“ტულონის” უკანახაზელმა კრის ეშტონმა, ტოპ 14-ის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “კლერმონი” დაალელოვა (იხილეთ ვიდეო), რითაც საფრანგეთის პირველი ელიტური დივიზიონის რეკორდი გაიმეორა.
30 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში 21-ე ლელო დადო, რითაც ფიჯელი მორაგბის ნაპოლიონი ნალაგას რეკორდი გაიმეორა. ნალაგა 2008/2009 წლებში “კლერმონის” ღირსებას იცავდა და სეზონში 21 ლელოს გატანა მოახერხა, რაც ტოპ 14-ის ისტორიაში გუშინდელამდე საუკეთესო შედეგი გახლდათ. ეშტონმა კი ფიჯელი მორაგბის მიღწევა გაიმეორა და თუ დარჩენილ ოთხ ტურში კიდევ ერთ ლელოს დადებს, ერთ კალენდარულ სეზონში, გატანილი ლელოების რაოდენობის მიხედვით რეკორდსმენი გახდება.
“ტულონი”, რომელიც ტოპ 14-ში 63 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, უკანასკნელ ოთხ შეხვედრას “რასინგ 92”-ის (გასვლა), “მონპელიეს” (შინ), “კასტრის” (შინ) და “პოს” (გასვლა) წინააღმდეგ გამართავს.
ცნობისთვის, ეშტონი “ტულონში” 2017 წელს “სარასენსიდან” გადავიდა. საფრანგეთის ჩემპიონატის გარდა, მან ჩემპიონთა თასზე 6 შეხვედრა ჩაატარა, 1 ლელო და 2 ჯარიმა გაიტანა. კრისი ინგლისის ნაკრებში 2010-2014 წლებში თამაშობდა, 39 კეპი მოიხვეჭა და მეტოქეები 19-ჯერ დაალელოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს კიდევ თამაშობს მეგონა მანუ ტუილაგის მარჯვენა ჰუკის მერე კარიერა დაასრულა თქო არადა ამის ლელო აუსტრალიასტან მინიმიუმ ათწლეულის ლელო მაინც არის
მართლა მაგარი მოსდო მაშინ ტუილაგმა
არადა ნაკრებში ერთადაც აქვთ ნათამაშები და ზელანდიას მშვენიერი ლელოც დაუდეს
ვააა ბექა შენც გახსოვს ეგ მომენტი ტიპმა ისეთი აფეთა მეგონა თავი გადაძვრა თქო მაგ მომენტის მერე დამეკარგა ეშტონზე წარმოდგენა ვიგაც კუნძულელმა მაიმუნმა საკუთარ ქვეყანაში ასეთი რამ უქნა და ამან გაუტარა მანუ ტუილაგის ძალიათ ვერ მოვერედო თავს მოვაჭრიდი და კარებს შუა დავამიწებდი მაგის სამ ვედრო ხალადეციან თავს