზელანდიელ ჯო შმიდტს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

მოქმედ ხელშეკრულებას ყავლი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გასდის და ხელმძღვანელობას სურს, რომ 52 წლის სპეციალისტი თავისთან კიდევ ორი წელი დაიტოვოს.

სუპერ რაგბის „ბლუზსა“ და ფრანგულ „კლერმონში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად სამ-სამი წლის მუშაობის შემდეგ, შმიდტმა ირლანდიას მიაშურა და 2010-2013 წლებში „ლენსტერის“ თავკაცი იყო, მერე კი ირლანდიის ეროვნული გუნდი ჩააბარეს და მან ექვსი ერი სამჯერ მოიგო - 2014, 2015 და 2018 წლებში.

თუ ჯომ ირლანდიაში დარჩენა იუარა, მის სავარაუდო შემცვლელებად „სარასენსის“ თავკაცი მარკ მაკქალი და „ლენსტერის“ დამხმარე მწვრთნელი, სტიუარტ ლანკასტერი სახელდებიან, რომელიც 2015 წლის ბოლომდე ინგლისის ნაკრებს ავარჯიშებდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083106