სიახლეები

17:08 | 7.12.2017 | ნანახია 2709 - ჯერ

ბათუმის მეტოქე - იტალიური ვიადანა

ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" მესამე მატჩს "ბათუმი" იტალიაში, 6-ათასიანი ტევადობის "ლუიჯი ძაფანელაზე" "ვიადანას" წინააღმდეგ გამართავს. თამაში 9 დეკემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ჯგუფში ლიდერობას შეინარჩუნებს და ფლეი ოფს მიუახლოვდება. ამის შანსი საკმაოდ დიდია, რადგან "ბათუმი" ოქტომბერში იტალიური რაგბის ერთ-ერთ ფლაგმან "როვიგოს" ტოლსწორად ეთამაშა და შინ 2 ქულით დაბრუნდა, ხოლო "ვიადანა" შიდა ასპარეზსა თუ ევრო ტურნირებში შედეგიანობით არ გამოირჩევა.

"ვიადანა" 1970 წელს დაარსდა და მანტუას პროვინციაში, ლომბარდიაში ბაზირებს. გუნდმა იტალიური რაგბის ელიტამდე ყველა ეტაპი გაიარა. ის მეხუთე დონის სერია „დ“-ში ჩაერთო და ყველა საფეხურის გავლით, 1998-99 წლების სეზონში სერია „ა“-ს საგზური მოიპოვა. პირველივე წელს გუნდმა იტალიის თასი მოიგო და ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, მომავალ წელს მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2002 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მომდევნო წელს "ვიადანა" ჩემპიონი ვერა, მაგრამ თასის მფლობელი გახდა.

"ვიადანა" ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელსაც დღემდე ევრო ტურნირის ფინალში უთამაშია. 2004 წელს ის მაშინდელი მესამე დონის, "კონტინენტის ფარის" ფინალში "მონპელიეს" შეხვდა და 19:25 დამარცხდა. გუნდმა ქვეყნის თასი მესამედ 2007 წელს მოიპოვა.

2010 წელს "ვიადანას" ბაზაზე "აირონი" დაარსდა, რომელიც რეგიონის ნაკრები იყო და მაშინდელ "კელტთა ლიგაში" (ამჟამად პრო 14) ჩაერთო. ამ პერიოდში "ვიადანას" მხოლოდ 20-წლამდელთა და სამოყვარულო გუნდი დარჩა, თუმცა 2012 წელს "აირონს" ლიცენზია შეუჩერეს, რეფორმირების შედეგად "ვიადანა" პროფესიონალურ კლუბად გარდაიქმნა და 2013/2014 წლების სეზონში ჩელენჯ ქაფზე ითამაშა. 2015 წელს გუნდმა უკვე ევროპული რაგბის "კონტინენტის" ფარზე ითამაშა, შედეგი ორი სეზონი ჩაუვარდა და ამ ტურნირს წელს დაუბრუნდა.

ყვითელი და შავი ფერებით მოთამაშე გუნდმა, წლევანდელი "კონტინენტის ფარის" პირველ ტურში პორტუგალიის ჩემპიონს, ლისაბონის უნივერსიტეტს უმასპინძლა და 14:19 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში "კალვიზანოს" ეწვია და იტალიური დერბი 14:41 დათმო.

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში "ვიადანამ", რომელიც ძირითადად ადგილობრივი მოთამაშეებითა დაკომპლექტებული, 4 თამაში მოიგო და ამდენივე წააგო. აღსანიშნავია, რომ "კონტინენტის ფარის" ჩათვლით, მან 7 თამაშიდან 6 წააგო. 2 დეკემბერს ის სტუმრად "პადოვას" ეთამაშა და 20:22 დამარცხდა. "ვიადანა" იტალიის ჩემპიონატში მე-5 ადგილს იკავებს (21 ქულა), ხოლო "კონტინენტის ფარზე" 1 ქულით ბოლო საფეხურზეა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:17 | 08.12.2017
BEERTRANCE (1073)

უშანსოდ არ არიან, მარა აი ეს ტრავმიანობაა ცუდი.

იმედია მოინდომებენ ბოლომდე, წარმატებები.

18:37 | 07.12.2017
თორღვა პანკელი (387)

აუცილებელია რომ მოუგონ, ვგულშემატკივრობ და წარმატებას ვუსურვებ ბათუმს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და გაგვახარებენ.

18:16 | 07.12.2017
GiorgiG83 (525)

არ ღირს მეტოქის დაუფასებლობა, მითუმეტეს ბათუმის ტრავმების ფონზე

იტალიის ჩემპიონატში ვიადანამ 8 თამაში ჩაატარა 4-0-4 - 21 ქულით, 198:188 ზე ქულათა ბალანსი
შინ 4 მატჩიდან 3 მოიგო 1 დათმო, გასვლებზე პირიქით
თუმცა მიუხედავად იმისა რომ ბოლო 5 ტურში (28/10/2017 დან) 4 წააგო და მხოლო ერთი მოიგო, სადაც წააგო ყველგან მცირე სხვაობით - ლამის ყოველ წაგებულ მატჩში 8ზე ნაკლები ქულით მარცხისთვის ბონუსს იწერს - ანუ მებრძოლი გუნდია
კონტინენტურ ფარზე სახლში პორტგალიელებთანაც 5 ქულით წააგეს, თუმცა კალვიზანოსთან აქ განადგურდნენ 41:14

სან დონას მოუგეს 29:20
ლაციოს მოუგეს 45:37
მოლიანოსაც მოუგეს 25:10
როვიგოსთან წააგეს 24:28
კალვიზანოსთან 17:19 დათმეს
რომასთანაც დათმეს 7:35
რეჯიოს მოუგეს 31:17
პეტრარკასტან წააგეს 20:22

0.083925