საერთაშორისო

0:30 | 18.01.2018 | ნანახია 2186 - ჯერ

ბასტარო ჰომოფობიური შეძახილის გამო 3 კვირით დასაჯეს (+VIDEO)

საფრანგეთის ნაკრების და “ტულონის” შუამარბი მატიო ბასტარო, მსოფლიო რაგბიმ სამკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

29 წლის მორაგბეს კვირას, ჩემპიონთა თასის მე-5 ტურში “ბენეტონთან” მოგებული (36:0) მატჩის ბოლო წუთზე მეტოქესთან, სებასტიან ნეგრისთან შელაპარაკება მოუვიდა და ამ დროს ჰომოფობიური შეძალით მიმართა.

ზემოხსენებული ინციდენტის შემდეგ, ბასტარო გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს და ბევრმა მისი მკაცრად დასჯა მოითხოვა, თუმცა მან უმალ ბოდიში მოიხადა და შედარებით იოლად გამოძვრა. მსოფლიო რაგბის წესების მიხედვით, მსგავსი საქციელი მინიმუმ 6-კვირიანი დისკვალიფიკაციით ისჯება, თუმცა მატიო სწრაფად ბოდიშის მოხდამ გადაარჩინა.

ამრიგად, ბასტაროს 6 ერის გათამაშების გახსნითი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები 3 თებერვალს “სტად დე ფრანსზე” ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს.

ცნობისთვის, ბასტაროს საფრანგეთის ნაკრების რიგებში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა. მას შემდეგ 42 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 3 ლელო გაიტანა. მას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, “სამფეროვნების” მაისურით ორი წელი არ ჰქონდა ნათამაშები, თუმცა გასული წლის ნოემბრის ტესტებზე სამშობლოს დაუბრუნდა და 3 თამაშში მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:37 | 18.01.2018
ilarioni (138)

რა შტერია დედა შეეგინებინა და სასჯელსაც გადაურჩებოდა და დედის გინებაც შერჩებოდა კაკალივით, არ იცის რომ პიდარასტოს თქმა და დაშტერება, მიშტერება, ჩაშტერებეი დღეს დასჯადი ქმედებებია. ხალხო რა დროს ბასტაროა მემგონი ბათუმი თამაშობს, ხომ შაბათს, თუ მეშლება. კრასნი იარით რომ შეგვჭამეთ ერთი სიტყვა ბათუმზეც დაგცდეთ, რას შვრებიან, ცოცხლები არინა, განწყობა და რამე როგორია გუნდში, თუ ჩამოწერეთ უკვე, სასწაულია პირდაპირ

0.087259