ბორჯღალოსნები

18:07 | 14.02.2018 | ნანახია 4321 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: "ცალსახაა, რომ ერთობლივი ვარჯიში ორივე მხარეს გამოგვადგება"

ბორჯღალოსნები ორი დღეა ინგლისში იმყოფებიან და ინგლისთან ერთობლივ წვრთნებს მართავენ. ამ ინიციატივით ინგლისელთა ავსტრალიელი თავკაცი ედი ჯონსი გამოვიდა, თუმცა ვარჯიშები ისე დაიგეგმა, რომ სარგებელი საქართველოს ნაკრებსაც მიეღო.

ჯონსმა, როგორც თავად ამბობს „პლანეტის უძლიერეს შერკინებასთან“ ვარჯიშით კმაყოფილება უკვე გამოთქვა

ერთობლივი წვრთნით, განსაკუთრებით ჩვენი ხაზის მოთამაშეებისთვის, კმაყოფილი დარჩა მილთონ ჰეიგი:

„პირველი ერთობლივი ვარჯიშით ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს დიდი სარგებლის მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე ინგლისელებისთვის. გუშინდელი ვარჯიში კონკრეტულ კომპონენტებზე იყო კონცენტრირებული - შერკინება შერკინებაზე და ხაზი ხაზზე. ჩვენმა ბექებმა ინგლისელების წინააღმდეგ შეტევასა და დაცვაში ივარჯიშეს, რითაც ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ ისწავლეს“.

„ცალსახაა, რომ ერთობლივი ვარჯიში ორივე მხარეს გამოგვადგება. ჩვენთვის ის შესანიშნავი საშუალებაა მოვემზადოთ როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ასევე შემდგომი თამაშებისთვის. ორივე გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები ვთანხმდებით, რომ ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინეთ“.

ბორჯღალოსანთა ახალ ზელანდიელი თავკაცი ამბობს, რომ მეორე დღე კიდევ უფრო დატვირთული და საინტერესო იქნება:

„მეორე დღეს უფრო საინტერესო პროგრამა გველის. ვარჯიშები დაეთმობა მოლს და უშუალოდ ტაქტიკურ მონახაზებს, როგორც შერკინებაში, ასევე ხაზში“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:56 | 15.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მალე რიგი დადგება ჩვენს გუნდთან ერთად, რომ ივარჯიშონ
ა ბატონო
Молодежная сборная России отправилась в Грузию

Сборная России U18 проведет учебно-тренировочные сборы в Кутаиси.

Сборы стартовали15 февраля. Для участия в них главным тренером Виталием Сорокиным вызваны 34 игрока. Тренировки проходят в рамках подготовки сборной к Чемпионату Европы U18, который начнется 25 марта в Польше. Соперником России по четвертьфиналу является сборная Португалии.
0?'>https://rugger.info/news/18552':'>https://rugger.info/news/18552'))

22:53 | 14.02.2018
პანტელეიმონი (1218)

დარწმუნებული ვარ გაგრძელდება თანამშრომლობა ინგლისელებთან, ზოგადად ფასდაუდებელი რამ ხდება ქართული რაგბისთვის იმიჯური და სპორტული თვალსაზრისით ! ! !

20:05 | 14.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მომავალში თუ გაგრძელდება ეს თნამშრომლობა, ერთობლივი ვარჯიშები.

17:07 | 15.02.2018
GiorgiG83 (525)

მილტონ ჰეიგის პირობებში აღნიშნული ტენდენცია გამოიკვეთა კიდევ
პირველად იყო და ფიჯისტან გვქონდა ერთობლივი ვარჯიში, შემდეგ კვლავ ფიჯი და კანადასთან, ამჯერად ინგლისი

უბრალოდ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი, რომ თანამშრომლობა უნდა იყოს ურთიერთსასარგებლო და საპირწონე და არანაირად არ არის საჭირო საკუთარი კოზირები დაულაგო დღეს არსებულ ან უკვე ხვალინდელ კონკურენტებს თუ მათგანაც იგივეს - პროპორციულად ვერ მივიღებთ
პ.ს.
როგორც ომს არტილერია, ისე რაგბს იგებს შერკინება, ხოლო მიწოლა შერკინების რბილად რომ ვთქვათ არც ისე უმნიშნვლეო კომპონენტია


ინგლისი არც დღეს და არც ხვალ არ არის ჩვენი კონკურენტი, მარაგმ ფიჯიმ იაპონია, იტალია ნამდვილად არის და ვერც კანადის ან აშშ_ს ბექები ვერ შეგვძენს იმდენს რამდენიც შეიძLება ჩვენი შერკინებიდან მათ ისწავლონ

თუმცა ყველაფერი არ ისწავლება - სევე როგორც კუნძულელი ბექისგან რაღაცეებს ვერ ისწავლი, რადგან ეგ უბრალოდ გენეტიაა

დანარჩენისთვის კი...
არსებობს მასტერქარდი

20:05 | 14.02.2018
არჩილ სოხუმელი (484)

?????

19:44 | 14.02.2018
თორღვა პანკელი (387)

მაგარია! ძალიან მაგარი! რაგბი ჩვენი თამაშია!

0.092748