ჩემპიონატები

23:41 | 21.03.2018 | ნანახია 2152 - ჯერ

ირლანდიის რაგბის კავშირმა სამ მოთამაშეს გაუხანგრძლივა

ირლანდიის რაგბის კავშირმა, ნაკრების სამ ძირითად მოთამაშეს ხელშეკრულებები გაუხანგრძლივა.

“სამყურების” კაპიტანმა რორი ბესტმა (112 კეპი) და ფულბექმა რობ კერნიმ (84) განახლებული კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე დადეს, ხოლო მეორეხაზელმა იან ჰენდერსონმა (84) ხელშეკრულებას ხელი 2021 წლამდე მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ საკლუბო დონეზე კერნი “ლენსტერის” ღირსებას იცავს, ხოლო ბესტი და ჰენდერსონი “ალსტერში” თამაშობენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109175