გულშემატკივრის გვერდი

15:35 | 12.03.2018 | ნანახია 7444 - ჯერ

რუსეთი - საქართველო: პრობლემები და პოზიტივი

ახლო წარსულში, 7-10 წლის წინ, იქამდე, სანამ რუსეთი იმაზე უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე ახლაა, საქართველოსთან დაპირისპირებას სპორტული ინტრიგაც ჰქონდა, მაგრამ ბოლო წლებია, ეს ინტრიგაც აღარ დარჩა. და საერთოდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი ადგილი სხვაგანაა, სხვა ლიგაში, „დიდ ბიჭებთან“. სადაც მეტოქეს რაგბს მხოლოდ ერთ ტაიმს ეთამაშები და მაინც 20 ქულით უგებ, იქ ტყუილად ცდები.

პრობლემები: კრასნოდარში გამართულ შეხვედრაში მილტონმა საბრძოლო შემადგენლობა დააყენა, მაგრამ აღსანიშნავია ერთი ფაქტი: პრობლემებია საკვანძო პოზიციებზე (2-8-9-10-15):

ჰუკერის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილმა 70 წუთი ითამაშა, მისი შემცვლელი, ბადრი ალხაზაშვილი, მხოლოდ „ტულონის“ ესპუარებში თამაშობს;

ორი შემკვრელი დამტვრეული გვყავს (ბიწაძე, გორგაძე) და N8-ზე იდგა ლომიძე, რომელიც, ერთი მხრივ, არაა ამ პოზიციის მოთამაშე და მეორე მხრივ, მცირე სათამაშო დრო აქვს კლუბში (მხოლოდ 5 თამაში „ლონდონ აირიშის“ რიგებში);

იგივე ვითარებაა 9 ნომრის პოზიციაზე (ლობჟანიძეს 8 თამაში აქვს ამ სეზონში „ბრივში“, აფრასიძეს მხოლოდ 1 „მონპელიეში“);

კვლავ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მგეზავი - რეზის ფეხის ტრამვა აქვს და ხმალაძე ვერ არის სასურველ ფორმაში (მიუხედავად რუსეთთან თამაშში გაჭრილი ხაზისა და 1-2 ეპიზოდში კარგი თამაშისა);

მეკოს პირადი პრობლემები აქვს;

ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში ასეთ თამაშს ძნელად მოეძებნება გამართლება. 10-12 დიდი თუ პატარა შეცდომა ამ დონის მეტოქესთან ცუდი შედეგია. მთელი თაიგული გვქონდა უზუსტობების: 3-4-ჯერ ხელით თამაშისას ელემენტარულ წუნი, ორჯერ კიდეზე ბურთის ვერგადატანა, რაქიდან და შერკინებიდან ბურთის გამოვარდნა, მეტოქის გადაკიდებულ ბურთზე ბლოკირება, რუსების აუტის შემდეგ დატოვებული სივრცე, სადაც ლელოს გადავრჩით, ჰაერში სუსტი თამაში და სხვა. ყოველივეს ფონზე 7:9 წავაგეთ პირველი ნახევარი, როცა რუსეთი თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს ავლენდა.

პოზიტივი: ყველაზე კარგი იყო მოლში თამაში, ჩვენს მოლებს საუცხოოდ ვაყენებდით და მეტოქესაც 2-3-ჯერ გავუჭედეთ ბურთი. ბოლო ხანებში ამ კომპონენტში ჩვენი თამაში ხშირად იმსახურებდა კრიტიკას. ახლა მთავარია, უფრო ძლიერ რუმინეთთან შევინარჩუნოთ ეს ხარისხი. რამდენიმე საკუთარი აუტის წაგების მიუხედავად, თამაშის ეს ასპექტი აქტივში უნდა ჩავუწეროთ საქართველოს ნაკრებს, რადგანაც მეტოქეს რამდენჯერმე ავართვით ბურთი დერეფანში. თამაშში კარგად ჩაერთვნენ მარქაფის მოთამაშეები და ახალი ენერგია შემოიტანეს.

მეორე ტაიმში გუნდი ბევრად მოტივირებული და მომართული იყო მოედანზე. თან ამინდი გაფუჭდა, წვიმას სეტყვაც დაემატა, და ხელით თამაშს აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ ტრადიციულ ძალისმიერ რაგბს დავუბრუნდით და შედეგმაც არ დააყოვნა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მეორე ტაიმი მშრალზე, 22:0 მოვიგეთ და რუსები ერთხელაც არ შემოსულან ჩვენს 22-ში.

გოგი გაფრინდაშვილი ბუენოს-აირესიდან

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ფოტო


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:18 | 13.03.2018
ilarioni (138)

რაღა დროს ზირაქაა, წავიდა ეგ კაცი ნაკრებიდან, საკმარისად ემსახურა გუნდს და ქვეყანას, თან არ მგონია 3 ნომერზე ისე გვიჭირდეს, რომ ვეტერან მორაგბეებს ვაბრუნებდეთ, ცხოვრება წინ მიდის და რაგბიც ასე რომ წინ უნდა ვიყუროთ ხალხო მხოლოდ წინ. გარდა ამისა არ მგონია რაგბს მაგ ერთი კონკრეტული თამაშისთვის ვთამშობდეთ. ეგ თამაშიც რომ არ იყოს ისედაც კარგად ვიცით სად ვართ და საით გვინდა წავიდეთ. დამიჯერეთ არც მაგ ერთი კონკრეტული თამაშის მოგება და არც წაგება არაფერს შეცვლის. ეგ თამაში არანაირ გამოცდილებას შეგვძენს. იტალია ჩემი აზრით სამოას სიძლიერის გუნდია. უბრალოდ ამ ყბადაღებული ექვსი ერის გამო ზოგიერთს არასწორი მოლოდინი გაუჩნდა, რომ იტალიის დამარცხებით ექვს ერში მიგვიღებენ. ქვეყანა იტალიის დამარცხებით ვერ გამდიდრდება ხალხო. ექვის ერი კი ძირითადად მხოლოდ ფულია. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ცოტა ხნით დავივიწყოთ ექვსი ერი და განვითარების სხვა გზები გამოვნახოთ და თუ განვვითარდებით თვითონ დაგვიძახებენ, თუ არა და მაშინ სხვა გუნდებს დაუძახებენ. აი მაგ. ესპანეთს. თუ ასე გააგრძელეს ერთი წუთით ეჭვი არავის შეეპაროს რომ მაგათ მიიღებენ ექვს ერში, ჩვენ კი არა, მარე გინდ ბოიკოტი გამოუცხადე და რაც გინდა ქენი. ისე ბოიკოტი სასაცილო იდეა იყო, მაინტერესებს რა შეიძლება იდგეს ამის უკან. ექვის ერი დავტოვოთ, თუ მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის წევრობაზე ვთქვათ უარი, ან ტოპ 14-დან გამოვიწვიოთ ჩვენი ლეგიონერები

14:40 | 13.03.2018
პანტელეიმონი (1218)

ვფიქრობ, გორგოძის ნაკრებში დაბრუნების საკითხი (მეორე ხაზში) უნდა გავააქტუალუროთ და ასევე ზირაქა უნდა დავაბრუნოთ როგორმე ნაკრებში. მათი ხელახალი ინტეგრაცია ნაკრებში ზაფხულში ფრანგ ბარბაროსებთან უნდა მოხდეს და თუ შეძლებენ ფიჯისთან და იაპონიასთან უნდა მიეცეთ კიდევ ცოტა თამაშის საშუალება. შემოდგომის ტესტებზე კი მათი ყოფნა იტალიასთან აუცილებლობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ მათი გამოცდილება და საერთაშორისო ავტორიტეტი დამრთგუნველად იმოქმედებს მოწინააღმდეგეზე და პრინციპულ თამაშებში (მსოფლიო ჩემპიონატის) ჩათვლით მათი გამოჩენა ეროვნულ ნაკრებში, თუნდაც შეზღუდული დროით ერთი-ორად აუწევს მოტივაციას ჩვენს ახალგაზრდებს.

14:14 | 13.03.2018
BEERTRANCE (1073)

მეც ვიზიარებ იმ აზრს რო ახალგაზრდებს მეტი დრო უნდა მიეცეთ. მეკოს მადლობა მარა მსოფლიოზე მის ადგილს ვერ ვხედავ.

13:48 | 13.03.2018
ilarioni (138)

ის რომ იტალია შედეგს ვერ დებს 6 ერზე და სუსტია იმას არ ნიშნავს, რომ ახალი თამაშის სტილი გამოიგონონ. თამაშობენ ისე როგორც 6 ერის გუნდები, თუმცა ვინაიდან მათი ჩემპიონატის დონე არ არის მაღალი ბოლომდე უჭირთ გამძლეობაში, თორემ მინიმუმ ერთ ტაიმს ტოლ-სწორად ეთამაშებიან, თან არ დაგვავიწყდეს გამართული რაგბის ხარჯზე.რაგბში დიდ გუნდებთან ვერ მიაღწევ წარმატებას თუ მხოლოდ ერთი კომპონენტის ხარჯზე ითამაშებ და მეორეს გამოთიშავ. უელსთან ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად შეგევძლო ფრე გვეთამაშა, მაგრამ არ გამოვიტანეთ ხაზზე ბურთი და სულ შერკინებამ ურტყა. მე პირადად ახალგაზრდულის და ეროვნული სტილში მხოლოდ მცირე განსხვავებას ვხედავ. ავიღოთ არგენტინის და თუნდაც ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩვენი ახალგაზრდული შარშანდელი თამაშები. ორივე მორკინალებზე აწყობილი თამაშები იყო. ჩვენზე სუსტებთან ვცდილობთ მეტი ვითამაშოთ ხელით, მაგრამ უფრო ძლიერებთან უმალ ვცვლით სათამაშო სტილს და მთლიანად შერკინებას ვათამაშებთ, სანამ ეს ასე იქნება ხაზი ვერასდროს განვითარდება, იმიტომ რომ უქმად დგას და უზურებს ხოლმე, როდს გაშლის ცხრა ნომერი ბურთს. ხოდა თუ ვფიქრობთ, რომ სისწრაფეებისთვის (გენეტიკასთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ გუნდში ყველა რაჭველი ნამდვილად არ გვყავს) საჭიროა შესაბამის კვება ფიზმომზადება და ა. შ. მაშინ რაგბის აკადემიებმა და ზოგადად რაგბის კავშირმა უნდა იმუშაოს შესაბამის პროგრამებზე და იზრუნოს მათ იმპლემნტაციაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვფიქრობ შესაძლებელი უნდა იყოს 20 წლამდელთა 6 ერში ჩართვა, ამისთვის უნდა იმუშაოს რაგბის კავშირმა. არც არგენტინსი ჩემპიონატია ტოპ 14 მაგრამ შეხედე რა სწრაფი და მობურთავე ბიჭები ყავთ. უბრალოდ ჩვენ გადამეტებულად გვიყვარს ძიძგილაობა, რაც პატარა ასაკიდანვე უნდა ავღკვეთოთ. ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა რაც შეიძლება მეტი უკონტაქტო რაგბი პატარა საფესტივალო ასაკებში. აქ მთავარია მიდგომა და თანმიმდევრულობა. მაშინ მითხრას ვინმემ რამდენ წუთს თამაშობს ჩვენი ნაკრები დაბალანსებულ რაგბს, ჰეიგი რომ მოვიდა ითვლლიდა და საუკეთესო შედეგი 10 წუთი იყო მგონი მთელი თამაშის განმავლობაში, სამწუხაროდ ეს ასეც დარჩა მგონი. ჰეიგმაც ხელი ჩაიქნია მერე. ჩემი აზრით ამ მიმართულებით უფრო თანმიმდევრული უნდა დარჩენილიყო. მაგრამ ძნელია როდესაც კაცს სთხოვ უპირობოდ მოგებას და თან ეუბნები სარაგბო სტილში მოიგეო.

12:42 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

იტალია შიდა ჩმპიონატის რესურსს არ იყენებს, ყავს ორი გუნდი კელტთა ლიგაში და ლეგიონერები

15:33 | 13.03.2018
DataN24 (215)

არგენტინის კლუბი სუპერ რაგბს თამაშობს და რაღათ უნდათ ტოპ 14 იქაც არ აკლიათ ისე ვარკვლავები არც ინგლისში , არჩევანიც ბევრად მეტი აქვთ ჩვენზე ძალიან მნუშვნელოვანია ფიზმომზადება იმ კუთხით რომ რაგბს აუცილებლად სჭირდება ფიზიკური სიძლიერე კუნთოვანი მასა და ამ პრიცესში მნიშვნელოვაბი არ დაიკარგოს სისხარტე სისწრაფე

12:28 | 13.03.2018
DataN24 (215)

ბევრ რამეში გეთანხმებით, მაგრამ გამოითქვა რამდენიმე საკამათო მოსაზრებაც:
1. იტალიის ლაღ თამაშს უსვამს ყველა ხაზს და რაიმე სედეგი იტალიის ნაკრების მიერ მიღწეული ბოლო წლებში მე არ მახსენდებ თუ არაფრისთვის არ მიუღწევია? მდენი წელია 6 ერში თამაშობს და ყოველწლიურად უფრო და უფრო ადვილად ამარცხებს 5 ივე გუნდი ადრე შოტლანდიას მაინც უწევდა წინააღმდეგობას ახლა ისიც ადვილად ამარცხებს, ბოლო წლებში მოუგეთ ყველა ასკობრივ დონეზე, ჩვენი და მაგათი ადამიანური ფინანსური თუ ნებისმიერი რესურსების შედარებაზე საუბარიც არა და ამის ფონზე არც იტალიის თამაშის ხარისხით ვარ მოხიბული მათი შედეგებით ხომ საერთოდ
2. ხაზის თამაშში ყველას გვინდა პროგრესი დავინახოთ , მაგრამ 25-30 წლის ბიჭებისთვის ძნელია ახალი სტილის ათვისება, ახალგაზრდებს კი უდიდეს სამსახურს უწევს ახალგაზრდული მსოფლიოს წინა სეკრებები და ვარჯიში შემდგომ თითქოს ვერ უმატებენ, ისე როგორც მოველით. ვფიქრობ ეს ისევ ჩვენი ჩემპიონატის დონის ბრალია მარტალია საკმაოდ გაზრდილია დონე , მაგრამ მაიც ნელია ტემპი ნაკლები ხელით თამაში და ასე შემდეგ. ამიტომ უკანახაზელებისთვის განვითარების შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნია ვერცბელგიასთან და გერმანიასთან ირებენ რაიმე დიდ გამოცდილებას ერტადერთი U20 მსოფლიო ჩემპიონატი და მისი მოსაზადებელი პერიოდი არის ნათელი წერტილი. ამ ყველაფრის ფონზე მოდი და მოსთხოვე ხაზის მოტამაშეებს საოცრებები, ამისთვის გვჭირდება ქართული ფრენჩაიზი რომელიმე ნორმლური დონის ჩემპიონატში
3. სისწრაფეებს სჭირდება გენეტიკა, ფიზმომზადება სწორი კვება და ასე შემდეგ მთლიანი კომპლექსი რისი შესაძლებლობაც ჩვენს ქვეყანაში ბევრ არ აქვს სამწუხაროდ ამიტომაც არ გვქავს სწრაფი უკანახაზელების დეფიციტი განსაკუთრებით გარემარბების
მსოფლიოსთვის ჩემი სავარაუდო გაფარტოებული სემადენლობა კი ასეთია:
1 : ნარიაშვილი, ჟვანია ასიეშვილი, კაკოვინი, მატარაძე
2 : ბრეგვაძე, მამუკაშვილი, ალხაზაშვილი, პაპიძე
3 : ჩილაჩავა, ქუბრიაშვილი, ფეიქრიშვილი, მელიქიძე, ტაბიძე
4-5: ნემსაძე, მიქაუტაძე, ჭეიშვილი, სუთიაშვილი, ჯაიანი(იმედია)+საოცნებო გორგოძე
6-7-8: კოლელიშვილი, თხილაიშვილი, გორგაძე, ბიწაძე, ლომიძე, გიორგაძე, ცუცქირიძე, გაჩეჩილაძე, სპანდერაშვილი
9: აფრასიძე, ლობჟანიძე, ბეგაძე
10: ხმალაზე :/ ჯინჭველაშვილი, აბჟანდაზე (იმედია)
11-14: მჭედლიძე, ფრუიძე, თოდუა., სიჭინავა, მიმინოშვილი
12-13: შარიქაძე, კაჭარავა, კოშაძე, კვესელაძე, გოგოლაძე
15: მათიაშვილი, კვირიკაშვილი, წიკლაური, მოდებაძე

12:41 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

კაკოვინი გამოაკელი...
პაპიძის ნაცვლად სავარაუდოდ ჭყოიძე...
დიდი შანსია ქუბრიაშვილიც ვინმემ ჩაანაცვლოს, თუნდაც თეთრაშვილი...
მეორე ხაზში ალბათ ბინგო შეკრებაზე მაინც იქნება, მაისურაძეც...
ბეგაძე მსოფლიოზე? ...
აბჟანდაძე... იქამდე ორი უ20 უნდა ითამაშოს
მიმინოშვილი? დარჩენილ 1 წელიწადში რა უნდა ქნას ისეთი რომ დაუძახონ...
გოგოლაძე... მსოფლიოს გაფართოვებულში მოხვედრამდე მინიმუმ ერთათასი უნდა ითამაშოს

სურვილები იდეალური

11:36 | 13.03.2018
ilarioni (138)

buratino (399

2 ნომერზე, ერთ-ერთი ფორმაში, რომ არ იყოს ან ტრავმა ჰქონდეს. ორივე ხან სად არის და ხან სად ვერ დამკვიდრდნენ ვერც ერთ კლუბში ამიტომ ჰუკერის პოზიცია ძალიან პრობლემური გვაქვს. 3 ნომერზე კარგი რა რა დროს დუდუა თუ ძმა ხარ ერთი თვე თამაშობს და ხუთი ისვენებს. კარგი ბიჭები მოდიან მელიქიძე/ტაბიძე საინტერესოა აგრთვე ყაულაშვილი, რომელცი ლა როშელში სულ უფრო ხშირად ჩნდება. ერთ ნომერზე მატარიძეც ნუ დაგვავიწყდება. რაც ეხება მეორე ხაზს, ეგ ორივე მოთამაშე საკმაოდ მცხოვანია, გარდა ამისა სუთიაშვილი უფრო მესამე ხაზის მოთამაშეა. ჩვენ გვჭირდება მაღალი მეორე ხაზელები ამიტომ ჯობს დროზე გამოვაცხადოთ კასტინგი, ისე ლომიძე მეორე ხაზში ვერ ითამაშებდა? იქნებ ეცადა ჰეიგს. იმიტომ რომ მესამე ხაზში მაგის თამაში ბოლო დროს არ მომწონს, თან მეორე ხაზელი გვჭირდება ვინმე. 9 ნომერზე კიდევ ერთი გვჭირდება ვინცობაა ერთი დაგვიშავდეს, ეს ბეგაძე დაბერდა უკვე და მე პირადად მაგას სანაკრებოდ აღარ მოვიაზრებ. 10 რაც ეხება ყველამ ვიცით რომ პრობლემურია. უკანა ხაზში მე აუცილებლად გამოვიყენებდი ფრუიძეს. რაც ეხება კაჭარავას, კაჭარავა დამძიმდა და ისე ვეღარ უტევს. თვითონ განსაჯეთ, ჟვანია უფრო სწრაფად დარბის მგონი ვიდრე კაჭარავა, ყოველ შემთხვევაში მეტი ლელო აქვს დადებული. დცვაში კარგია მაგრამ მარტო დაცვა ხომ არაა თამაში არა? თუმცა თოდუა აუცილებლად გვჭირდება, გამოცდილია და ჯერ კიდევ შეუძლია თამაში. დანარჩენი კი ახალგაზრდებს უნდა მიეცეს მეტი ბურთაობის შესაძლებლობა. მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჰეიგი უფრო შედეგზე თამაშობს ვიდრე გუნდის ფორმირებაზე.

11:10 | 13.03.2018
ilarioni (138)

კარგია მერე განვითარდეს ესპანეთი რა პრობლემაა. და ექვს ერშიც უწინ ესპანეთს მიიღებენ ვიდრე ჩვენ. თუ ბუნებრივია თამაშით გაგვასწრო.მე მაინც მგონია, რომ ჩვენ მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა სწორად ვერ ვვითარდებით. შვიდკაცას წლების განმავლობაში ჩავარდნა ჰქონდა, რატომ არ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას შეუძლია თქვას ვინმემ? შვიდკაცა რაგბიდან ძალიან კარგად ვითარდებიან უკანახაზელები. და ზოგადად ჩვენი უკანა ხაზის თამაში რომ ავიღოთ. ბევრს ვეცადეთ თუ ცოტას რუსეთის წინააღმდეგ მაინც ტრადიციული მოლებით გავედით ფონს. უკანა ხაზს საერთოდ არაფერი გამოსდიოდა. გასაგები, რომ მოლი კარგი იარაღია და ჩვენზე ძლიერებიც იყენებენ მას, უბრალოდ ორი რამ არის გასათვალისწინებელი, 1. სამწუხაროდ მოლს ვერ ვაყენებთ ძლიერი გუნდების წნააღმდეგ თამაშში და 2. ძლიერი მოლი მაშინ არის კარგი თუ სხვა კომპონენტის ძლიერია და მოლის იმედზე გუნდი მოედანზე არ უნდა გავიდეს. აი თუნდაც იტალია ავიღოთ. გუნდი მიუხედვად იმისა, რომ ექვს ერზე თითქმის ყველა თამაშში მარცხდება მაინც გაშლილ რაგბს თამაშობს. თუნდაც 15 ნომერი ავიღოთ, რომელიც ვორლდრაგბიმ სიმბოლურში შეიყვანა, არაჩვეულებრივად ითამაშა, საიდან 21 წლის ბიჭს მსგავსი თამაში? ეროვნული ლიგიდან და ასაკობრივი ნაკრებიდან. ჩვენ ასაკობრივებს, რომ ვუყურებ მე პირადად მხოლოდ მცირე სხვაობას ვხედავ დიდი ნაკრების თამაშის სტილისგან განსხვავებით. იგივე ძალისმიერ რაგბს თამაშობს ასაკობრივი. ნუთუ სწრაფი ხალხი არ გვყავს, თუ იმდენად გვიყვარს ეს ძალისმიერი, რომ უარს ვერ ვამბობთ ამაზე? ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალია. ბავშვთა რაგბიში საერთოდ აკრძალო ეს ძალისმიერ თამაში. საერთოდ თაგრაგბი უნდა ათამაშო 14 წლამდე, რომ მიეჩვიონ სულ პასებს, პასებს, პასებს. თავის დროზე იტალიაც ძლიერი შერკინებით გამოირჩედა და ძალისმიერ რაგბს თამაშობდა,მაგრამ ასე აღარაა. მინიმუმ ერთ ტაიმს გაშლილ ლამაზ რაგბს თამაშობს ხოლმე, თუნდაც წააგოს. ასე რომ ჰეიგი თითქოს რაღაცეებს ცდილობს მაგრამ, აგრეთვე იმაზე ზრუნავს, რომ შედეგი დადოს და შედეგს ძირითადად შერკინების დომინანტური თამაშით აღწევს. საინტერესოა ძალიან ერთი რამ, რაზეც დიდი ხანია ყურადღება აღარ გაუმახვილებია. ადრე როდესაც ჩვენ ნაკრებში მოვიდა ითვლიდა რამდენი წუთი ითამაშა ხაზმაო. რაზეც მას შემდეგ საერთოდ დუმს. რატომ, ალბათ იმიტომ, რომ 8 წელია პროგრესი ამ მხრივ არ არის და თვითონაც შეეგუა მაგ ფაქტს. მაგრამ ჩემი აზრით მსგავსი სტილით შორს ვერ წავალთ. რეალურად უნდა შევცვალოთ ჩვენი თამაშის სტილი, და არ უნდა გადავუხვიოთ ამას თუნდაც დავთმოთ ხოლმე პრინციპუილი თამაშები, მე პირადად მირჩევნია ლამაზ თამაშში დავმარცხდეთ, ვიდრე ჯაჯგურით მოვიგოთ, და სხვისი არ ვიცი. შეხედეთ არგენტინა რა თამაშს თამაშობს, რომელიც აგრთვე შერკინების თამაშზე აწყობილი გუნდი იყო. ან თუნდაც იაპონია, შტატები და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო. საინტერესოა დავითვალოთ პროცენტულად ცალკეული კომპონენტების თამაში, როგორც ადრე ჰეიგი აკეთბდა და შევადაროთ სხვა ჩვენზე წინ მდგომი ან თუნდაც უკან მდგომი გუნდების მაჩვენებელს. აღმოჩნდება რომ საქართველო ერთადერთი გუნდია, რომელიც ძირითადად შერკინებით თამაშობს. ჩემი აზრით, ასე შორს ვერ წავალთ. ეს კარგად გამოჩნდა აგრეთვე ბათუმის თამაშიდან ევრო თასების საკვალიფიკაციოზე. იგივე რუმინეთის გუნდი თვისობრივად სხვა რაგბს თამაშობდა. ან თუნდაც რუსების ორივე ჩელენჯ თასზე გამოსული გუნდები ავიღოთ, რომლებმაც ბრივს და სტად ფრანსეს მოუგებს, რაზეც ჩვენ ვერც კი ვიოცნებებთ. ეს რაგბის კავშირი კიდევ არ ვიცი რას აპირებს. თუ არ იაქტიურა და რამე არ გაკეთდა ისევ ერთ ადგილას დავრჩებით. გასაგებია ექვს ერში არ გვიღებენ და ალბათ არც არასდროს მიგვიღბენ (ჩემი პირადი აზრია), მაგრამ ჩვენი პატარები მაინც ჩართოს მაგათ 20 წლამდელთა ექვს ერში, რაზეც ადრე იყო საუბარი და მერე უარი მოგვივიდა. ეს იქნებოდა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი. აქაც ვერაფერს ვშვებით. ან ამ ფრენჩაიზზე თქვან რამე რას აპირებენ, თუ აპირებენ საერთოდ. უბრალოდ არ შეიძლება გერმანული, რუსული და რუმინული კლუბები მონაწილეობდნენ ევრო ტურნირებზე და ჩვენ კი მხოლოდ ჩვენ ჩემპიონატში ვიხარშებოდეთ. აქ "პარდონები" სრულად მიუღებელია. საჭიროა მოქმდება.

23:05 | 12.03.2018
გუგა80 (177)

18-ში რუმინეთის დედის გაუპატიურებას ვითხოვ "აი და ნუ და ნუ და ნაი აი და ნუ და ნაი"-ს აკომპანიმენტით!

14:22 | 13.03.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

19:49 | 12.03.2018
buratino (480)

რახან ჩვენი გუნდის მოთამაშეთა განხილვა წავიდა, შევეცდები ჩემი აზრებიც გადმოვცე. მივყვეთ ნომრების მიხედვით:
1-ლ ნომერზე ამ ეტაპზე ნარიაშვილ-ასიეშვილ-ჟვანიას ტრიო უალტერნატივოა. ალბათ მსოფლიოზეც ისინი იქნებიან თუ რომელიმემ ტრავმა არ მიიღო (ღმერთმა გვაშოროს).
2 ნომერი: აქაც მსოფლიოსთვის უალტერნატივოებად მე პირადად ბრეგვაძე-მამუკაშვილი მიმაჩნია. მესამე კაცს რაც შეეხება, მომკალით და ბადრი ალხაზაშვილს სასარგებლო ვერაფერი შევატყვე! მარტო ის რად ღირს რომ აუტებს საშინლად აწვდის და ხშირად მისი ცუდი მოწოდების გამო ვაგებთ დერეფანს (ხაზს ვუსვამ რომ ამ კომპონენტს სამივე მოთამაშეზე ვაკვირდები). გარდა ამისა, მაინცდამაინც არ სტატიკაში არის თავგამოჩენილი. მოკლედ, მსოფლიომდე ბადრიმ თუ არ მოუმატა, სჯობს სხვა ვინმე მოიძებნოს ან ამ პოზიციაზე 2 კაცი დავიტოვოთ (თანაც, თუ გაჭირდა, ჟვანიასაც შეუძლია ჰუქერად თამაში)
3 ნომერი - ამჟამად ჩილაჩავა და ფეიქრიშვილი გვყავს, მაგრამ ვფიქრობ დუდუს გამოყენებაც შეიძლება ან კიდევ ვინმესი. ბეკოშვილი აღარ დამანახოთ ნაკრებში, რადგან სუსტია. მსოფლიომდე ამათ ყველას უნდა დაუკვირდეს ჰეიგი და მერე მიიღოს გადაწყვეტილება.
მეორე ხაზი (4-5 ნომრები) - აი აქ მართლაც დიდი საფიქრალი გვაქვს რადგან მსოფლიოზე დიდი როლი ენიჭება მხტომელებს, დაკიდებულ ბურთზე მებრძოლ მაღალ მეორეხაზელებს, ასევე 1 ხაზის გამაგრებას დიდი მნიშვნელობა ექნება. კი გვყვანან ნემსაძე და სუთიაშვილი, მაგრამ ასაკოვანები არიან, "ბინგოც" ფაქტიურად უკვე წავიდა ნაკრებიდან და რომ გაგვიჭირდეს, მიქაუტაძეს ჭეიშვილი შევუწყვილოთ?! ვფიქრობ, ჰეიგმა 1 ახალგაზრდა მოთამაშე მაინც უნდა გამოსცადოს ამ ამპლუაში რათა მსოფლიოსთვის არჩევანის გაკეთების მეტი საშუალება იყოს. თუ მამუკა სპეციალურად მსოფლიოსთვის დაბრუნდება, მაშინ დროებით პრობლემა მოიხსნება, მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება.
მესამე ხაზი (6-7-8) - აქ ცოტა უკეთესად გვაქვს საქმე (ამ წუთას არა, საერთოდ ვგულისხმობ). ტრავმებს რომ მოიშუშებენ, მერე დაგვემატებიან და კონკურენციას გაზრდიან ბიწაძე-გორგაძის დუეტი. მანამდე კი გვყავს თხილაიშვილი-კოლელიშვილი-ლომიძე და ასევე ძაან კაი ბიჭია გაჩეჩილაძე (ჩემთვის ის სიურპრიზია).
9 ნომერზე ვასკა და გელა ახალგაზრდები არიან და წესით მსოფლიოზე მათ უნდა დავეყრდნოთ, თუმცა მე მაფიქრებს მათი მცირე სათამაშო პრაქტიკა, რაც როგორმე უნდა გამოსწორდეს. ასევე შეიძლება ბეგაძის აყვანაც.
10 - ჩემი აზრით, ყველაზე პრობლემური ახლა მგეზავის პოზიციაა ნაკრებში. ლაშა ხმალაძეს ნელ-ნელა ეტყობა რომ მოკლებული აქვს. არადა, "ქოქოსა" ჩვენთან ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა ფეხით თამაშში. მსოფლიომდე ალბათ მაინც გაქაჩავს, თუმცა იქნება მზად ძირითადისთვის? სხვებს რაც შეეხება, ვერა და ვერ გამიმართლა იმედები რეზიმ, რომელიც ფიზიკურად ვერ უმატებს და ისედაც შებოჭილი თამაშობს. მალაღურა ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ "შენელებული კადრი"-ს შთაბეჭდილებას ტოვებს. მე ვთვლი რომ ჰეიგმა უნდა გარისკოს და მსოფლიომდე რამდენჯერმე შანსი მისცეს აბჟანდაძეს! მართალია, თედო ძალიან პატარაა ჯერ, მაგრამ შარშან "ლაივში" არაერთხელ ვიხილე მისი თამაში და ვამბობ "ეს ბიჭი ტვინით თამაშობს!"
მოკლედ, დაკვირვების რეჟიმში უნდა ვამყოფოთ და თუ თავს გამოიჩენს და მზად იქნება, უნდა წავიყვანოთ მსოფლიოზე.
11-14 ნომრები: გარემარბებს რაც შეეხება, ვერაფრით ვერ ვიგებ რატომ გადაეკიდა ჰეიგი თაზოს და ფრუიძეს, ან რატომ აძლევს ასე მცირე შანსს კოშაძეს?! ისევ გამიბრაზდებით, მაგრამ დაახლოებით იგივეს ვიტყვი სიჭინავაზე, რაც ალხაზიშვილზე - მე ამ ბიჭის თამაშში სარაგბო ინტელექტი ვერ დავინახე! გაცილებით უკეთესია მოდებაძის გამოყენება, რომელიც უფრო სწრაფიცაა და უფრო აზროვნებს. სიჭინავას ერთადერთი პლიუსი მისი ზორბა აგებულებაა, რასაც სატანადოდო ვერც იყენებს და ჯარიმებსაც ხშირად იღებს. მოკლედ, მსოფლიოზე ჩვენი გუნდის ფრთებზე მსურს მჭედლიძე-ფრუიძე-მოდებაძე-თოდუა ვიხილო (ეს უკანასკნელი ვეტერანია თუმცა რეზერვისტად ალბათ გაქაჩავს)
12-13 ნომრებს რაც შეეხება, ტრავმის შემდგომ ბუკას დაბრუნება უმნიშვნელოვანესია! მსოფლიოზე ასევე გვჭირდება კაჭის გამოცდილება, იმის მიუხედავად რომ უკვე დაეტყო ასაკი. ცენტრში რეზერვად კოშაძე-კვესელაძეს მოვიაზრებ, რადგან ორივე სწრაფია და თანაც აზროვნებენ.
15 - ფულბექის პოზიცია ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის იქნება მსოფლიოზე ჩვენთვის და მადლობა უფალს, რომ ნაკრებში მოგვივლინა ისეთი "ოქროს ბიჭი" როგორც სოსოა. მე მას ძირითად 15 ნომრად მოვიაზრებ და არავითარ შემთხვევაში 14 ნომრის პოზიციაზე! მეკოს რაც შეეხება, უდიდესი პატივისცემა ჩემგან მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - "მობერდა" კიდეც და მძიმე ცხოვრებისულმა დარტყმამ მის თამაშს კვალი დააჩნია. მსოფლიოზე მე მას რეზერვში ვხედავ, ისიც მაშინ თუ ფორმის მეტნაკლებად შენარჩუნება შეძლო. კიდევ ერთ 15 ნომრად კი ალბათ მაინც წიკო ჯობია, რადგან წინა მუნდიალის გამოცდილებაც აქვს და მისი ლელოც "ოლბლექსთან" ახლაც გონებაში გვაქვს ჩაბეჭდილი.
მოკლედ ბევრი კი დავწერე, მაგრამ ესაა ჩემი ნააზრევი და იმედი მაქვს, ამას ჩვენი რაგბის პატივცემული მამებიც გაეცნობიან

14:21 | 13.03.2018
პანტელეიმონი (1218)

თითქმის ყველაფერში გეთანხმები, ერთი მინდა აღვნიშნო მხოლოდ; გორგოძის ნაკრებში დაბრუნების საკითხი (მეორე ხაზში) უნდა გავააქტუალუროთ და ასევე ზირაქა უნდა დავაბრუნოთ როგორმე ნაკრებში. მათი ხელახალი ინტეგრაცია ნაკრებში ზაფხულში ფრანგ ბარბაროსებთან უნდა მოხდეს და თუ შეძლებენ ფიჯისთან და იაპონიასთან უნდა მიეცეთ კიდევ ცოტა თამაშის საშუალება. შემოდგომის ტესტებზე კი მათი ყოფნა იტალიასთან აუცილებლობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ მათი გამოცდილება და საერთაშორისო ავტორიტეტი დამრთგუნველად იმოქმედებს მოწინააღმდეგეზე და პრინციპულ თამაშებში (მსოფლიო ჩემპიონატის) ჩათვლით მათი გამოჩენა ეროვნულ ნაკრებში, თუნდაც შეზღუდული დროით ერთი-ორად აუწევს მოტივაციას ჩვენს ახალგაზრდებს.

21:37 | 12.03.2018
temuchin (431)

ყველაფერში გეთანხმები გარდა იმისა რომ სიჭინავა მოდებაძეზე ნელია, სწრაფი სირბილით ვერც მოდებაძე დაიკვეხნის სამწუხაროდ თორემ თავისუფლად მიითვლიდა ამ შემოდგომაზე ლელოს უელსთან.

19:22 | 12.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

კაი რომ ესპანეთი გაიქაჩა. მაყურებელი რამდენი იყო სტადიონზე. კაია ჩვენთვის, რადგან აზრი ექნება თამაშსს

16:14 | 13.03.2018
პანტელეიმონი (1218)

stripslashes((strlen('https://rugger.info/news/page2/19042')>0?'https://rugger.info/news/page2/19042':'https://rugger.info/news/page2/19042'))

გარდუვალია ესპანელების პროგრესი, როცა ასეთი აჟიოტაჟია მათ გარშემო.

19:21 | 12.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

ესპანეთთან თუ მოგება გაგვიჭირდა მომავალში, მაშIნ ესპანეტი უნდა მიიღონ 6 ერში. მათ უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვთ და უფრო დიდი მომავალი მაშინ

19:06 | 12.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ვუყურებ ესპანელების თამაშს და ძაან მაფიქრებს მომავალ წელს ესპანეთში რა ძნელი თამაში გველის. ესპანეთმა გერმანია ვარჯიშ ვარჯის დაამარცხა. ყველა ულამაზესი ლელოა ...
0?'>http://rugby.worldsport.ge/ge/page/7215_ragbi-evropis-chempionati-espaneti-germania-8410-video':'>http://rugby.worldsport.ge/ge/page/7215_ragbi-evropis-chempionati-espaneti-germania-8410-video'))

19:07 | 12.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ფიზიკაშიც ძაან მომატებული აქვთ

18:54 | 12.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

სად შეიძლება ვნახო თამაში რუსი კომენტატორებით?

18:52 | 12.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ძაან მაფიქრებს ესპანეთის გაძლიერება. მალე იტალიის დონის გუნდს შექმნიან ფულით, მორაგბეების ნატურალიზებით არგენტინიდან, საფრანგეთიდან... , თვითონ ქვეყანაშიც ბევრი ბავშვი ივლის რაგბზე.

17:23 | 12.03.2018
ilarioni (138)

ერთი ნაკლი აქვს ფაჩულიას, უფრო სწორად ორი, ასაკი და დისციპლინაში მოიკოჭლებს. ისე ხუმრობა არ ყოფილა კასტინგთან დაკავშირებით. არსებობს მსგავსი პრაქტიკა მაგ. შვიდკაცა რაგბში. გასაგებია განსხვავებული სპეციფიკაა, მაგრამ არც მეორე ხაზელს მოეთხოვება განსაკუთრებული მოედნის ხედვა და ფინტების კეთება. მთავარია ბოჭვები, ხტომა და მოკლე პასები ისწავლოს რაც მონდომების და ცოტა ნიჭის შემთხვევაში სრულად რეალურია. თუ უკეთესი იდეები გაქვთ კი ბატონო მივაწოდოთ რაგბის ფედერაციას

17:16 | 12.03.2018
ოვალური კორბენი (276)

ილარიონი
კალათბურთელი ახსენე და მეორე ხაზში საუკეთესო კანდიდატურა ფაჩულია იქნებოდა
მაღალია, ღონიერია, სარაგბო ილეთებს სრულყოფილად ფლობს თანაც სექტემბერში, როცა იაპონიაში მსოფლიო თასი გახურდება, ნბა-ში სეზონის დაწყებამდე დიდი დრო იქნება დარჩენილი

17:04 | 12.03.2018
ilarioni (138)

deqstera (78) გეთანხმები კვესელაძე დამავიწყდა, ბოდიშს ვიხდი. გასაგებია კოშაძე მაგრამ, ცოტა სათამშო დროს აძლევს და ისიც ბელგიის დარ გუნდებთან. ხომ მაგრამ კაჭი ვეღარ დარბის ხომ ხედავ და ორ წელში კიდევ უფრო ვეღარ ირბენს ამიტომ ახალგაზრდებს უნდა მისცე შანსი, თორემ მასე გამოსავალი არ ყოფილა მაშინ. დავიჯერო ფრუიძე ვერ შეუწყვილდებოდა კვესელაძეს ან თუნდაც კოშაძე დააყენოს და კაჭი შეცვლაზე შეიყვანოს ხოლმე. ვფიქრობ კოშაძემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ იმსახურებს უფრო მეტ სათამაშო დროს.

12:28 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

ნაკრების ძირითადი ცენტრი დღეს არის ბუკა და კაჭი, ის ვინც შეიძლება ცენტრში ბუკას შეუწყვილდეს არიან: თაზო, კოშა, კვესელა და ფრუი (არც მალაღურა დაივიწყო) იმის მიხედვით ფრთებზე როგორ მოგვარდბა პრობლემა დარჩება კაჭის შემცვლელი ცენტრში, რომლის ძირითადი "სქილი" საიმედო დავცვა უნდა იყოს ფიჯის გათვალისწინებით

20:14 | 12.03.2018
buratino (480)

კოშაძე შეიძლება შეტევაში კაჭიზე უფრო ეფექტური და სწრაფია, მაგრამ დაცვაში ვერ შეედრება! მსოფლიოზე ძირითადში თუ დააყენა ჰეიგმა, როგორ ფიქრობ, შეძლებს კი გაცილებით ძლიერ მეტოქეთა შემოტევების შეკავებას? ამიტომ, მე პირიქით მგონია - კაჭის ნაცვლად უნდა შევიდეს შეცვლაზე კოშაძე

16:03 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

მე არ მითქვამს კოშაზე მსოფლიოზე ბუაკასთან ტანდემში დადგება მეთქი: ვინც შეიძლება კაჭის გარდა ბუკას შეუწყვილდეს მეთქი, იმ დათქმით თუ რა მდგომარეობა იქნება ფრთებზე და მერე კაჭის აჯობოს დაცვაში

16:50 | 12.03.2018
deqstera (86)

სატატიის ავტორს ამ შემთხვევაში ლაპარაკი აქვს რუმინეთთან მატჩზე როგორც მივხვდი, რადგან მეორე ნომრის პრობლემაზე ისაუბრა (ბრეგვაძე უდიდეს გამოცდილებას იძენს), ხაზი გაუსვა 8 ნომერზე ბიწაძე-გორგაძის ტრავმებს, 9 ნომერზე ეჭვი მაქვს (უფრო იმედი) ლობჟანიძე და აფრასიძეც მეტს ითამაშებენ ტოპ 14ში. 10 ნომერზე კი ამბობს რომ ხმალაძე ფორმაში არარის და და ჯინჭველაშვილს ტრავმა აქვსო...

ilarioni
1. ასი პროცენტით გეთანხმები იმაში რომ ყველაზე დიდი პრობლემა 2 ხაზში გვაქვს და ამის გამოსწორების ერთადერთ გზად გორგოძის დაბრუნება და კოტესთან შეწყვილება იქნება! რაზეც სამწუხაროდ დიდი ეჭვი მაქვს რომ არმოხდება... ასე რომ ან ვინმე ახალგაზრდა უნდა გამოჩნდეს (სპანდერაშვილი მომწონდა ახალგაზრდულში), ან ლომიძე დაწიონ უკან (როგორც ვიცი ახალგაზრდულში უთამაშია აღნიშნულ პოზიციაზე)!
2. მიუხედავად მათიაშვილის გამოჩენისა, 15 ნომერზე მინიმუმ შემცვლელი გვჭირდება უკეთესი თუ არავინ გამოჩნდა.
3. 2 ნომერი შეიძლება პრობლემური არარის, მაგრამ მამუკაშვილი-ბრეგვაძე არ არიან ისეთი ძლიერი როგორც 1-3 ნომრები, ამიტომ ალხაზაშვილის იმედი მაქვს რომ მოუმატებს.
4. გორგაძე-ბიწაძის დაბრუნების გარდა 3ე ხაზში გაჩეჩილაძე გამოჩნდა, მაგრად უმატებენ ცუცქირიძე და გიორგაძე. ასე რომ 6-8 ნომრები შეიძლება დომინანტი არგვყავდეს ისეთი როგორიც გორგოძის დროს, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი გვეყოლება მსოფლიოზე.
5. 9 ნომერზე ვასკა და გელა არიან რომლებიც პროგრესირებენ და საკმაოდ აგრესიულები არიან, ერთმანეთისგან განსხვავებული სტილით. ბოლო პერიოდში ბეგაძემაც მოუმატა.
6. 10 ნომერზე ხმალაძე იმედია თავის საუკეთესო თამაშს უჩვენებს და გაგვახარებს, მაგრამ მალაღურაძე ნელ-ნელა შორდება გუნდს და არვიცი როგორ ფორმაში იქნება, ჯინჭველაშვილი ჭკვიანია მაგრამ ფიზიკურად ძალიან მოიკოჭლებს. ზემოთ თქმული სამეულისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად მე მაინც აბჟანდაძის იმედი მაქვს, იმედია ისე გაგვაოცებს როგორც ვასკამ შეძლო წინა მსოფლიოზე.
7. 15 ნომერზე დღეს არსებული შემადგენლობიდან მხოლოდ მათიაშვილის იმედი მაქვს, წიკლაურს გრანდებთან გაუჭრდება, მეკო კი ასაკში არის და ეს უკვე სუსტ გუნდებთანაც ეტყობა.
8. ხაზი ჩვენი სუსტი წერტილი იყო ხოლმე და ამჯერად შედარებით ძლიერი გვეყოლება. შარიქაძე-კაჭარავა შესანიშნავი ცენტრია, მოდის კვესელაძე რომელიც არის ჭკვიანიც და ძლიერიც, ასევე შეიძლება კოშაძის იმედი გქონდეს, ოღონდ ცენტრში და არა ფლანგზე! ცენტრისგან განსხვავებით გაჭირდება ფლანგებზე სადაც ერთ მხარეს იმედი მაქვს თაზო დაიკავებს და მის მხარეს პრობლემებს ნაკლებად ველოდები, ასევე ფლანგზე ჯობია ფრუიძის გამოყენებაც.

19:02 | 12.03.2018
buratino (480)

თითქმის ყველაფერში ვიზიარებ შენს მოსაზრებებს, გარდა პუნქტი 3-სა

13:40 | 13.03.2018
პანტელეიმონი (1218)

მეც ვერ დავეთანხმები მე-3-ე პუნქტს

16:40 | 12.03.2018
ilarioni (138)

ისე ერთი რამ გამოჩნდა ამ ბოლო წლებში. უკანა ხაზში ჰეიგი ახალგაზრდებს მაინცდამაინც არ სწყალობს, უფრო სწორად მოთამაშეებს ახალგაზრდული ნაკრებიდან. ერთადერთი მოდებაზე იყო, რომელზეც ვიფიქრე, რომ ალბათ ჩაჯდება ძირითადში მეთქი და იმანაც ტრავმა მიიღო და საბოლოოდ არ ვიცი დაიმკვიდრებს თუ არა ადგილს. ალბათ ჰეიგი მსოფლიოზეც ცენტურიონებით გასვლას ფიქრობს, რაც არ მგონია კარგი გადაწყვეტილება იყოს. არადა უკანა ხაზში ყოველთვის იყო კარგი მოთამაშეების დეფიციტი.

12:24 | 14.03.2018
GiorgiG83 (525)

9 - გელა 20 წლის
9 - ვასკა 22 წლის
10 - რეზი 22 წლის
11/14 - ფრუი 24 წლის, სიჭი 22 წლის, კოშა 21 წლის
12/13 - ბუკა და თაზო 24/24 წლის, კვესელაძე 21 წლის
15 - მირიანი 21 წლის, მათიაშვილი 24 წლის

ბექებში შედარებით უფროსები არიან:
10 - ხმალაძე
10/12 - მალაღურაძე
11/14 - თოდუა
15 - კვირიკაშვილი

ვის არ სწყალობს?

16:51 | 12.03.2018
deqstera (86)

კვესელაძე ახალგაზრდა არ არის?? ბოლო პერიოდში ხშირად ათამაშებს, ასევე თამაში უწევს კოშაძესაც... ამ ეტაპზე ვის ხედავ ვინც უნდა ათამაშო?? ერთიანად გაახალგაზრდავება არ შეიძლება

16:26 | 12.03.2018
ilarioni (138)

shalvinio (15)ისე სასწაული რჩევაა. კასკადი, ჯაჭვი ან რიგი მაინც გერჩია, უზუსტობების თაიგული მაინცდამაინც კარგი სიტყვათა წყობა ვერაა ჩემი აზრით

16:21 | 12.03.2018
ilarioni (138)

მოკლე მაგრამ სწორი ანალიზია. თამაშის ხარისხი ჩემი აზრით იყო კატასტროფულად ცუდი. ჩვენები არ გარბოდნენ დაცურების ეშინოდათ თუ რა ხდებოდა ვერ ვხვდები. ჩემი დიდი პატივისცემისა მეკოს და კაჭარავას და მათი ღვაწლის მიმართ საქართველოს ნაკრებისადმი და ზოგადად ქვეყნისადმი, მე პირადად ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოს ან ერთი ან მეორე ძირითადში. თუ მსფოლისოთვის ვემზადებით, რაც ბევრჯერ აღუნიშნავს ჰეიგს, ეს მოთამაშეები ხომ უკვე 35 წლისანები იქნებიან მაგ დროს და არც ისე საუცხოო ფორმაში არიან ეხლაც და მერე რა იქნება ვერ გეტყვით, რომ თუნდაც კოშაძე არ იმსახურებდეს ძირითადში დაწებას, რომ უფრო გამობრძმედილიყო 2019-ისთვის. ან თუნდაც მალაღურაძეს, რომ დაატარებს ხოლმე. ხომ არ ჯობდა ახალგაზრდებისთვის მიეცა უფრო მეტი სათამაშო დრო. გარდა ამისა მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მე-2 ხაზში გვაქვს. ვინაიდან არ ვიცით 2 წელში ნემსაძე თუ გვეყოლება კიდევ და მარტო კოტეს ამარად არ დავრჩეთ. სასწრაფოდ უნდა გამოვაცხადოთ კასტინგი მეორე ხაზელებზე. ან ვინმე კალათბურთელი დავიმატოთ, ცოტა რაგბის ავან-ჩავანი ვასწავლოთ და ახტომა და ბურთის დაჭერა კალათბურთელს არ უნდა შეეშალოს. 9 და 10 მართლაც გვაქვს პრობლემა, იმიტომ, რომ ერთ-ერთი რომ დაგვიშავდეს ან ფომაში არ იყოს არ სხვა მართლაც არ გვყავს. კდიევ არ მესმის ამ ფრუიძეს რატომ დაატარებს აქეთ-იქით. ჩემი აზრით იმსახურებს ნაკრებში თამაშს ჰეიგს კიდევ რაღაც ვერ გადაუწყვეტია.

16:21 | 12.03.2018
shalvinio (19)

სტატიის ავტორს.
გაგიკვირდებათ და "ბუკეტი" ქართულად თაიგულს ნიშნავს.

16:04 | 12.03.2018
ICEMAN (162)

2-8-9-10-15 პრობლემაო რომ წერთ ვერ დავეთანხმები, რეალურად 2 და 9 ნომრები ნორმალურია, უფრო 10, 14 და 15 ნომერია პრობლემატური. და მთავარი პრობლემა ისაა რომ დაკიდებულ ბურთებზე უიმედოდ ვმარცხდებით, რა გახდა ერთი კარგი მხტომელი რომელიც დაკიდებულ ბურთს მიყვება და მოსაგებად იბრძოლებს

0.105104