საერთაშორისო

20:00 | 14.03.2018 | ნანახია 1552 - ჯერ

6 ერი: შოტლანდია “აძურის” 5 ცვლილებით ესტუმრება

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა, 2018 წლის 6 ერის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

44 წლის სპეციალისტმა სასტარტო თხუთმეტეულში ხუთი მოთამაშე შეცვალა: კვაჭის პოზიციაზე სტიუარტ მაკინალის ფრეისერ ბრაუნის შეცვლის, მარჯვენა ბურჯის ამპლუაზე სიმონ ბერგჰანის მაგივრად უილემ ნილი ითამაშებს, მეორე ხაზში გრანტ გილქრისტს ტიმ სუინსონი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება უკანახაზში განხორციელებულ ცვლელებს, ტრავმა მოიშუშა და სასტარტოში დაბრუნდა ფრთა ტომი სიმური, ხოლო ბლეირ კინგჰორნმა მარქაფაში გადაინაცვლა. მიმდინარე გათამაშებაში ძირითადში პირველად დაიწყებს ნიკ გრიგი, პიტერ ჰორნი კი სათადარიგო იქნება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებს დაუბრუნდათ რიჩი გრეი და ზანდერ ფეგერსონი, რომლებმაც ტრავმა მოიშუშეს და შაბათს მარქაფადან შემოვლენ.

“ნარშავების” შემადგენლობა ასეთია:

უკანა ხაზი

15. სტიუარტ ჰოგი (“გლაზგო უორიორსი”, 59 კეპი), 14. ტომი სიმური ("გლაზგო უორიორსი", 52) , 13. ჰიუ ჯონსი (“გლაზგო უორიორსი”, 15), 12. ნიკ გრიგი (“გლაზგო უორიორსი”, 3) , 11. შონ მეიტლენდი (“სარასენსი”, ინგლისი, 33), 10. ფინ რასელი (“გლაზგო უორიორსი”, 36), 9. გრეიგ ლეიდლოუ (“კლერმონი”, საფრანგეთი, 62) ;

შერკინება

1. გორდონ რიდი (“ლონდონ აირიში”, ინგლისი, 31), 2. ფრეისერ ბრაუნი (“გლაზგო უორიორსი”, 30), 3. უილემ ნილი (“ედინბურგი”, 21), 4. გრანტ გილქრისტი (“ედინბურგი”, 21) , 5. ჯონი გრეი (“გლაზგო უორიორსი”, 41), 6. ჯონ ბარკლი (“სკარლეტსი”, უელსი, კაპიტანი, 69), 7. ჰემიშ უოტსონი (“ედინბურგი”, 18), 8. რაიან უილსონი (“გლაზგო უორიორსი”, 35);

მარქაფა

16. სტიუარტ მაკინალი (“ედინბურგი”, 16), 17. ჯეიმი ბათი (“გლაზგო უორიორსი”, 7), 18. ზანდერ ფეგერსონი (“გლაზგო უორიორსი”, 15), 19. რიჩი გრეი (“ტულუზა”, საფრანგეთი, 64), 20. დევიდ დენტონი ("ვუსტერ უორიორსი", ინგლისი, 38) , 21. ალი პრაისი (“გლაზგო უორიორსი”, 15), 22. პიტ ჰორნი (“გლაზგო უორიორსი”, 31), 23. ბლეირ კინგჰორნი (“ედინბურგი”, 2)

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები 6 ერის ბოლო ტურის მატჩში "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის ნაკრებს ესტუმრება. შეხვედრა შაბათს საქართველოს დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:55 | 16.03.2018
გუგა80 (177)

იმედია დაა მუ ტე ლებენ იტალიას!

0.080496