შიდა რაგბი

14:33 | 29.01.2018 | ნანახია 1675 - ჯერ

დიდი 10: "აიამ" ლიდერობა დაიბრუნა
აია 22:9 აკადემია

ქუთაისის "აიამ" თბილისის "აკადემიას" მეორე ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაუტანა, მეტოქე ბონუსით, 22:9 დაამარცხა და წინა დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

თბილისელებმა პირველი ტაიმი, განსაკუთრებით მისი სადებიუტო ნაწილი კარგად ჩაატარეს, სწრაფი კონტრშეტევების შემდეგ სამი დასარტყმელი ჯარიმა გამოიმუშავეს და დავით მოძღვრიშვილმა სტუმრები 9:0 დააწინაურა. ეს საწყის 13 წუთში მოხდა, რის შემდეგაც "აკადემიამ" ქულის აღება ვეღარ მოახერხა.

ქუთაისელებმა პირველი ქულები ტაიმის გაწითლებულ დროზე აიღეს, გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმა გაიტანა. მეორე ტაიმში მათ ცვლილებებს მიმართეს, "აკადემიას" დაღლა დაეტყო და 58-ე წუთზე "აია" პირველად დაწინაურდა. გიორგი როხვაძემ თამაში ააჩქარა, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი აბრამიძე მცველებმა წითელ ზოლში შეაჩერეს, მაგრამ როხვაძემ რაქიდან ბურთი აიტაცა, მცველები გაიტყუა და შებრუნებული პასით ლელო ზურაბ ძნელაძეს გაატანინა. ბაბუნაშვილმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.

"აიამ" წნეხი გაზარდა, მეტოქის 22-ში დამკვიდრდა და ირაკლი ლუარსაბიშვილი სინბინით დაისაჯა, ერთ წუთში კი მოლი ლელოთი საბა ერემეიშვილმა დაასრულა. ერემეიშვილმა მატჩის მიწურულს მეორე ლელოც მიითვალა, რითაც ქუთაისელებს ბონუსი მოუპოვა, ბაბუნაშვილმა ორიდან ერთი გარდასახა და მატჩი 22:9 დასრულდა.

ამ მოგების შემდეგ "აიას" 43 ქულა გაუხდა და "ლოკომოტივს" ერთი ქულით გადაასწრო.

28/01 @ 18.00

სხვ

მ-წ *ფ

$

აია ქუთაისი

43

+160

10-1

3

ლოკომოტივი

42

+114

09-2

6

ლელო სარასენს

40

+111

09-2

4

ჯიქი გორი ^

33

+52

06-4*1

7

ბათუმი

33

+103

06-4*1

7

ხარები რუსთავი

23

-52

05-5*1

1

აკადემია

20

-4

03-8

8

არმაზი მარნეული

15

-85

02-8*1

5

არმია

9

-155

02-9

1

ბაგრატი ქუთაისი

5

-244

01-10

1

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:10 | 29.01.2018
თორღვა პანკელი (387)

აიას ვულოცავ, წინა კომენტარი ბათუმზე აქ შეცდომით დავწერე რაც მზიანი პახმელიის ბრალია და ბოდიშს ვიხდი.

18:48 | 29.01.2018
თორღვა პანკელი (387)

მაგარი გუნდი უნდა დადგეს ბათუმი! იმედია რაგბის მესვეურები ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის, არა მარტო ბათუმი, საერთოდ ჩემპიონატს ახლა სერიოზული მიხედვა სჭირდება, რამდენი ხანია რაგბის გულშემატკივარი ველით, როდის გამოიღებენ ქართველი ბიზნესმენები ტრ-ან ხელს და ისე დააფინანსებენ საქართველოს ჩემპიონატს და ქართულ კლუბებს, როგორც ამას ქართული რაგბი იმსახურებს.

17:34 | 29.01.2018
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

0.093042