თბილისის ‘აკადემიამ’ ზედიზედ სამი თამაში მოიგო, აქედან ორი ბონუსით (14 სატურნირო ქულა) და დიდი შესვენების წინ ექვსეულს 3 ქულამდე მიუახლოვდა.
დიდი 10-ის მე-10 ტურის დასკვნით შეხვედრაში „მხატვრების“ უკანა ხაზმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რამაც არმიელთა ძლევა განაპირობა - 28:9. კვლავ გაიბრწყინა სოსო მათიაშვილმა, რომელმაც 23 ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა, კარგი იყო დავით მოძღვრიშვილი და მეორეხაზელი თორნიკე ზოიძე, რომელმაც მეტოქეს რაქებში მოსვენება არ მისცა და რამდენჯერმე ხაზიც შესანიშნავად გაჭრა.
‘არმია’ უპირატესობას ფლობდა შერკინებაში და მძიმე ფორვარდების ხარჯზე აპირებდა ფონს გასვლას, მაგრამ ‘აკადემიამ’ შეძლო სიტუაციის დაბალანსება. მერე მათ სისწრაფეები სათანადოდ გამოიყენეს და არაერთი ხიფათი შექმნეს, რომელთაგან სამი ლელოდ აქციეს.
ანგარიში მოედნის ცენტრიდან გატანილი ჯარიმით შავლეგ მახარაშვილმა გახსნა, თუმცა მომდევნო ეპიზოდებში ‘არმიამ’ ლელოზე თამაში ირჩია და ალბათ, შეცდომაც დაუშვა. ‘აკადემიამ; სიჩქარეები მე-15 წუთიდან ჩართო და რამდენჯერმე ლელოსთან ძალიან ახლოს იყო. მართალია 36-ე წუთამდე ეს ვერ მოხერხდა, თუმცა ‘არმიამ’ იერიშები მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე მოიგერია და მათიაშვილმა სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა, ხოლო შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე ხაზი გაჭრა, ტრიალის შემდეგ ჯიმი ღამბაშიძეს საოცარი ოფლოუდი გაუხერხა და სოსოს გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დაფიქსირდა - 16:3.
შეხვედრა ‘არმიელების’ შეტევებით განახლდა და 10 წუთში მახარაშვილმა ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა. 53-ე წუთზე ‘აკადემიამ’ მორიგი აფეთქებით უპასუხა, მათიაშვილმა ბრწყინვალედ გაჭრა ხაზი, იოანე ხელაიასთან ბურთი გაითამაშა და შეხვედრაში თავისი პირველი ლელო მიითვალა, რასაც ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. მატჩის მიწურულს ‘არმიელებმა’ შეტევაში დაკარგეს ბურთი, ის მათიაშვილმა აიტაცა და დაახლოებით 70-მეტრიანი გარბენი ლელოთი დაასრულა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა და საკუთარ გუნდს დამატებითი ბონუსი შესძინა - 28:9.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სოსო, ქართული რაგბის იმედი ხარ ! ! !
სოსოს ოფლოუდიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!
ბრავო სოსო...უმატებს ეს ბიჭი და ბევრად უფრო სახიფათო ხდება....ძალიან მაგარი ამბავი გაოფიციალურდა....ჯაბა ბრეგვაძე სუპერ რაგბში ითამაშებს!!!!იაპონურ სანვულვზში გადავიდა....მართლა ძალიან მაგარი ამბავია და იმედია ეს გზაც გაიხსნება ქართული რაგბისთვის მითუმეტეს უკანახაზელებისთვის....სოსო და რამოდენიმე უკანახაზელი რომ გადავიდეს მსოფლიოსთვის საოცარი გუნდი გვეყოლება....მაგრამ სუპერ რაგბში ქართველი უკანახაზელების ჩართვა ცოტა არა ძალიან რთულია პრაქტიკუად შეუძლებელიც იქაურ უკანახაზელებს ვერ გაუწევენ კონკურენციას....ამიტომ იმედია ფრანჩიზს ჩამოაყალიბებენ და რომელიმე ტურნირში ჩაერთვებიან