პირველი ტაიმის დასკვნითი 10 წუთი "არმაზმა" მოედანზე კაცნაკლულად გაატარა, რითაც "ჯიქმა" კარგად ისარგებლა, სამი ლელოთი 21 ქულა აიღო და თამაშის ბედი გადაწყვიტა.
მატჩის დებიუტში დიტო კიკნაძემ ფეხით გადაიკიდა ბურთი, ის თავადვე მოხსნა და გიორგი წიკლაურს ხაზი გააჭრევინა. ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა შემტევს ილია სპანდერაშვილი წამოეწია და შეაჩერა. რეფერიმ მცველი მაღალი ბოჭვის გამო სინბინით დასაჯა, ხოლო მამუკა ნინიძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ გორელებმა ჯარიმები კარში აღარ ურტყეს, მაგრამ ვერც ლელო გაიტანეს, რადგან "არმაზი" თავს კარგად იცავდა.
"ჯიქი" შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდა და 30-ე წუთზე, მორიგი ჯარიმის შემდეგ, "არმაზი" მოედანზე მეორედ დარჩა კაცნაკლული. ამჯერად რეფერიმ გია ხარაიშვილი გაასინბინა და სტუმრებმა მეტობაში სამი ლელო გაიტანეს: 5-მეტრა შერკინებიდან ბურთი ფლანგზე ბოლომდე ჩაათამაშეს და იქ მეტობით ნიკა ბიწაძემ ისარგებლა; 37-ე წუთზე დევი დევსურაშვილმა ბოჭვა აირიდა და ბიწაძეს გადაცემა არ დაუგვიანა, რომელმაც მეორე ლელო გაიტანა; უკვე გაწითლებულ დროზე "ჯიქმა" სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და ფეხით ორჯერ თამაშის შემდეგ ლელო დიტო კიკნაძემ მიითვალა. ნინიძემ სამივე გარდასახა - 24:0.
მეორე ტაიმის თითქმის 30 წუთი გუნდებმა უქულოდ ჩაატარეს, მერე კი გორელთა კიდევ ერთმა უკანახაზელმა გამოიჩინა თავი. ნინიძემ მეტოქის გრძელი გადაცემა ჩაჭრა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. "არმაზმა" 3 წუთში გიორგი კვესელაძის ლელოთი უპასუხა, სულ ბოლოს ბექა გუგეშაშვილმა გადაცემა ჩაჭრა, მაგრამ სისწრაფე არ ეყო და "ჯიქმა" პრემიალური გამარჯვება მოიპოვა - 31:5.
28/01 @ 18.00 | ქ | სხვ | მ-წ *ფ | $ |
აია ქუთაისი | 43 | +160 | 10-1 | 3 |
42 | +114 | 09-2 | 6 | |
40 | +111 | 09-2 | 4 | |
ჯიქი გორი ^ | 33 | +52 | 06-4*1 | 7 |
33 | +103 | 06-4*1 | 7 | |
ხარები რუსთავი | 23 | -52 | 05-5*1 | 1 |
20 | -4 | 03-8 | 8 | |
არმაზი მარნეული | 15 | -85 | 02-8*1 | 5 |
9 | -155 | 02-9 | 1 | |
ბაგრატი ქუთაისი | 5 | -244 | 01-10 | 1 |
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !