სიახლეები

17:45 | 10.03.2018 | ნანახია 4894 - ჯერ

საქართველომ რუსეთი მეორე ტაიმში გატეხა

საქართველოს ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში, კრასნოდარში რუსეთის დამარცხება მოახერხა.

“ბორჯღალოსნებისთვის” პირველი ნახევარი მძიმე გამოდგა: იური კუშნაროვმა სამი ჯარიმა გაგვიტანა, რასაც ანტონ ფეიქრიშვილის ლელოთი ვუპასუხეთ, რომელიც სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ტაიმი რუსებმა 9:7 მოიგეს.

მეორე ნახევარში საქართველომ თამაში გამოასწორა, დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს სამი უპასუხო ლელო გაუტანა, რომელთაგან სამი სოსო მათიაშვილმა გარდასახა, ხოლო ერთი მერაბ კვირიკაშვილმა ააცილა. გარდა ამისა, სოსომ ერთი ჯარიმაც გაიტანა - 9:29.

ქართველთაგან ლელოები გიორგი ნემსაძემ, მიხეილ გაჩეჩილაძემ და ანზორ სიჭინავამ დადეს.

შეხვედრის ვრცელი მიმოხილვა მოგვიანებით დაიდება


კომენტარები (26)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:07 | 12.03.2018
BEERTRANCE (1073)

საქმე ისაა მსოფლიოს მერე ალბათ მაინც დავემშვიდობებით მელიტონს, რაღაც არ მახსენდება ნაკრებებში 8 წელზე მეტი გაჩერებულიყოს მწვრთნელი. მარა აი მასზე მაღალი დონის მწვრთნელის და სტაფის მოყვანას შესაბამისი სახსრების მოძიება დაჭირდება და თუ გავწვდებით, თან არ დაგვავიწყდეს მელიტონა საქართველოში ცხოვრობს და რაგბის აკადემიასაც ეხმარება.

01:19 | 11.03.2018
meleksa (132)

მსოფლიო ჩემპიონატის მერე გვჭირდება კარგი კვალიფიციური და საერთაშორისო დონეზე გამოცდილი მწვრთნელი. მილტონმა ძალიან კარგი საბაზისო სამუშაოები ჩაატარა ჩვენს ნაკრებში და აკადემიაშიც, ამის დანახვა არ შეიძლება, უბრალოდ დროა უკვე ახალ ეტაპზე გადავიდეთ და შესაბამისად სხვა დონის მწვრთნელი გვესაჭიროება, რომელიც მსოფლიოს მერე თაობათა ცვლას არ გვაგრძნობინებს. მსოფლიოს მერე საკმაოდ ბევრი დატოვებს ნაკრებს ჩვენდა სამწუხაროდ, მაგ: მეკო, ნემსაძე, სუთიაშვილი, კაჭი, თოდუა, ხმალაძე, ბინგო, ანტონა.

23:50 | 10.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

ინგლისი რა ვავარჯიშეთ ასეთი

23:47 | 10.03.2018
ogafa (407)

ყოჩაღ წარმატებები

22:44 | 10.03.2018
dinamo222 (692)

ისე სიმართლე რომ ვთქვათ პირველ ტაიმში ისევ რაღაცა ექსპერიმენტებს მიმართა ჰეიგმა -ხელით თამაში ასეთ ამინდში სველი ბურთით! მაღალი აბრაგანები როცა ამ კომპომემტში 6 ერი კი არა მგონი ჩვენ ჯგუფშიც ყველაზე სუსტები ვართ! მერე როცა მოლით იყო დასადები ლელოები ბურთების უაზროდ გამოტანები და მეორე ტაიმში რომ ნახეს შეიძლება შარშანდელი რუმინეთთან სამარცხვინო წაგებასავით გამოგვსლოდა ჭკუაზე მოვიდა და თავისი თამაშის უფლება მისცა გუნდს !

22:17 | 10.03.2018
buratino (480)

მოკლედ რა უნდა ვთქვა როცა სათქმელი ბევრია, თუმცა ვეცდები ლაკონურობას. პირველ რიგში, მადლობა ჩვენს ბიჭებს გამარჯვებისთვის! ეს გამარჯვება, პირველ ყოვლისა, მოპოვებულია ცხონებული შალვა ტატუნაშვილის სულის უკვდავსაყოფად და კარგია, რომ ჩვენმა ლომკაცებმა ეს გააკეთეს (თუმცა თავიდან გვანერვიულეს). რაც შეეხება სუფთა სპორტულ მხარეს, წუნი და მინუსები საკმარისზე მეტი იყო და ახლა ამაზე წერა აქ არ მსურს. ერთი კი ფაქტია: თუ არ გავაუმჯობესეთ თამაში, რუმინეთთანაც გაგვიჭირდება და ვფიქრობ, დიდი იმედგაცრუება გვექნება
ნოემბერში იტალიაში. ამიტომაც საჭიროა ყველანი (მწვრთნელები,მოთამაშეები, ქომაგები და ა.შ.)
დავირაზმოთ. ჰოდა, მოგიწოდებთ ყველას: 18-ში "ეროვნული" უნდა გავავსოთ და მხურვალედ ვუქომაგოთ ჩვენს ეროვნულ გუნდს, რათა ვლახების მიერ შარშან ჩვენთვის წართმეული ანთიმოზ ივერიელის თასი და ტიტული უპირობოდ დავიბრუნოთ! შენ დაუკარ!

22:17 | 10.03.2018
dinamo222 (692)

ინგლისს მაგრა გამოადგა ჩვენთან "ვარჯიში " იმის მერე ზედიზედ ორ თამაში წააგეს და ჩემპიონობის შანსიც დაკარგეს DDD

21:41 | 10.03.2018
LApaata (115)

მადლობა ბიჭებს ღრუსებს ბოლოს მარა საკადრისი ადგილი მიუჩინის. მჯერა რუმინეთსაც იგივე დამართებენ, ჩვენ კი მადლობის ნიშნად სტადიონი უნდა გავავსოთ 18-ში.

21:33 | 10.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ყველას გილოცავთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას! მგონია ჰეიგზე აუგის თქმა არაა გამართლებული. 2019 წლის მსოფლიო თასის მერე ვნახოთ თუ რას მოილაპარაკებენ სრკ და ჰეიგი. არა მგონია ჰეიგზე უკეთესი მწვრთნელი წამოვიდეს საქართველოში (თუ დიდ ფულს არ შევთავაზებთ). რუსებმა კარგად გაანალიზეს ვინ მოიწვიონ მწვრთნელად და იქ ნაღდად გამოჩნდა როგორი დონის მწვრთნელები დათახმდებიან მეორე დონის გუნდების მწვრთნელობას. გთხოვთ გადახედოთ. ლონკს დავდებ.
0?'>https://rugger.info/russia/news/18724':'>https://rugger.info/russia/news/18724'))

21:07 | 10.03.2018
test (124)

ნუ გინდა არ გინდა ახალგაზრდებმა გამოცდილება უნდა აკრიფონ, 2019 წლის მერე ალბათ აღარც ნემსაძე გვეყოლება და აღარც სუთიაშვილი, ამიტომ ამ ბიჭებმა რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა უნდა აკრიფონ გინდა სახლში გინდა თავიანთ კლუბებში, არ ვამართლებ ბიჭებს,მაგრამ ამინდმაც თავისი დაღი დაასვა თამაშს პირველ ტაიმში ქარი ჩვენსკენ უბერავდა და პლუს სველი ბურთი, ნუ ასეა თუ ისე აქტივში მაინც ვერ ჩავიწერთ ბოლომდე ამ თამაშს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ტურნირი ჩვენი გუნდის საზომი მაინც არაა..

20:18 | 10.03.2018
GENESIS (49)

ბურჯებზე ვამახვილებთ ყურადღებას და ხშირად გვავიწყდება, რა მნიშვნელობა აქვს შერკინებაში მძიმე და გამოცდილ მეორე ხაზს. ჩემი აზრით,, გადამწყვეტი ფაქტორი სუთიაშვილის შესვლა და მისი ნემსაძესთან შეწყვილება იყო - ღერძი დავიკავეთ და მთლიანად ჩავამსხვრიეთ რუსთა ხერხემალი..

19:38 | 10.03.2018
tokageo (45)

პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისიც ბიჭებმა უპირობოდ ჩააგდეს. უფრო მგონია რო ზედმეტი თავდაჯერების ბრალია. თუმცა ბოლო 25 წუთი მშვენიერი საყურებელი იყო. ისევ ვიმეორებ ჰეიგზე მსოფლიოს დასრულებამდე ხელის ხლება არ შეიძლება, მერე კი ბატონო ახალი ლეველის მწვრთნელი გვჭირდება.
ისე მაინც მგონია, რომ ზაფხულისთვის გუნდი უკეთეს კონდიციებში იქნება და საშემოდგომოდ გავა წლის პიკზე, მაინც სამხრეთული ხალხი ვართ, სიცივეები და ყინვები არ გვიყვარს

00:57 | 11.03.2018
meleksa (132)

გავწვდებით ახალი ლეველის მწვრთნელის ჯიბეს? ეგაა საკითხავი

20:31 | 10.03.2018
meleksa (132)

გავწვდებით ახალი ლეველის მწვრთნელის ჯიბეს? ეგაა საკითხავი

00:51 | 11.03.2018
tokageo (45)

გიო ედი ჯოუნსმა 6 ერი წააგო და არ გამოაპანღურებენ საქართველოსკენ ნეტა? ჭკუაში დამიჯდა მაგრად. ისე მაგრად ვევასებით და იქნებ ფულზე არ გაღორდეს. ამ ოთხ წელიწადში იმდენს მისცემდნენ რომ პურის ფულზე არ იწუწუნოს

22:46 | 10.03.2018
tokageo (45)

გიო ედი ჯოუნსმა 6 ერი წააგო და არ გამოაპანღურებენ საქართველოსკენ ნეტა? ჭკუაში დამიჯდა მაგრად. ისე მაგრად ვევასებით და იქნებ ფულზე არ გაღორდეს. ამ ოთხ წელიწადში იმდენს მისცემდნენ რომ პურის ფულზე არ იწუწუნოს

21:17 | 10.03.2018
sabonis (74)

თუ 6 ერზე და ზოგადად ტოპ გუნდებში გარევაზე გვაქ პრეტენზია ძია უნდა გავწვდეთ.

19:36 | 10.03.2018
თორღვა პანკელი (387)

არგია ამჯერად კრასნოდარში ვასიამოვნეთ ნატაშას, მადლობა ბიჭებს! ამ თამაშში კიდე უფრო ცუდად კვითამაშეთ ვიდრე ესპანეთთან, მაგრამ მაინც 20-ი ქულით მოვიგეთ, თამაში რომ წაგვსვლოდა გერმანია ბელგიაზე უკეთესი დღე არ დაადგებოდა დათვის ბელებს. მეორე თამაშია უკვე ჩვენზე სუსტ მეტოქესთან ნერვიულობა გვიწევს გულშემატკივარს მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამ ტურნირზე ჩვენთან ყველა კბილებალესილი და ასმაგად მოტივირებული გამოდის სათამაშოდ, ჩვენ კი ჩვენზე სუსტ და კარგად ნაცნობ მეტოქეებთან არათუ თავს ვერ ვქოქავთ და მოტივაციაც არა გვაქვს, ყელში აქვთ ამოსული უკვე ბიჭებსაც და გულშემატკივარსაც ამ გუნდებთან თამაში. მეორე მხრივ სხვა გზა არა გვაქვს, აქა ვართ და სხვანაირად არ ძალგვიძს, უნდა ვითამაშოთ და რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ ყველას, რუსები ამ თამაშიდან რასაც ელოდნენ ეს ტრიბუნებზეც ჩანდა, რუსებზე მეტი ჩვენი გულშემატკივარი იყო სტადიონზე, მიუხედავად იმისა რომ რუმინეთზე 2 თავით მაღლა ვდგავართ მათთან ასეთი შეცდომები შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს, მითუმეტეს დანაკლისი უკვე თვალშისაცემია, ისეთი ლიდერი მორაგბეები გამოგვაკლდნენ როგორიც კოტე და ბუკაა, იმედია ქოქოსას სერიოზული არაფერი სჭირს და არ მიემატება ტრავმირებულებს. არა მგონია ჩვენმა ბიჭებმა ისეთი იფოკუსნიკონ რომ, ამ ტურნირის ბოლო და ასეთი მნიშვნელოვანი თამაშშის მოგება ვერ მოახერხონ, სახლში სავსე ტრიბუნების წინაშე, ლამაზი გამარჯვება მინდა ლაღი და უშეცდომო თამაშით, პატივს ვცემ რუმინეთს და რუმინელებს მაგრამ ყველას მინდა ვაჩვენოთ რომ რუმინეთი ჩვენი დონის გუნდი უკვე აღარაა, წარმატებები ბიჭებს, რაგბი ჩვენი თამაშია!

19:28 | 10.03.2018
DataN24 (215)

მეორე ტაიმმა ცოტა გამომიკეთა ხასიათი მაგრამ თამაშის ხარისხსით შორს ვართ ჯერ ოპტიმალურისგან, იმედია მსოფლიომდე შევალთ ფორმაში იმედია ჯანმრთელად იქნებიან ბიჭები, გორგაძე, ბიწაძე, შარიქაძე, მიქატუაძე, მჭედლიძე, ქუბრიაშვილი ყველა ზირითადის მოთამასედ მოიაზრება და ამ მხრივ დიდი ძალა შეგვემატება, მესამე ხაზში მამუკას შემდეგ ბურთის წამღები მაკლია თვალში ოთია იმედია ამ წელიწად ნახევარში მოუმატებს ასევე მღლეტელიც, ჩვენი მესამე ხაზელები ვერ ჩადიან ბურთზე სწრაფად, ამ თამაში კიდევ ერთხელ დაეტყოთ კლუნებში უთამაშებლობა რამდენიმე ლეგიონერს იმედია სიჭინავას და ხმალაძის ტრამვები არიქნება სერიოზული

18:46 | 10.03.2018
maxo_65 (458)

18-ში გავავსებთ სტადიონს იმედია, ეს იქნება ჩვენი მადლობა ბიჭების მიმართ...ასე მინდოდა დამეწერა...

18:44 | 10.03.2018
maxo_65 (458)

18-ში იმედია გავავსებთ სტადიონს, ეს იქნება
ჩვენი მადლობა ბიჭების მიმართ... სტადიონს

18:36 | 10.03.2018
LApaata (115)

პირველი ტაიმი ვერ აეწყო და საშინელი იყო, მარა ჩვენებმა კლასით მაინც დაჯაბნეს რუსები. ახლა ჰეიგძე ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ, მსოფლიომდე არც თუ ისე დიდი დროა.

18:29 | 10.03.2018
sanzona (19)

ზელანდიელები კი არა ვართ ყოველ თამაშზე ვიფრინოთ და ბურთს არ გავაკაროთ მეტოქე. ზოგს ჰგონია მსოფლიოში მარტო ჩვენა გვაქვს პროგრესი რაგბიში და დღეს რომ 10 ქულით მოვიგებთ, ხვალ 20-თ უნდა მოვიგოთ და ზეგ 30-ით. სხვებიც მუშაობენ, ფულს დებენ რაგბიში და ვითარდებიან. ჩვენ რომ ვვარჯიშობთ, ესპანეთი და რუსეთი ლობიოს ჭამით კი არ არიან დაკავებული/. ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩავატარებთ ვერც ჩვენ და ვერც ინგლისი და უელსი. ახალ მწვრთნელს რომ ითხოვთ რა დარწმუნებულები ხართ რომ ის ახლი მწვრთნელი უცბად შეეწყობა ქართულ რაგბის და ჰეიგზე უკეთეს შედეგს დადებს?

20:48 | 10.03.2018
dinamo222 (692)

რუმინეთთან ესპანეთთან და რუსეთთან ზუსტადაც ზელანდია უნდა ვიყოთ თუ გვინდა 6 ერშოი შესვლა! მაგ სამს თუ მოვუგებთ 40-40 60 ქულით მაშინ ცოტა აზრზე მოვლენ მსოფლიოს რაგბის მამები და გაიგებენ რომ უფრო მაღალ დონეზე უნდა გვათამაშონ !

21:04 | 10.03.2018
sanzona (19)

ცოტა მიწაზე დავეშვათ რა. 20 ქულით მოგება ცოტაა? ეგ ქვეყნები მოლდოვას და კვიპროსის დონის ხომ არ გგონია? მაგათი საკლუბო დონე და 7 კაცა რაგბის დონე შეადარე ჩვენსას/ ყოველთვის 49-0 -ს კი ვერ მოუგებ რუსეთს როგორც შარშანწინ. უელსმა მხოლოდ 6 ქულით მოგვიგო და მწვრთნელი კი არ გადაუყენებიათ

18:17 | 10.03.2018
maxo_65 (458)

ისეც რეკორდი დავუმყარეთ, ბონუსითაც მოვუგეთ და დიდი ანგარიშითაც

18:14 | 10.03.2018
maxo_65 (458)

მწვრთნელი ნამდვილად არ გვყავს ცუდი, ხელით თამაშიც ვისწავლეთ ასე თუ ისე, მაგრამ ჯობია რაც ვიცით ის განვავითაროთ...

18:13 | 10.03.2018
BEERTRANCE (1073)

ფიზიკურად დაჯაბნეს თანდათან და შეუსრულდა ბოლოსკენ

18:12 | 10.03.2018
ika13 (34)

არ იყო იდიალური მოგება, მაგრამ ვინც ამაში მარყო მწვრთნელის ბრალს ხედავთ მინდა გაგახსენოთ რას წერდით იგორ კოკოშკოვზე. რომ მან კალათბურთში მთელი თაობა ვერ გამოიყენა სათანადოდ და მისთანები. გახადა თუ არა მაგ კაცმა ჩვენს მერე სლოვენია ევროპის ჩემპიონი? მოეშვით მწვრთნელს. ყველა თამაშს 60-0 ვერ მოიგებ. ყველაფერი ხდება. უელსმა რომ ჩვენთან 6-13 ითამაშა, რამდენი კაცი გააგდეს გუნდიდან?

18:09 | 10.03.2018
dinamo222 (692)

მოკლედ ხელით თამაშში რუსებს ნაღდად ვერ ვვჯობივართ ვერანაირად ვერ ვისწავლეთ რაა და არანაირი წინსვლა არ გვაქვს ამაში @ და ისევ და ისევ ძალით და ჯიოგრით მოვიგეთ

18:02 | 10.03.2018
ალექსანდრე (27)

ახალი მწვრთნელი გვინდა

17:59 | 10.03.2018
maxo_65 (458)

მაპატიეთ უცენზურობისთვის, მაგრამ უნდა დავწერო.. მოვსტყანით დიდი რუსეთი რაგბში და არ დამიწყოს ვინმემ ახლა ესენი კაი რუსები არიანო და ისინი გლახაო...მადლობა ბიჭებო, ჩვენო მართლა საამაყო ხალხო, ჩვენო სინდის-ნამუსო, ღმერთი იყოს თქვენსკენ..

18:30 | 10.03.2018
LApaata (115)

20 წელია რუსებს მაგას უშვებით რაგბში ძმაო

18:07 | 10.03.2018
miriani (151)

და როდის არ მიგვისტყნია როო? :-D

18:12 | 10.03.2018
maxo_65 (458)

+1

17:53 | 10.03.2018
alfadhirhaiti (110)

მაინც მგონია რო ამოწურა თავი მწვრთნელმა და დროა გაუყენონ ზელანდიის გზას. მსოფლიოსთვის უფრო სხვა მწვრთნელი გვყავდეს ნეტა.

0.103985