შოტლანდიის ნაკრების ჰავბექი ალი პრაისი “გლაზგო უორიორსში” რჩება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 24 წლის 9 ნომერმა კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.
ინგლისში დაბადებული მორაგბე “გლაზგო უორიორსში” 2013 წელს გადავიდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 48 მატჩში 8 ლელოს გატანა მოახერხა. შოტლანდიის ნაკრებში კი დებიუტი გასულ ნოემბერს საქართველოსთან მოგებულ (43:16) მატჩში ჰქონდა. მან 10 სანაკრებო კეპის მოხვეჭა მოასწრო და მეტოქეები ორჯერ დაალელოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ადმინამ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და ძალიან საინტერესო ინფოები დადო უკვე მადლობა ამისთვის შოტლანდიელებს ძალიან მაგარი 9 ნომრები ყავთ ეს და ლეიდლოუ ნუ ლეიდლოსნაირი 9 ევროპაში არავის არ ყავს ლეიდლოუს მერე ჩემი აზრით კონორ მარი მოდის ყოველთვის მიკვირდა მარი თავისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე ჰავბეკად როგორ თამაშობს საერთოდ ვინმე არის დღეს მსოფლიოში მარისნაირი ფიზიკის მქონე 9 ნომრები.