“გლაზგო უორიორსმა” ცოტა ხნის წინ მძიმე დანაკარგი განიცადა: შოტლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მგეზავმა ფინ რასელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა და მომავალი სეზონიდან “რასინგ 92”-ში ითამაშებს. სამაგიეროდ, რამდენიმე დღის წინ კლუბმა ძალიან კარგი ამბები გააჟღერა – შოტლანდიის ნაკრების ორმა მოთამაშემ გლაზგოელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მეორეხაზელმა ჯონი გრეიმ და კვაჭმა ფრეისერ ბრაუნმა პრო 14-ის ლიდერთან ხელშეკრულება 2020 წლამდე გაახანგრძლივეს.
23 წლის გრეი “გლაზგო უორიორსში” 2012 წლიდან თამაშობს და 79 მატჩში 9 ლელო აქვს გატანილი, ხოლო 28 წლის ბრაუნი შოტლანდიურ ფრანჩიზში 2013 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 68 ჩატარებული შეხვედრა და 5 დადებული ლელოა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია