ლეგიონერები

16:15 | 4.12.2017 | ნანახია 2593 - ჯერ

ბექა ბიწაძის ლელო პრო დ2-ში (+VIDEO)

საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის მე-14 ტურის მატჩში "ნარბონმა" "ვანს" უმასპინძლა და 28:21 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში 8 ნომრის პოზიციაზე გაისარჯა "ბორჯღალოსანი" ბექა ბიწაძე, რომელმაც 28-ე წუთზე ლელოს გატანა მოახერხა. ბექამ 41-ე წუთზე მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა 47-ე წუთზე დაუბრუნდა მოედანს და ბოლომდე ითამაშა. სტუმართა 23-კაციან განაცხადში ვახტანგ მაისურაძე არ ყოფილა.

ორივე კლუბს 25-25 ქულა აქვთ და მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:25 | 09.12.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.108425