ლეგიონერები

2:00 | 9.01.2018 | ნანახია 2097 - ჯერ

ილია კაიკაციშვილი პრო დ2-ის მე-18 ტურის სიმბოლურში მოხვდა

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ “მიდი-ოლიმპიკმა” პრო დ2-ის მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა “მასის” ქართველი ბურჯი ილია კაიკაციშვილი. მისმა გუნდმა პარასკევს საკუთარ მოედანზე “გრენობლი” დამაჯერებლად 37:14 დაამარცხა, ხოლო მასპინძელთა პირველმა ხაზმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ ორივე ბურჯი და კვაჭი სიმბოლურში მოხვდნენ. ილიამ 64-ე წუთამდე ითამაშა.

24 წლის მარჯვენა ბურჯი, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისური ჯერ არ მოურგია, პრო დ2-ის კვირის გუნდში მე-16 ტურის შემდეგაც მოხვდა.

კაიკაციშვილის “მასის” 36 ქულა აქვს (8 მოგება და 10 მარცხი) და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:49 | 09.01.2018
თორღვა პანკელი (387)

ყოჩაღ ილია! კარგი იქნებოდა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თუ გამოცდიდა მელიტონა ბელგიასთან ან გერმანიასთან.

20:43 | 09.01.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

15:59 | 09.01.2018
temuchin (431)

წარმატებები ილია!

0.086849