საერთაშორისო

23:54 | 3.01.2018 | ნანახია 2083 - ჯერ

ცუდი ამბები უელსის ნაკრებში

6 ერის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, უელსის ნაკრებში რამდენიმე ცუდი სიახლე მოხდა. ტრავმირებულნი არიან: მესამეხაზელი დენ ლიდიეტი, ფრთები ჰალამ ამოსი და ჯორჯ ნორთი.

როგორც ირკვევა, ლიდიეტის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია, დაახლოებით ორი თვე ვერ ითამაშებს და ზემოხსენებული ტურნირის გამოტოვება მოუწევს. რაც შეეხება გარემარბების დაზიანებას, ისინი შედარებით მსუბუქად არიან დაშავებულნი და დიდი ალბათობით, მხოლოდ 6 ერის საწყისი შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ 6 ერის 3 თებერვალს აიღებს სტარტს და გახსნით მატჩში უელსის ნაკრები “ფრინსიფალითი სთედიუმზე” შოტლანდიას უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111884