LIVE

14:45 | 28.03.2018 | ნანახია 5282 - ჯერ

საქართველო U18 - პორტუგალია U18 (LIVE)

პოლონეთში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 17:50-ზე დაიწყება საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი. პირდაპირ ტრანსლაციას თვალი შეგიძლიათ მიადევნოთ შემდეგ ლინკზე:

http://www.rugbyeurope.eu/2018-u18-men-xv-championship-m6-georgia-vs-portugal


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:17 | 28.03.2018
BEERTRANCE (1073)

თამაში დავმალეთ ძალები დავზოგეთ თუ ნეტა რა იყო, აშკარად არ მოველოდი ეგეთ თამაშს,

19:33 | 28.03.2018
dinamo222 (692)

მშრალი ანგარიშით მოგება კარგია მაგრამ ვფიქრობ რომ არანაირი პროგრესი არ გვაქვს არც ხელით თამაშში არც სისწრაფეში და არაფერში @ ერთ ადგილს ვტკეპნით რაც ახალი ფედერაცია მოვიდა არანაირი წინსვლა არაა იმის მერე @@

19:28 | 28.03.2018
maxo_65 (458)

ნელა ვმოძრაობთ, თითქმის დავდივართ, დავძუნძულებთ, რაც ვნახე ხაზიც ვერ გავჭერით..კი ბატონო მიწოლაში ისევ მაგრები ვართ..

19:25 | 28.03.2018
maxo_65 (458)

დამრტყმელი ხომ ცალკე თემაა..ამ ბიჭებით 20-წლამდელების მსოფლიო ელიტაში ადგილის შენარჩუნება გაგვიჭირდება..ღმერთმა ქნას ვცდებოდე

19:24 | 28.03.2018
maxo_65 (458)

არ მინდა ჩვენი ბიჭების გარჯა დავაკნინო, მაგრამ მეჩვენება ბოლო წლებში ყველაზე სუსტი ნაკრებია..შარშან დაფრინავდნენ..მოკლედ, არ მომწონს

19:07 | 28.03.2018
dinamo222 (692)

ზალისმიერ ბრძოლაში არანაირი პრეტენზია არაა ! მოლებსაც ძალიან კარგად ვაგორებთ კიდევ ერთი ლელო მოლით თამაც საკუთარი ნაცევრიდან წამოღებული 2 მოლით ! 25-0

19:03 | 28.03.2018
dinamo222 (692)

თითქოს დამაჯერებლად ვიგებთ 15-0 მაგრამ ისევ ძალისმიერად ! არანაირი ხელით თამაში არაა გამოკეთებული და ისევ ეს მაღალი აბრაგანები @ ლამის ყველა წავაგთ ჩვენიც და იმათიც სისწრაფე არ გვაქვს ისევ აბრაგანებზე არ ავდივართ დროულად და იმათ დარტყმულებსაც ვერ ვიჭერთ ნუთუ არ შეიძლება სპეციალურად ავარჯიოშონ ესენიც და ძირითადი ნაკრებიც აბრაგანებში ან სპეციალური მწვრთნელები ჩამოუყვანონ არ რამე მოიფიქრონ @ მოწინაღმდეგე გუნდებმაც იციან რომ მაგრა გვიჭირს ამაში და სულ მაღალ ბურთებს გვირტყამენ @

18:41 | 28.03.2018
temuchin (431)

პირველი ტაიმია ჯერ და არ მომწონს ჩვენი ბიჭების თამაში, ნელ და ჯაჯგურა რაგბს აწვებიან ისევ, პასებში კვლავ უამრავი შეცდომით..

18:26 | 28.03.2018
dinamo222 (692)

ისე ეს პოლონელი კომენტატორი რა ადვილად და ლამის აქცენტის გარეშე წარმოთქვამს ქართულ გვარებს ნაღდად პოლონელი ტანკისტის გრიგორი სააკაშვილის შვილიშვილია DD

18:22 | 28.03.2018
dinamo222 (692)

მაგარი იდიოტური საიტია ეს @ ჯერ ერთი წამდაუწუმ ჭედავს და კიდევ ძალიან ცუდად აჩვენებენ თამშებს გეგონება ვიღაცა დგას სარბენ ბილიკზე და სამოყვარულო კამერით იღებს@ არც განლაგება ჩანს არც კომბინაციები მოკლედ მარტო ანგარიშს უნდა უყურო რა სტრიმივით @

17:58 | 26.03.2018
alfadhirhaiti (110)

ეს ხვალ არ არის?

0.086187