გუშინაც დავწერეთ, რომ შაბათს გელა აფრასიძეს “მონპელიეს” ძირითადი გუნდის რიგებში დებიუტი ექნებოდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქართველი მორაგბე “ექსეტერ ჩიფსის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
ტოპ 14-ის ლიდერი ჩემპიონთა თასის მე-5 ტურის მატჩში ავივა პრემიერშიფის მოქმედ ჩემპიონს ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გასვლის შანსს შეინარჩუნებს. აფრასიძეს, რომელსაც ზემოხსენებულ მატჩში დებიუტი ექნება, ვერნ კოტერმა ჩემპიონთა თასის განაცხადში ორი დღის წინ დაამატა, რადგან გუნდის დანარჩენი ჰავბექები ტრავმირებულნი არიან და 19 წლის ქართველმა თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი მიიღო.
“მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს კიდევ ორი ქართველი: მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, ხოლო მარჯვენა ბურჯი დავით ქუბრიაშვილი კვლავ ტრავმირებულია.
შეგახსენებთ, რომ “ექსეტერ ჩიფსის” და “მონპელიეს” დაპირისპირება შაბათს საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
III პული
| ||||||||
1. | ლენსტერი | 4 | 4 | 0 | 0 | 98:60 | 18 |
|
2. | მონპელიე | 4 | 2 | 0 | 2 | 106:99 | 13 |
|
3. | ექსეტერ ჩიფსი | 4 | 2 | 0 | 2 | 76:79 | 9 |
|
4. | გლაზგო უორიორსი | 4 | 0 | 0 | 4 | 81:123 | 2 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გელა, აბა შენ იცი, წარმატებას გისურვებ ! ! !
სასიხარულოა რომ შანსი მიეცა და დარწმუნებული ვარ, რომ გელა ამ შანს გამოიყენებს. წარმატებები!!
ჩინებული შანსი მიეცა, იმედია გამოიყენებს.
ეს არის რასაც ჰქვია შანსი ზეციდან, ემინემის 8 მილი გამახსენდა. მიდი გელა ჩათვალე საკვანძო ეტაპზე ხარ. რაც მთავარია ფსიქოლოგია უნდა აჩვენო ამ უდიდესი წნეხის ქვეშ. მე მჯერა შენი!