სიახლეები

15:40 | 8.02.2018 | ნანახია 2544 - ჯერ

სიახლე: რაგბის სტატისტიკა გაზეთ "მსოფლიო სპორტში"!!!

ქართველი ბორჯღალოსნები სრული დატვირთვით ემზადებიან ახალი სანაკრებო სეზონისთვის: შაბათს, 10 თებერვალს, ქუთაისის "აია-არენაზე", 14 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ესაა "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის 2018 წლის სეზონის სასტარტო მატჩი და გაზეთ "მსოფლიო სპორტის" რედაქცია გთავაზობთ ამ ჩემპიონატისა და სხვა პოპულარული საერთაშორისო, თუ ეროვნული ტურნირის სტატისტიკას. ამიერიდან, ყოველ პარასკევს, ჩვენი გაზეთის ნომერში წარმოგიდგენთ რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ექვსი ერის, რაგბის ჩემპიონატის (ყოფილი "ოთხი ერი"), სუპერ რაგბის, ჩემპიონთა თასის, ჩელენჯ კაპის, ინგლისის პრემიერშიპის, საფრანგეთის ტოპ 14-ის, პრო დ2-ისა და სხვა მნიშვნელოვანი ტურნირის ცხრილებსა და სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს.

გისურვებთ წარმატებებს!


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:50 | 08.02.2018
tengocie (60)

ძალიან კარგი იქნებს

19:19 | 08.02.2018
NIKA..01 (335)

მშვენიალურია

0.07567