გასულ უქმეებზე არაერთი სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა ქართულ ლეგიონში, მთავარი კი, მამუკა გორგოძის ლელო იყო. ქართული რაგბის ლეგენდამ სარეაბილიტაციო პერიოდი სავარაუდოზე თვე-ნახევრით მოკლე დროში გაიარა და უფრო მეტიც, "კლერმონთან" მატჩში ლელო მიითვალა! მამუკას "ტულონმა" საფრანგეთის ჯერაც მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლა და 7 ლელოთი 49:0 გააცამტვერა. კლერმონელებს დაკარგული აქვთ საჩემპიონო პლეი-ოფში მოხვედრის შანსი და ისინი ტულონში შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდნენ, რადგან სულ მალე, 1 აპრილს "რასინგთან" ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური მატჩი ელით და უძლიერესები სწორედ ამ მატჩისთვის შემოინახეს.
გორგოძე თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და სულ რაღაც 6 წუთში რაქიდან ბურთი აიტაცა, ორი მეტოქე წინ კი აღუდგა, მაგრამ ვერაფერი დააკლეს - მამუკამ ბურთის ლელოში დამიწება მაინც შეძლო. გორგოძის გარდა ტულონელთა შორის ლევან ჩილაჩავაც ვიხილეთ, რომელიც მამუკაზე 10 წუთით ადრე შევიდა შეცვლაზე. "კლერმონში" კი დავით ზირაქაშვილმა ითამაშა, ვისაც ქუსლის ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა და გასულ უქმეებზე არც მისი თამაში იყო მაინცდამაინც მოსალოდნელი. "ზირაქა" სასტარტო მარჯვენა ბურჯი გახლდათ და 47-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გორგოძის ლელომდე 4 წუთით ადრე "კლერმონის" მე-3 ხაზში ოთარ გიორგაძე გამოჩნდა. "ტულონი" საპლეიოფო ზონაში გამაგრდა - მე-4 ადგილზეა, თუმცა მე-2 ადგილიდან მხოლოდ 3 ქულის დისტანციაზეა. "კლერმონი" კი საპლეიოფო ზონას 16 ქულით ჩამორჩება, გასავარდნს 14 ქულით უსწრებს, ამდენად, ტოპ 14-ის ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონისთვის უკვე ახლავე შეიძლება დასრულებულად გამოვაცხადოთ.
პირველ ადგილზე კი, უახლოეს მდევართან 5-ქულიანი უპირატესობით, "მონპელიე" იმყოფება, რომელმაც "კასტრს" უმასპინძლა და 45:7 გადაურბინა. ლიდერის სასტარტო შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილი იყო, ვინც 68 წუთი ითამაშა, ხოლო დავით ქუბრიაშვილი შეცვლაზე 52-ეზე შევიდა.
"მონპელიეს" კვალში "რასინგი" უდგას, რომელმაც წუხელ გასვლით მატჩში "ლიონს" 24:22 მოუგო. ვასილ კაკოვინმა პარიზელთა რიგებში ბოლო 20 წუთი ითამაშა, ხოლო დასკვნითი 7-წუთეული მისმა გუნდმა ორკაცნაკლულმა ჩაატარა, თუმცა, ლიონელებს მხოლოდ ბონუს-ქულა გაატანა. კაკოვინისთვის ეს იყო სეზონში მე-20 მატჩი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ტოპ 14-ში მოასპარეზე 30-მდე ქართველს შორის.
უდაძაბულესი ბრძოლა ცხრილის ფსკერზეც მიმდინარეობს. "ბრივმა" "აჟენს" უმასპინძლა, გუნდებმა ულელოო თამაში 15:12 დაასრულეს. მასპინძელთა სასტარტო ბურჯები ქართველები იყვნენ - კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი, ორივე 57-ე წუთზე შეცვალეს. "აჟენის" სასტარტოში კი კვლავ გამოჩნდა თამაზ მჭედლიძე, ოღონდ თაზო გარემარბის პოზიციაზე დააბრუნეს. მჭედლიძე შესვენების შემდეგ მოედანზე აღარც დაბრუნებულა, ხოლო 57-ე წუთზე თამაშში აჟენელთა მარცხენა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი ჩაერთო. გამარჯვების მიუხედავად, "ბრივმა" მაინც ვერ დააღწია თავი სახიფათო ზონას და ბოლოსწინა, საპლეიაუტო ადგილზე დაფუძნდა, ხოლო "აჟენი" სანუგეშო ბონუსის ხარჯზე მე-11 ადგილზე დარჩა.
გაგიკვირდებათ და, ლიგიდან გავარდნის კანდიდატთა შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უცნობილესი სარაგბო კლუბი "სტად ფრანსეა". პარიზელებმა ამჯერად შინ "ტულუზთან" 33:37 წააგეს, ხოლო ზურაბ ჟვანიამ დედაქალაქურ გუნდში შეცვლაზე 57-ე წუთიდან ითამაშა.
დაბოლოს, ერთპიროვნულმა აუტსაიდერმა "ოიონამ", მოგებათა სენსაციური 4-მატჩიანი სერიის შემდეგ, "პოსთან" სტუმრად უშანსოდ, 12:33 წააგო. "ოიონაში" პირველიდან 67-ე წუთამდე მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ირაკლი მირცხულავამ ითამაშა.
საფრანგეთისვე პრო დ2-ში მხოლოდ 4-მა ქართველმა ითამაშა. ნაკრებიდან დაბრუნებულმა შალვა სუთიაშვილმა თავის "ანგულემში" მარქაფიდან ბოლო ნახევარი საათი ითამაშა, ხოლო მისი გუნდი ლიგის ლიდერ "პერპინიანთან" სტუმრად 14:37 წააგო და მე-10 ადგილზეა. ეს იყო შალვას 22-ე მატჩი პრო დ2-ის მიმდინარე ჩემპიონატში (ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ლიგის ქართველთა შორის).
"ვანის" სასტარტოში დაბრუნდა მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. მისმა გუნდმა უქართველებოდ დარჩენილ "ორიაკთან" გასვლით მატჩში სანუგეშო ბონუსი გამოიმუშავა - 14:19. "ვანი" მე-11 ადგილზეა.
მე-14 საფეხურზე "კარკასონია", რომლის სასტარტო მარჯვენა ბურჯი მირიან ბურდული იყო. გრენობლში 5:30 წაგებულ მატჩში ქართველი 44-ე წუთზე დაასვენეს. ბოლოსწინა, გასავარდნ ადგილზე კი "დაქსია", რომელიც ვინ მოთვლის, ზედიზედ მერამდენედ დამარცხდა. ელიზბარ ყუფარაძის გუნდმა ამჯერად შინ "ბეზიესთან" 15:23 წააგო, ხოლო ვეტერანი ქართველი ბურჯი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო.
ტოპ 14-ის, პრო დ2-ის, ინგლისის პრემიერშიპის, პრო 14-ისა და სუპერ რაგბის დანარჩენმა ქართველებმა სხვადასხვა მიზეზით არ ითამაშეს - ზოგიერთი ტრავმირებულია, ზოგი დაასვენეს, ზოგი შემადგენლობაში ვერ ხვდება, ზოგს კი ამის შანსი მომავალ უქმეებზე მიეცემა. აქ "სანვულვზის" ნიკოლოზ ხატიაშვილი და "ოსპრეიზის" გიორგი ნემსაძე ვიგულისხმეთ. ცოტაც დავიცადოთ...
ქართული ლეგიონი | |||||||||
მორაგბე | ტურნირი | კლუბი | მეტოქე | სტატუსი | დრო | მ. | თ(სტ) | ს.მ. | დისც. |
ჯაბა ბრეგვაძე | სუპერ რაგბი | სანვულვზი | ჩიფსი | ტრავმა | 1 (0) | ||||
ნიკოლოზ ხატიაშვილი | სუპერ რაგბი | სანვულვზი | ჩიფსი | გ/მ | 0 | ||||
ვახტანგ ახობაძე | ტოპ 14 | აჟენი | ბრივი | გ/მ | 6(2) | 1ლ | |||
გიორგი თეთრაშვილი | ტოპ 14 | აჟენი | ბრივი | მარქაფა | 23 | 15(3) | |||
თამაზ მჭედლიძე | ტოპ 14 | აჟენი | ბრივი | სასტარტო | 40 | 15(9) | 2ლ | ||
ლაშა ტაბიძე | ტოპ 14 | ბორდო | ლა როშელი | გ/მ | 0 | ||||
კარლენ ასიეშვილი | ტოპ 14 | ბრივი | აჟენი | სასტარტო | 57 | 16(12) | 3ლ | 1სბ | |
სოსო ბეკოშვილი | ტოპ 14 | ბრივი | აჟენი | სასტარტო | 57 | 5(1) | |||
ვასილ ლობჟანიძე | ტოპ 14 | ბრივი | აჟენი | გ/მ | 6(1) | 1ლ | |||
ოთარ გიორგაძე | ტოპ 14 | კლერმონი | ტულონი | მარქაფა | 15 | 3(0) | |||
დავით ზირაქაშვილი | ტოპ 14 | კლერმონი | ტულონი | სასტარტო | 47 | 12(8) | |||
ბექა კაკაბაძე | ტოპ 14 | კლერმონი | ტულონი | გ/მ | 8(0) | 1სბ | |||
ვიქტორ კოლელიშვილი | ტოპ 14 | კლერმონი | ტულონი | გ/მ | 11(9) | 1სბ | |||
ლექსო ყაულაშვილი | ტოპ 14 | ლა როშელი | ბორდო | გ/მ | 8(7) | ||||
თორნიკე მატარაზე | ტოპ 14 | ლიონი | რასინგი | გ/მ | 0 | ||||
გურამ პაპიძე | ტოპ 14 | ლიონი | რასინგი | გ/მ | 0 | ||||
გელა აფრასიძე | ტოპ 14 | მონპელიე | კასტრი | გ/მ | 0 | ||||
კოტე მიქაუტაძე | ტოპ 14 | მონპელიე | კასტრი | ტრავმა | 11(5) | 1სბ,1წთ | |||
მიხეილ ნარიაშვილი | ტოპ 14 | მონპელიე | კასტრი | სასტარტო | 68 | 12(9) | |||
დავით ქუბრიაშვილი | ტოპ 14 | მონპელიე | კასტრი | მარქაფა | 28 | 7(3) | |||
გიორგი ვეფხვაძე | ტოპ 14 | ოიონა | პო | გ/მ | 0 | ||||
ირაკლი მირცხულავა | ტოპ 14 | ოიონა | პო | სასტარტო | 67 | 11(10) | 1სბ | ||
ვასილ კაკოვინი | ტოპ 14 | რასინგი | ლიონი | მარქაფა | 20 | 20(9) | |||
გიორგი მელიქიძე | ტოპ 14 | სტად ფრან. | ტულუზი | გ/მ | 1(0) | ||||
ზურაბ ჟვანია | ტოპ 14 | სტად ფრან. | ტულუზი | მარქაფა | 23 | 13(5) | 1ლ | 1სბ | |
ბადრი ალხაზაშვილი | ტოპ 14 | ტულონი | კლერმონი | გ/მ | 2(1) | ||||
მამუკა გორგოძე | ტოპ 14 | ტულონი | კლერმონი | მარქაფა | 17 | ლ(69) | 10(7) | 1ლ | 1სბ |
ლევან ჩილაჩავა | ტოპ 14 | ტულონი | კლერმონი | მარქაფა | 27 | 7(1) | 1სბ | ||
შალვა სუთიაშვილი | პრო დ2 | ანგულემი | პერპინიანი | მარქაფა | 30 | 22(18) | 1ლ | ||
ბექა გიგაშვილი | პრო დ2 | გრენობლი | კარკასონი | ტრავმა | 12(5) | ||||
ელიზბარ ყუფარაძე | პრო დ2 | დაქსი | ბეზიე | მარქაფა | 24 | 11(3) | 1სბ | ||
მირიან ბურდული | პრო დ2 | კარკასონი | გრენობლი | სასტარტო | 44 | 19(9) | 1ლ | 3სბ | |
გიორგი ნაცარაშვილი | პრო დ2 | კარკასონი | გრენობლი | გ/მ | 11(5) | 1სბ | |||
ბექა შეყლაშვილი | პრო დ2 | კოლომიე | ბიარიცი | გ/მ | 11(4) | 1ლ | |||
ილია კაიკაციშვილი | პრო დ2 | მასი | მონტობანი | გ/მ | 11(9) | 1სბ | |||
ბექა გორგაძე | პრო დ2 | მონ-დე-მარ. | ბაიონი | ტრავმა | 0 | ||||
ბექა ბიწაძე | პრო დ2 | ნარბონი | ნევერი | ტრავმა | 10(9) | 2ლ | |||
მერაბ შარიქაძე | პრო დ2 | ორიაკი | ვანი | ტრავმა | 14(14) | 2ლ | |||
ვახტანგ მაისურიაძე | პრო დ2 | ვანი | ორიაკი | სასტარტო | 58 | 16(12) | 1სბ | ||
ლაშა ლომიძე | პრემიერშიპი | ლონდონ აირ. | გლოსტერი | გ/მ | 1(0) | ||||
გიორგი ნემსაძე | პრო 14 | ოპრეიზი | ლენსტერი | გ/მ | 0 | ||||
ანტონ ფეიქრიშვილი | პრო 14 | კარდიფ ბლ. | ალსტერი | გ/მ | 5(3) | ||||
შენიშვნა: მ. - მოანგარი; თ(სტ) - თამაში (სასტარტო); ს.მ. - სეზონური მონაგარი; დ. - დისციპლინარული სასჯელი; მუქი შრიფტით - შინ მოასპარეზე გუნდი; სბ - სინბინი; წთ - წითელი ბარათი; ლ - ლელო; გ/მ - განაცხადს მიღმა |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე ფეისბუქ კამპანია რო ავაგოროთ და მამუკას რო ვთხოვოთ ნაკრებში დაბრუნება მგონი კარგი იდეააა
იტალიასთან ნოემბრის ტეტზე გვინდა ასეთი შერკინება:
1 მარცხენა ბურჯი–ნარიაშვილი 2 კვაჭი–ბრეგვაძე 3 მარჯვენა ბურჯი–ზირაქაშვილი
4 მხტომელი–მიქაუტაძე 5 მხტომელი–ნემსაძე
6 მარბიელი–კოლელიშვილი 8 შემკვრელი–გორგაძე 7 მღლეტელი–გორგოზე
ასეთი შერკინება და რომის იმპერიას რასაც ქვია წავლეკავთ
იდეალური შემადგენლბაა, მაგრამ ზირაქაშვილის და გორგოძის თამაში არამგონია რეალური იყოს.
ზირაქა ძალიან კლასია, მაგრამ ჩილაჩავაც არაა ნაკლები და არაუშავს კიდე. რაც შეეხება გორგოძეს შეუცვლელია ნაკრებში და ძაან რო ვთხოვოთ ერმა იქნებ მსოფლიო თასამდე კიდევ დარჩეს ნაკრებშიი
+1
კაია ჩემმა მზემ! ვერაფერს იტყვი.