საქართველოს ნაკრების ჰავბექები, გელა აფრასიძე და ვასილ ლობჟანიძე ევროთასების მოახლოებულ მატჩებში ითამაშებენ.
ტოპ 14-ის მე-15 ტურის თამაშში “მონპელიემ” “სტად ფრანსეს” უმასპინძლა და 28:16 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დაშავდა მასპინძელთა 9 ნომერი ბენუა პაიოგი. გარდა ამისა, ტრავმირებულია კიდევ ერთი ჰავბექი რუან პიენაარი და ამ ამპლუაზე ჯანმრთელი ენცო სანგაღა დარჩა. შესაბამისად, ტოპ 14-ის ლიდერის მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა ჩემპიონთა თასის განაცხადში გელა აფრასიძის დამატება გადაწყვიტა, რომელიც აქამდე ძირითად გუნდში არ გამოჩენილა და ესპუარებში თამაშობდა.
ჩემპიონთა თასის მე-5 ტურის მატჩში, “მონპელიე” შაბათს გასვლაზე “ექსეტერ ჩიფსს” დაუპირისპირდება.
რაც შეეხება მეორე სასიამოვნო სიახლეს, ფრანგული პრესის ცნობით, “ბრივის” ჰავბექმა ვასილ ლობჟანიძემ ტერფის ტრავმა მოიშუშა და შაბათს ჩელენჯ ქაფზე “ოიონას” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძემ დაზიანება ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში, აშშ-სთან მოგებული შეხვედრის დასაწყისში მიიღო და თამაშს ამ დრომდე ვერ ახერხებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებულ თამაშს ვუსურვებ გელას და ვასკას ! ! !
იმედია გამოიჩენენ თავს.
კარგი ამბებია, იმედია ჩვენი ბიჭები თავს გამოიჩენენ
სასიხარულო ინფორმაციაა, ვასკას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, გელას კი დიდი შანსი ეძლევა თავის გამოჩენის.