ლეგიონერები

23:51 | 7.12.2017 | ნანახია 2606 - ჯერ

ტურის წინ: ქართველები ევროტურნირებზე

გაგაცნობთ იმ ქართველი მოთამაშეების ვინაობას, რომლებიც 8 დეკემბერს ევროპის ჩემპიონთა თასზე და ჩელენჯ ქაფზე მიიღებენ მონაწილეობას.

ჩემპიონთა თასი, III ტური

23:45 გლაზგო უორიორსი – მონპელიე

პრო 14-ის ლიდერი ტოპ 14-ის მეორეადგილოსანს უმასპინძლებს და ძალიან საინტერესო შეხვედრა უნდა ვიხილოთ. თუ კლუბები შიდა ჩემპიონატში მშვენივრად გამოიყურებიან, ჩემპიონთა თასზე ჯერჯერობით სუსტად ასპარეზობენ და ორიდან ორი წაგება აქვთ. ფრანგების ძირითად შემადგენლობაშია მიხეილ ნარიაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე თადარიგშია, ხოლო დავით ქუბრიაშვილი ტრავმირებულია.

III პული

1.

ლენსტერი

2

2

0

0

58:35

10

2.

ექსეტერ ჩიფსი

2

2

0

0

51:39

8

3.

მონპელიე

2

0

0

2

41:51

3

4.

გლაზგო უორიორსი

2

0

0

2

33:58

0

ჩელენჯ ქაფი, III ტური

23:30 დრაგონსი – ენისეი

უელსური ფრანჩიზი რუსულ კლუბს დაუხვდება და უპირობო ფავორიტად ითვლება. ისინი წინა ტურში უკვე ეთამაშნენ ერთმანეთს და “დრაგონსმა” გასვლაზე 7-ქულიანი სხვაობით იმარჯვა. “ენისეის” სასტარტო შემადგენლობაში არიან დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე.

I პული

1.

ნიუკასლი

2

2

0

0

53:47

9

2.

ბორდო

2

1

0

1

77:38

6

3.

დრაგონსი

2

1

0

1

55:53

6

4.

ენისეი

2

0

0

2

38:85

1

23:00 აჟენი – პო

“აჟენის” ორივე ძირითადი ბურჯი ქართველია: გიორგი თეთრაშვილი და ვახტანგ ახობაძე, ხოლო უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე ჩელენჯ ქაფის განაცხადში საერთოდ არაა შეყვანილი.

III პული

1.

პო

2

2

0

0

65:54

8

2.

გლოსტერი

2

1

0

1

82:43

6

3.

აჟენი

2

1

0

1

61:71

5

4.

ძებრე

2

0

0

2

43:83

1


23:00 სტად ფრანსე – კრასნი იარი

პირველ ტურში “კრასნი იარმა” საკუთარ მოედანზე “სტად ფრანსე” დაამარცხა და ხმაურიანი სენსაცია დააფიქსირა. ახლა კი, ფრანგებს რევანში სწყურიათ და შეეცდებიან, რომ მეტოქეს საკადრისი პასუხი გასცენ. ქართველები ორივე გუნდის შემადგენლობაში არიან. მასპინძელთა მარქაფაშია გიორგი მელიქიძე, ხოლო რუსული კლუბში შუამარბის პოზიციაზე “ბორჯღალოსნების” ლაშა მალაღურაძის და გიორგი ფრუიძის დუეტი გაირჯება, ასევე სასტარტოში არიან რუსული პასპორტის მქონე ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები, ვეტერანი ბურჯი მიხეილ წიკლაური კი თამაშში მარქაფადან ჩაერთვება.

IV პული

1.

ედინბურგი

2

2

0

0

110:28

10

2.

ლონდონ აირიში

2

1

0

1

58:44

5

3.

კრასნი იარი

2

1

0

1

48:102

5

4.

სტად ფრანსე

2

0

0

2

36:78

2


გეტყვით, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს “ტულუზას” და “ლიონის” დაპირისპირება. სტუმართა თადარიგშია გურამ პაპიძე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078934