ლეგიონერები

22:00 | 24.03.2018 | ნანახია 2599 - ჯერ

გორგოძე და ზირაქაშვილი გამოჯანმრთელდნენ

ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. ქართული რაგბის ორმა ცოცხალმა ლეგენდამ, მამუკა გორგოძემ და დავით ზირაქაშვილმა ტრავმა მოირჩინეს და ხვალინდელ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ გაირჯებიან.

ტოპ 14-ის 22-ე ტურის მატჩში მე-5 ადგილოსანი “ტულონი” მოქმედ ჩემპიონს “კლერმონს” მასპინძლობს, რომელიც ცუდ სეზონს ატარებს, მე-9 პოზიციაზე იმყოფება და პლეი-ოფში თამაშის მხოლოდ მიზერული შანსი აქვს.

მასპინძელთა მარქაფაში მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა არიან. როგორც მოგეხსენებათ, მამუკამ დაზიანება დეკემბრის ბოლოს მიიღო: მკერდის კუნთები გაუწყდა და ოპერაცია ჩაუტარდა. თავდაპირველად იწერებოდა, რომ მამუკას შესაძლოა 6 თვე ვერ ეთამაშა, მაგრამ მან სარეაბილიტაციო პროცესი ნავარაუდებზე ბევრად ადრე დაასრულა და ხვალ მოედანზე გასვლას მოახერხებს. სასიხარულოა, ჩილაჩავას გამოჩენაც, რომელსაც ამ სეზონში თამაში ხშირად არ უწევს (5 მატჩი, 1 სასტარტო, 172 წუთი) და ბოლოს ტოპ 14-ში 2 დეკემბერს ითამაშა.

“ვულკანების” ძირითად შემადგენლობაშია დავით ზირაქაშვილი, რომელსაც ქუსლი აწუხებდა და 28 იანვრის შემდგომ უქმობდა. სტუმართა განაცხადშია კიდევ ერთი ქართველი ოთია გიორგაძე, რომელიც მამუკას მსგავსად, თამაშში მარქაფადან ჩაერთვება და ისიც მესამე ხაზში გაირჯება. გეტყვით, რომ "ზირაქას" გარდა, "კლერმონს" ორი წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდა: 9 ნომერი მორგან პარა, რომელმაც ბოლოს 31 დეკემბერს ითამაშა, ძირითადშია, ხოლო მგეზავი კამილ ლოპესი, ცვლილებაზე შემოვა და ოქტომბრის შემდეგ პირველად შეხვედრას ჩაატარებს.

ცნობისთვის, ზემოხსენებული შეხვედრა კვირას საქართველოს დროით 18 საათსა და 50 წუთზე დაიწყება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:49 | 25.03.2018
temuchin (431)

მიხარია ძალიან, მოკლედ ტრავმაც ვერ ერევათ ლეგენდებს!

11:03 | 25.03.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

00:10 | 25.03.2018
თორღვა პანკელი (387)

გენაცვალეთ ლომებო!

00:04 | 25.03.2018
პანტელეიმონი (1218)

ორივეს დაბრუნება ნაკრებში, თამაშის ხარისხს,რომ თავი დავანებოთ, ფსიგოლოგიური თვალსაზრისით ჩვენი გუნდისთვის კეთილისმყოფელურად, ხოლო მოწინააღმდეგისთვის დამრთგუნველად იმოქმედებს ! ! !

0.088305