საერთაშორისო

10:00 | 23.11.2017 | ნანახია 7310 - ჯერ

იტალია 6 ერში: რატომ მიიღეს და რა შემატა?

6 ერის ჩემპიონატზე საქართველოში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ტურნირი რომ უმაღლესი დონისაა და ევროპაში საუკეთესოა, ამას ჩემი თქმა რად უნდა, მაგრამ მხედველობაში სხვა რამ მაქვს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქართველოში უცხოური რაგბი მთლად პოპულარული ვერაა, როგორც მაგალითად ფეხბურთი, თუმცა ამას სხვა, ბევრი პლუსები აქვს: ქართველი ქომაგები რაგბის ირგვლივ, უმეტესად მხოლოდ ერთი გუნდის გარშემო ტრიალებენ და ეს საქართველოს ნაკრებია. შესაბამისად, რაც უფრო კარგად თამაშობს ჩვენი გუნდი, მატულობს ინტერესიც ამ სპორტისადმი. გაცილებით მეტი ბავშვი იწყებს თამაშს, ვიდრე თუნდაც ხუთი წლის წინ, ხოლო კიდევ უფრო ბევრი ადამიანი რაგბის ნიუანსებში ერკვევა და მათ ცხოვრებაში ეს სპორტი სათანადო ადგილს იკავებს. შესაბამისად, საქმეში ოდნავ ჩახედული ქართველი გულშემატკივრისთვის, 6 ერის თემა უკვე მუდმივი ხდება. ქომაგი რაც დრო გადის უფრო მეტად დარწმუნებულია, რომ “ბორჯღალოსნები” ევროპის საუკეთესო ტურნირში მონაწილეობას იმსახურებენ და ამას უკვე ხმამაღლა მოითხოვენ.

უელსთან ტესტ-მატჩმაც დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ტიერ 1-ის გუნდებს და მათთან ხშირად თამაშის შემთხვევაში, ეს სხვაობა კიდევ უფრო ნაკლებ დროში აღმოიფხვრება. თუმცა, გასათვალისწინებელი გვაქვს ერთი რამ, რაგბი ძალიან კონსერვატიული სპორტის სახეობაა, სადაც ძლიერი გუნდები შედარებით სუსტებთან თამაშს ამრეზით უყურებენ და არ კადრულობენ. ამის ლოგიკური შედეგია, რომ დღეს არსებული 200-მდე სახელმწიფოდან რაგბის მაღალ დონეზე თამაში დაახლოებით 20 გუნდს შეუძლია, ან სულაც უფრო ნაკლებს. დიახ, რაგბი ისეთი სპორტია, სადაც წინსვლისთვის მუდამ საჭიროა ძლიერ გუნდთან თამაში, მაგრამ ბობოლებს ეს ნაკლებად ადარდებთ.

შესავალი ცოტა გაგვიგრძელდა და საქმეზე გადავალთ. გადავხედოთ 6 ერის ჩემპიონატის ისტორიას: ტურნირი შორეულ 1883 წელს შეიქმნა და თავდაპირველად მონაწილეობას მხოლოდ ოთხი გუნდი იღებდა – ინგლისი, ირლანდია, უელსი და შოტლანდია. გათამაშება 1910 წელს გაფართოვდა, საფრანგეთის ნაკრები დაემატა და 5 ერი გახდა. მომდევნო ბინადარს კი ჩემპიონატში მიღებამდე 90 წელი მოუწია მოცდა, საუბარია იტალიის ნაკრებზე, რომელიც 5 ერში 2000 წელს მიიღეს და შემდეგ ტურნირს 6 ერის ჩემპიონატი ეწოდა. დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ გათამაშება კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს, ხოლო ზოგიერთის აზრით, 6 ერის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შორის გადათამაშება უნდა დაწესდეს. 6 ერის უკანასკნელ ორ გათამაშებაში ბოლო ადგილზე იტალიის ნაკრები გავიდა და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ვინმეს ჩანაცვლებაა საჭირო, სწორედ “აძურია”. ამიტომაც, დღევანდელ სტატიას სწორედ იტალიის ნაკრებს მივუძღვნით და ამ გუნდის შედეგებზე ვისაუბრებთ.

როგორც ვთქვით, იტალია სარაგბო ელიტას 2000 წელს შეუერთდა. “აძური” იქამდე დღევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა, რომელიც 1936 წელს დაარსდა და ფირას ტურნირი ეწოდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო ეს ტურნირი 1938-1952 წლებში არ ჩატარებულა, ხოლო შემდეგ ახალი სახელით დაბრუნდა – რაგბის ევროპის თასი, თუმცა ორ წელიწადში ტურნირმა კიდევ ერთხელ იცვალა სახელი და 1965-1973 წლებში ფირას ერთა თასი დაერქვა, 1974-1997 წლებში კი ფირას ჯილდო ეწოდებოდა.

ამ ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთის (სარეზერვო გუნდით თამაშობდა), იტალიის, რუმინეთის, საბჭოთა კავშირის, ესპანეთის, გერმანიის და პორტუგალიის ნაკრებები. იყვნენ აფრიკული გუნდებიც მაროკო და ტუნისი, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ტურნირს რუსეთი და საქართველო (ქვედა დივიზიონში) შეუერთდნენ.

თუ გადავხედავთ ფირას ჯილდოს პერიოდს, ანუ 1973-1997 წლებს, აღნიშნული ტურნირი 18-ჯერ ჩატარდა, ფრანგებმა 13-ჯერ იჩემპიონეს, რუმინელებმა 4-ჯერ (უკანასკნელად 1982/82 წლების სეზონში), ხოლო იტალიამ ტიტულის მოპოვება ერთადერთხელ მოახერხა, ამ ტურნირის უკანასკნელ გათამაშებაში, 1995-1997 წლების სეზონში და შემდეგ “აძურის” ელიტის კარი გაუხსნეს.

პარალელი რომ გავავლოთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი, ხოლო შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატად წოდებული ტურნირი ზედიზედ 6-ჯერ, სულ კი 8-ჯერ მოიგო, თუმცა 6 ერის კარი ჩვენთვის კვლავ დაკეტილია და თუ მათი აღმასრულებელი დირექტორის ჯონ ფიჰანის ერთ-ერთ გამოსვლას გავიხსენებთ, ახალი გუნდი (ანუ საქართველო) საკუთარ შანსს 10-15 წლის განმავლობაში უნდა დაელოდოს, რაც რბილად რომ ვთქვათ, დიდი უსამართლობაა.

“აძურის” არც მსოფლიო თასზე გაუკეთებია ისეთი რამ, რაც “ბორჯღალოსნებმა” ვერ შეძლეს. იტალიელები ჯგუფიდან არასდროს გასულან. მათი საუკეთესო შედეგი ორი მატჩის მოგება და მე-3 ადგილია, თუმცა იტალიელებმა ამის გაკეთება პირველად 2003 წელს მოახერეს, ხოლო 6 ერში შესვლამდე, მსოფლიო თასზე ორი თამაში არასდროს მოუგიათ. ქართველებმა კი 2015 წელს ორი მატჩი მოიგეს და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ინგლისშივე გაიფორმეს, მაგრამ 6 ერის შეფები საქართველოს მიმართ მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

იტალიას შეუძლია იმით დაიკვეხნოს, რომ 5 ერში დამატებამდე ტიერ 1-ის გუნდები რამდენჯერმე დაამარცხა, ხოლო საქართველომ ჯერჯერობით ვერა. თუმცა, ამასაც თავისი მიზეზები აქვს: მოდით გადავხედოთ სტატისტიკას, თუ რამდენჯერ შეხვდა იტალია პირველი ეშელონის გუნდს ელიტაში დამატებამდე და შემდეგ იგივე საქართველოზე გავაკეთოთ.

იტალია ტიერ 1-ის გუნდების წინააღმდეგ (2000 წლამდე)

ახალი ზელანდია - 4 მატჩი, 4 წაგება

მსოფლიო თასი, 22.05.1987 ახალი ზელანდია – იტალია 70:6
მსოფლიო თასი, 13.10.1991 ახალი ზელანდია – იტალია 31:21
ტესტ-მატჩი, 28.10.1995 იტალია – ახალი ზელანდია 6:70
მსოფლიო თასი, 14.10.1999 ახალი ზელანდია – იტალია 101:3

ინგლისი - 5 მატჩი, 5 წაგება

მსოფლიო თასი, 08.10.1991 ინგლისი – იტალია 36:6
მსოფლიო თასი, 31.05.1995 ინგლისი – იტალია 27:20
ტესტ-მატჩი, 23.11.1996 ინგლისი – იტალია 54:21
მსოფლიო თასის შესარჩევი, 22.11.1998 ინგლისი – იტალია 23:15
მსოფლიო თასი, 02.10.1999 ინგლისი – იტალია 67:6

ავსტრალია – 6 მატჩი, 6 წაგება

ტესტ-მატჩი, 22.10.1983 იტალია – ავსტრალია 7:29
ტესტ-მატჩი, 01.06.1986 ავსტრალია – იტალია 39:18
ტესტ-მატჩი, 03.12.1988 იტალია – ავსტრალია 6:55
ტესტ-მატჩი, 18.06.1994 ავსტრალია – იტალია 23:20
ტესტ-მატჩი, 25.06.1994 ავსტრალია – იტალია 20:7
ტესტ-მატჩი, 23.10.1996 იტალია – ავსტრალია 18:40

საფრანგეთი – 20 მატჩი, 19 წაგება და 1 მოგება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფირას მიერ შექმნილ ტურნირზე ეს გუნდები ერთად თამაშობდნენ. 2000 წლამდე ისინი ერთმანეთს 20-ჯერ დაუპირისპირდნენ და იტალიამ ერთადერთი შეხვედრა 1997 წელს ფირას ჯილდოს ფინალში მოიგო და 1995-1997 წლების გამარჯვებული გახდა.

ირლანდია – 5 მატჩი, 2 წაგება და 3 მოგება

31.12.1988 ირლანდია – იტალია 31:15
06.05.1995 იტალია – ირლანდია 22:15
04.01.1997 ირლანდია – იტალია 29:37
20.12.1997 იტალია – ირლანდია 37:22

10.04.1999 ირლანდია – იტალია 39:30

შოტლანდია – 3 მატჩი, 2 წაგება და 1 მოგება

14.12.1996 შოტლანდია – იტალია 29:22
24.01.1998 იტალია – შოტლანდია 25:21
06.03.1999 შოტლანდია – იტალია 30:12

სამხრეთ აფრიკა – 4 მატჩი, 4 წაგება

12.11.1995 იტალია – სამხრეთ აფრიკა 21:40
08.11.1997 იტალია – სამხრეთ აფრიკა 31:62
12.06.1999 სამხრეთ აფრიკა – იტალია 74:3
19.06.1999 სამხრეთ აფრიკა – იტალია 101:0

უელსი – 5 მატჩი, 5 წაგება

12.10.1994 უელსი – იტალია 29:19
16.01.1996 უელსი – იტალია 31:26
05.10.1996 იტალია – უელსი 22:31
07.02.1998 უელსი – იტალია 23:20
20.03.1999 იტალია – უელსი 21:60

გარდა ამისა, “აძური” 1978-1999 წლებში 7-ჯერ შეხვდა არგენტინის ნაკრებს, რომელსაც 3-ჯერ მოუგო, ამდენჯერვე დამარცხდა და ერთი შეხვედრა ფრედ ეთამაშა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში “პუმები” ტიერ 1-ის გუნდებს ნამდვილად არ მიეკუთვნებოდნენ და ელიტაში დასამკვიდრებლად კიდევ არაერთი წელი დასჭირდათ (3 ერს 2012 წელს დაამატეს).

ამრიგად, 5 ერში დამატებამდე ანუ 2000 წლამდე იტალიის ნაკრები გრანდს 52-ჯერ შეხვდა და მხოლოდ 4 თამაში მოიგო.

რაც შეეხება საქართველოს, “ბორჯღალოსნები” ტიერ 1-ის წარმომადგენლებს დღემდე 18-ჯერ შეერკინნენ და ყველა მატჩი წააგეს. გამოდის, რომ “აძურის” სამჯერ მეტჯერ ჰქონდა ნათამაშები, ვიდრე 5 ერის კარს გაუხსნიდნენ. საქართველოს ნაკრებსაც ასე ხშირად თამაშის საშუალება რომ ჰქონდეს, გაცილებით უკეთესი შედეგი ექნებოდა, რადგან წელიწადში ერთი ტესტი ასეთი დონის გუნდებთან საკმარისი არაა და იმხელა გამოცდილებას ვერ შესძენს გუნდს, რომ გრანდის დამარცხება მოახერხოს. უელსთანაც კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს გრანდებთან კარგად თამაში შეუძლია, თუმცა ეს კარგი თამაში ნელ-ნელა შედეგზეც უნდა აისახოს და სწორედ ამ შედეგს სჭირდება ტიერ 1-ის გუნდებთან სისტემატიურად თამაში.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებმა სპორტული თვალსაზრისით ის გზა გაიარა, რაც იტალიამ 5 ერში მიღებამდე. თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველოს ჯერ გრანდი არ დაუმარცხებია და “აძურიმ” ელიტაში მოხვედრამდე ეს შეძლო, მას აუცილებლად შევახსენებთ წამყვან გუნდებთან თამაშის სიხშირის სხვაობაზე ამ ორ ქვეყანას შორის და ასევე იმას, რომ “ბორჯღალოსნებს” ამ მხრივ მსოფლიო თასზე უკეთესი შედეგი აქვთ ნაჩვენები: 2 მატჩის მოგება უკვე შეძლეს ჯგუფში და იტალიამ ეს მხოლოდ 6 ერში თამაშის შემდეგ მოახერხა. განსხვავება მხოლოდ ფინანსებშია, იტალია რა დონის სახელმწიფოა ეკონომიკის მხრივ ეს ყველამ კარგად იცის და ამაზე საუბარს არ დავიწყებთ, ხოლო საქართველო ამ მხრივ დიდად ჩამოუვარდება იტალიას და 6 ერის ბოსებისთვის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი სწორედ ფინანსებია, რადგან 6 ერი კომერციული ტურნირია და ასეთ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ნელ-ნელა უცხოელ ქომაგსაც აინტერესებს და ამის დასტური ისიცაა, რომ კარდიფში, "ფრინსიფალითი სთედიუმზე" გამართულ შეხვედრას 55000 გულშემატკივარზე მეტი დაესწრო.

როგორც არაერთხელ ვახსენეთ, იტალია 5 ერს 2000 წელს დაემატა და ტურნირი 6 ერის ჩემპიონატად იქცა. და მაინც რა შემატა “აძურიმ” ამ გათამაშებას? იქცა თუ არა თავადაც გრანდად? შესაძლოა სუბიექტური ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვერა და აქაც ჩემს არგუმენტებს მოვიშველიებ, რომელსაც ზოგიერთი გულშემატკივარი დაეთანხმება და ზოგიერთი არა.

  • იტალიამ 6 ერში თამაშის შემდეგ ერთხელაც ვერ შეძლო მსოფლიო თასის ჯგუფიდან გასვლა.
  • “აძურიმ” 18 წლის განმავლობაში 6 ერში 85-ჯერ ითამაშა, საიდანაც მხოლოდ 12 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
  • აპენინის ნახევარკუნძულის ბინადარი 18 გათამაშებიდან 12-ჯერ ბოლო ადგილზე გავიდა და ხის კოვზის მფლობელი გახდა.
  • იტალიის საუკეთესო შედეგი 6 ერში მე-4 ადგილია, რომელიც 2007 და 2013 წლებში მოიპოვა.
  • მსოფლიო რაგბის რეიტინგში იტალია საქართველოს ნაკრებზე უკანაა.
  • ხშირ შემთხვევაში არ ივსება “სტადიო ოლიმპიკო”. მაგალითად, 2017 წლის 6 ერის ჩემპიონატში უელსთან დაპირისპირებას 40986 გულშემატკივარი დაესწრო, ხოლო ირლანდიასთან 50197. სხვა გუნდებს ეს პრობლემა არ აწუხებთ და საკუთარ სტადიონს 100%-ით ავსებენ. იტალიელთა ზემოხსენებულ ორ მატჩზე მეტი დასწრება კი, საქართველო – რუსეთის და საქართველო-რუმინეთის მატჩებზე დაფიქსირდა. ადვილი მისახვედრია, თუ რა მოხდება, როდესაც 6 ერის გუნდი ჩამოვა თბილისში.
  • მათ ბოლო ორი გათამაშება ისე დაასრულეს, რომ ქულაც კი ვერ მოიპოვეს, ხოლო 6 ერის უკანასკნელი 9 მატჩიდან ყველაზე მცირე 16-ქულიანი სხვაობით შოტლანდიასთან წააგეს (20:36) 2016 წლის 27 თებერვალს.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ იტალია ამ ტურნირში გამოკვეთილი აუტსაიდერია, სხვა გუნდებზე გაცილებით სუსტია და თუ რომელიმე მოწინააღმდეგეს ჩავარდნა არ აქვს, მათთან გამარჯვების შანსი თითქმის არ აქვს. ვფიქრობ, რომ ტურნირში შესვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები რამდენიმე წელიწადში იმაზე მეტს შემატებს 6 ერს, ვიდრე ეს იტალიამ მოახერხა. მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ მგონია, საქართველომ გათამაშებაში მიღებიდან 15 წელიწადში ისე წააგოს ვინმესთან, როგორც იტალია აგებს: მაგალითად 2017 წელს შინ ირლანდიასთან 10:63 წააგეს, 2016 წელს უელსთან გასვლაზე 67:14 განადგურდნენ. “აძური” კია კარგი გუნდი, მაგრამ ისეთი პროგრესი ნამდვილად ვერ აქვს, როგორსაც თავის დროზე მისგან მოელოდნენ და გრანდებს ნამდვილად ჩამოუვარდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს ნაკრები 6 ერში რომ მიიღონ, რამდენიმე წელიწადის შემდეგ რომელიმე გუნდთან სისტემატიურად დამარცხდება დიდი ანგარიშით? მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ...

ქართულ სარაგბო პუბლიკას დიდი ხანია სურს, რომ “ბორჯღალოსნებს” იტალიის ნაკრებთან თამაშის საშუალება მიეცეს. როგორც იქნა, ეს ამბავი მოხერხდა და გაისად შემოდგომის ტესტებზე “აძურის” ვეთამაშებით. მართალია სტუმრად, მაგრამ პირველ ეტაპზე ესეც ძალიან კარგია და მშვენიერი შანსი გვექნება დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ 6 ერში ყოფნას იტალიაზე არანაკლებად ან კიდევ უფრო მეტადაც ვიმსახურებთ.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ 6 ერის 2018 და 2019 წლების კალენდარი უკვე დამტკიცებულია. ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, რომ ყველა კარგი შესაძლებლობა სათანადოდ გამოვიყენოთ, 6 ერის ბოსებს სხვა გზა აღარ დავუტოვოთ და 2020 წლის კალენდარში ჩვენი ნაკრებიც იყოს ნახსენები!


კომენტარები (27)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:18 | 25.11.2017
shotai-olimpi (89)

6 ერში არ გვღებულობენ გასაგებია, არასერიოზულ მიზეზთა გამო, მაგრამ ჩვენ ხომ შეიძლება ჩვენით გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ? შიდა რაგბის განვითარების გარეშე ნაკრების წინსვლა გამორიცხულია,რაზეც ბევრი გვაქვს კიდევ სამუშაო, წელს მხოლოდ ბათუმმა შეძლო საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა, ვიცით რომ ეს ტურნირები კომერციულად არაა მომგებიანი მაგრამ აუცილებელია, როგორმე უნდა მოვახეხოთ რომ 3-4 გუნდი ამ დონის ტურნირებზე მაინც ახერხებდეს თამაშს, საპრიზო ფონდია გასაზრდელი და არა გუნდების საბიუჯეტო დონაციაზე აყვანა. (თუმცა უნდა ავღნიშნო რომ შიდა რაგბშიც ძალიანაა გაზრდილი დონე, იმავე 4-5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით)

17:16 | 26.11.2017
miriani (151)

და ჩვენში ვის გულისხმობ, ფედერაციას თუ რაგბისტებს? ფინანსებია ძმაო საჭირო მაგისთვის..ფინანსები! 33 მლნ ლარი რაა ჩემი ფეხებია, როცა 50 მლნ დოლარია ენისეის ბიუჯეტი, რუსეთის ერთი გუნდის... ასეა გაქვს მომეტებული ამბიცია და გეგმები? ფულიიიი, ისე არაფერი კეთდება ეს დდმტყლი დღეს!

18:54 | 24.11.2017
LApaata (115)

ჩვენ მაშინაც ძალიან ავჩქარდით როდესაც ფეხბურთით გამივეყავით ყველაზე ადრე სსრკ-დან და მოვიმკეთ მოსავალი რომელსაც ახლაც ვიმკით. ჩემთვის უსაყვარლესი სპორტი შემჯავრდა. გვეგონა მსოფლიო ჩემპიონები თუ არა ევროპისა უცილობლად გავხდებოდით..

18:18 | 24.11.2017
LApaata (115)

6 ერზე სულ 5 თამაშს თამასობენ, 2 სახლში 3 გასვლაზე, ან 3 სახლში 2 გასვლაზე. ხოდა გასვლაზე დაგვინიშნავენ იტალიასტან 6 ერში რომ ვიყოთ ახლა. დაგვინიშნავენ მსაჯს რომელიც თავის საქმეს გააკეთებს... და სახლში ძლიერებთან გვათამაშებენ. ასე გვამყოფებენ აუტსაიდერად რამდენიმე წელს და ნელ ნელა ჩაგვაქნევინებენ ხელს ან ჩვენ წინსვკას შეაცერებენ. იმიტომ რომ მე ახლავე ვხედავ რომ არავის ჩვენი წინსვლა გულზე არ ეხატებათ. ასე იყო როდესაც დამოუკიდებლობას ველოდით და მერე გაირკვა რომ, ჩვენ გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და ჩვენი გულისთვის არცარავინ არავის არ აწყენინა....დაფიქრებით და წინდახედულად უნდა ვიყოთ. უნდა უფრო მოვძლიერდეთ სანამ 6 ერში შევალთ, რომ ვეღარავინ ვეღარ შეძლოს ჩვენი მსახებით დაჩაგვრა, ეს ჩვენი ავტორიტეტის ამაღლებით, გამოცდილებით და ხარისხიანი თამაშით უნდა მოვახერხოთ. თორემ რომ გვგონია და ვითომ ყველა აღფთოვანებულია ჩვენი წინსვლით ეს მცდარი აზრია. მათ გულებში ჩაიხედეთ, ვიგაც გაძვალტყავებული ქვეყანა რომ შევიდეს და 6 ერი მოიგოს. ისე უბრალოდ წარმოვიდგინოდ)) მათი ტრადიციები და ისტორია... ასე რომ ვფიქრობ მაიც მსოფლიოზე უნდა გავიდეთ ჯგუფიდან როცა იქნება, იმიტომ რომ ვეღარ დაგვწიხლონ.

17:19 | 26.11.2017
miriani (151)

ვერაფრით დაგეთანხმები! ერთადერთ რაც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება განვითარებისთვის, ფინანსებთან ერთად, ელიტასთან სათამაშო პრაქტიკაა...სხვაგვარად რეგრესი გარდუვალია!

17:57 | 24.11.2017
LApaata (115)

ika (12), გზავნილი (34)

მეც ძალიან შემიყვარდა რაგბი, ამ ლომკაცებმა შემაყვარეს და ყოველ მათგანი უკვე ჩვენი ქვეყნის თავგანწირული ჯარისკაცი მგონია. იმიტომ რომ არ მავიწყდება და ვერასოდეს დავივიწყებ იმ ფრენას რაც სულ ახლახან იფრინა სოსო მათიაშვილმა და მთელი მსოფლიო ალაპარაკა ერთი კვირა. ვერც იმ დიდი ხნის წინ გმირობას დავივიწყებ რაც ლეონსიომ(ცაბაძემ) გააკეთა, არ მახსოვ რუმინეთან თუ რუსებთან, გატეხილ ნეკნი ქონდა და თამაში არ შეწყვიტა შერკინებაში მიაწვნენ ჩვენები და ლეონსიომ დაამიწა. არც ის დამავიწყდა რომ 1995 წელს ჰოლანდიამ გაგვანადგურა მგონი 50:3 თუ 48:3. და სულ რაღაც 8 წლის შემდეგ 2003 მსოფლიოზე გავედით, ეს წინსვლა კი არა ფანტასტიკური ფრენაა. ახლა კი შესარჩევლის გარეშე უკვე გასულები ვართ 2019 მსოფლიოზე. ესეც სულ რაღაც 8 წელში მოვახერხეთ, რადგანაც ზუსტად ამდენი გავიდა პირველი მოგების შემდეგ მსოფლიოზე 2007. ესც გადასარევი წინსვლაა. ეს სწრაფად როგორც ჩვენ რაგბში ვითარდებით არც ერთი ქვეყანა ვერცერთ სპორტში ვერ ვითარდება. ცოტა შეარება შეიძლება ფეხბურთში ისლანდიას აქვს, მარა ისინი მთელი არსებობის მანძილზე დმოუკიდებლად თამაშობენ ყველა სპორტში და ეს შედარებაც არ გამოდგება. ასე რომ შესადარებელიც არაფერია.. ამ ყველაფერს მოფრთხილება და სწორი მიდგომა უნდა, რომ ჩვენი წინსვა არ შეჩერდეს და უფრო წინ წავიდეთ. მე შორს ვარ იმ აზრისაგან რომ მსოფლიო რაგბის მამები ღამეს ათენებენ ჩვენს განვითარებაზე ფიქრს. ჩვეში გულკშემატკივარი უარყოფითად მხოლოდ 6 ერის მამებს მოიაზრებენ. კი მარა მითხარით რატომ მსოფლიო მამებმა არ მოგვცეს ტესტები ტიერი ერთის ნაკრებებთან, თუნდაც იმის ნახევარი რაც იგივე იტალის ქონდა 6 ერამდე? რომელიც ზემოთ გულმოდგინედ ჩამოგვითვალა ავტორმა. ნუთუ დაგავიწყდათ რომ ცხოვრებაში ყველა ყოველთვის მდიდარ და ძლიერს მარტო კი არ ესიმპატიურება არამედ ემხრობა? მოიგონეთ რამდენი იყო ჩვენში გულისწყრომა ირლანდიის და შოტლანდიის თამაშების შემდეგ. ორივე თამაში გაგვიგდეს მამუკა და სადავო დამიწებები... ეს რა შემთხვევითობა იყო? თავს რატომ ვიტყუებთ? სწორი გზა ის იქნება ჩემი აზრით რომ ჩვენ არაფერი არ მოვითხოვოთ და ჩვენი საქმე ვაკეთოდ. ჯერ ადრე მეთქი 6 ერი იმიტომ მგონია რომ ამდენი ხანია პრეტენზიას ვაცხადებთ და თუნდაც 2-3 გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე არ გვყავს, ეს უკე კაი ხანია რუსებმა გააკეთეს და იტალია ინგლისის გუნდებსაც უგებენ ხანდა ხან. ეს გამოცდილება და სიღრმე რამოენიმე წელში თავის სიტყვას იტყვის. ჩვენ კი გვინდა ასე სარელ გაძვალტყავებული რაგბით (ფინანსებით) შევიდეთ 6 ერში. სულ ცოტა 3-ჯერ და 5-ჯერ მეტი დაფინენასება უნდა იყოს, თუმცა სიმართლეს გეტყვით არც კი ვიცი რამდენია რაგბის ბიუჯეტი, მარა ასეთ წინსვლას მოფრთხილება და განვითარება უნდა. მე მგონნია არაა ასტრონომიული ციფრები რომ ისეთი ტურნე მოეწყოს როგორიც ჩვენ ბიჭებს ქონდათ კუნძულებზე. ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ სწორ გუნდებთან უნდა განვითარდეთ მეთქი, რადგან ბობოლები მაინც არ კადრულობენ და მსოფლიო რაგბის მამებმა ისევ სამათხოვროდ 2 ტესტი გადმოგვიგDეს. იგივე იაპონია, კუნძულელები, აშშ და კანადა, ამათან ჩვენ კარგად განვითარდებით. ხომ ვიცით აქამდე ვისთანაც განვითარდით რუსეთი, რუმინეთი, ესპანეტი, პორტუგალია... ახლა ახალი ეტაპი თუნდაც ტესტებით მატან უნდა გავიმყაროთ ავტორიტეტი და გამოცდილება, თამაშის ხარისხი. ის დროც თვითონ მოვა,ჩვენ ფაქტის წინ დავაყენებთ ყველას. ეს შეიძლება 2019 წ მსოფლიოს შემდეგაც მოხდეს თუ არადა ეს გარდაუვალი იქნება 2023 წ როდესაც ჩვენ ჯგუფიდან გავალთ. მე უკვე ფანტაზია აღარ მგონია უელსის დამარცხება და აგერ ჯგუფში გვეყოლება. მანამ ჩვენ ყველამ დრო არ უნდა დავკარგოთ ვისაც როგორი წვდომა გვაქვს, ქართული რაგბის მამებთან, ქვეყნის მთავრობასთან უნდა ჟურნალისტებმა შეაწუხონ ესენი ყველა გაუთავებელი კითხვებით, მოთხოვნებით რაც ჩვენ ყველამ უნდა დაუკვეთოთ ერთად. მოკლედ მე არ მინდა აუტსაიდერობა ეს ჩვენი არაა, მომზადებულები უნდა შევიდეთ, მინდა 6 ერში რომ შევალთ ჩვენი სიტყვა ვთქვათ და მე მჯერა რომ ეს დრო აუვცილებლად დადგება. იმიტომ რომ რაგბი ჩვენი თამაშია.

10:52 | 24.11.2017
GiorgiG83 (525)

ika

ერთი მეგობრული რჩევა:
პროფესიული გულგრილობა - ექიმმა მტირალი ბავშვი რომ შეიცოდოს და ნემსი არ გაუკეთოს შეიძლება ფატალური შედეგი დადგეს, ამიტომ ნემსი თუნდაც მოტირალ ბავშვს უნდა გაუკეთოს



აკეთე შენი საქმე, ისე როგორც გჯერა და გწამს, მხოლოდ კვალიფიციურად - როგორც ეს სტატიაა და მკითხველს, რომელიც ჭრელზე ჭრელია მხოლოდ მაშინ მოუსმინე თუ შეატყობ, რომ მისი არგუმენტები იამზე მყარია ვიდრე შენ მოგყავს

ასე, რომ წარმატებები
და "ტემპი" არ დააგდო

სამომავლოდ თუ დაგჭირდა დახმარება ჩემ წილს გაგიზიარებ, თუ რამეში გამოგადგება

18:58 | 24.11.2017
ika (35)

რჩევისთვის მადლობა, ყოველთვის იმას დავწერ რასაც ვფიქრობ და ამ სტატიაშიც ასეა, უბრალოდ თუ ვიღაცას რაღაც კითხვა უჩნდება, ზოგიერთ შემთხვევაში მირჩევნია ავუხსნა რატომ.

19:12 | 24.11.2017
LApaata (115)

დიდი მადლობა ika ახსნა განმარტებისათვის, მარა ყველას ჩვენი აზრი გვაქვს და იმედია ისე მოხდება როდორც მე მგონია სწორი, რადგან "ისინი" მაინც არ შეგვიშვებენ სანამ ჩვენ კარებს არ შეუმტვრევთ და ეს ჯგუფიდან გასვლა მგონია....ამ მაშინ ჩვენ უკვე ვეღარავინ დაგვჩაგრავს ვერც მსაჯებით და ვერც ჩვენი გამოუცდელობით. გამოუცდელობა რომ არა 68 წუთზე ჯარიმას 3 ქ ვაქცევდით (13-9 იქნებოდა) და უკვე დამიწებაც ისე აღარ გაგვიჭირდებოდა ცენტრიდან შესვლით

19:55 | 24.11.2017
ika (35)

კი ბატონო, ყველას თავის აზრი აქვს და ეს სტატიაც მაგისთვისაა განკუთვნილი, რომ ყველამ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. უბრალოდ, ზოგიერთი სამწუხაროდ, მთლად ზრდილობიანად ვერ ახერხებს ხოლმე და ეგაა ცუდი, თორემ ყველას საკითხისადმი , თან ასეთი აქტუალური საკითხისადმი ერთი აზრი ვერანაირად ვერ გვექნება

18:00 | 24.11.2017
LApaata (115)

მეგობარო თუ სპორტული ჟურნალისტი ბრძანდები "VODKA"-ს რეკლამა ცოტა შეუფერებელია...)))

18:19 | 24.11.2017
GiorgiG83 (525)

არა, არც ჟურნალისტი ვარ და არც სპორტული ჟურნალისტი
და ან რეკლამა სად ნახე ან ვოდკის შეუფერებლობა საიდან დააასკვენი?
I(L)ვოდკაო და რა პრობლემაა

18:38 | 24.11.2017
LApaata (115)

დახმარება რომ შესთავაზე ტექსტის ავტორს ვიფიქრე სპორტული ჟურნალისტი იყავი) ხოდა რეკლამაც აბრევიატურაა...და სპორტული ჟურნალსტისაგან ცოტა არ მისაღებია ჩემთვის..

10:50 | 09.08.2018
GiorgiG83 (525)

ამ ჩემს შაშა კოლას თუ არც არის და რაც არის შენთვის მისაღები და მიუღებელი

04:29 | 24.11.2017
გზავნილი (81)

უელს საქართველოს თამაშზე ვიყავი
და იცით რა მივქარე? ძალიან მივქარე ის რომ ვიდეო კამერა არ მქონდა თან რომ თქვენთვის მეჩვენებინა და დამემტკიცებინა რას ფიქრობენ უელსელები ჩვენზე... ადამიანები რომლებიც ჩვენზე ბევრად კარგად ერკვევიან რაგბში!

აქ რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ ეს მხოლოდ არგუმენტების გროვა იქნება და მეტი არაფერი!
ფაქტი ისაა რომ ყოველი ახალი თაობა უკეთესი მოდის ვიდრე ძველი.
ქართულ რაგბს აქვს დიდი მომავალი და ამას ვერავინ შეაჩერებს

17:35 | 26.11.2017
miriani (151)

ასპროცენტიან!!! და ვინც ამას არ/ვერ ხედავს თავის თავს დააბრალოს და ცივი წყალი დალიოს...

01:41 | 24.11.2017
თორღვა პანკელი (387)

კაია ძმებო ვიკამათოთ და ვიმსჯელოდ ამას რა ჯობია ასეც უნდა, ამ კამათში და მსჯელობაში ბევრი რამის დანახვა და გაანალიზება შეიძლება, ყველას ჩვენი არგუმენტები და აზრები გვაქვს მაგრამ როცა მაგალითად ამ სტატიის ავტორს აკრიტიკებთ, ეს ცოტა დასაბუთებულად გააკეთეთ. გასაგებია რომ ზოგი არ ეთანხმება საქართველოს 6 ერისთვის მზაობას და ფიქრობთ რომ ჯერ ადრეა, მე სხვანაირად ვფიქრობ და საკმაოდ მომწიფებულს ვხედავ საქართველოს ნაკრებს ამისთვის, მაგრამ ის რომ 6 ერზე ჩვენი პრეტენზიები სირცხვილია ვერაფრის დიდებით ვერ დაგეთანხმებით. სირცხვილი მე უფრო ის მგონია რაც 6 ერის წევრმა უელსმა იკადრა ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრებთან, ეს სირცხვილი თამაშის ბოლოს სახეზე ეხატათ უელსელ მორაგბეებს, მათმა გულშემატკივარმა კი ღირსეულად ხმამაღლა და დაუფარავად გააკრიტიკა ამის გამო თავისი მართლაც საამაყო გუნდი, უელსში რაგბი უბრალოდ თამაში არაა ისევე როგორც ჩვენთან. ინგლისამდე ბერვი გვაკლიაო ვერც ამას ვერ ჩავთვლი არგუმენტად, ინგლისის დონემდე ახალი ზელანდიის გარდა ყველას აკლია მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ კუსკუსი უნდა ვჭამოთ და დავწყნარდეთ, 6 ერი საქართველოს ზუსტად მაგიტო ჭირდება რომ მათნაირ ვეშაპებთან საჭიდაოდ მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილება გვაკლია და მეტი არაფერი. შოტლანდია 7-8 წელი მეტი თუ არა 6 ერის ყველაზე მაჩანჩალა გუნდი იყო, არც თუ ისე იშვიათად იტალიაც კი ამარცხებდა ედინბურგში, მაგრამ არაფრის დიდებით არ გვეთამაშებოდნენ, არც შოტლანდია და არც იტალია არ გაგვეკარა არცერთი, ხან ხეს ამოეფარნენ ხან კედელს და ისე დაგვემალეს. იმიტო კიარა რომ საქართველო გრანდია და ეს გუნდები კიდე სუსტები არიან არა, მაგრამ კარგად ქონდათ გათვლილი ჩვენი და მათი ნაკრებების ძალები კონკრეტულად იმ დროს და არ გვეთამაშა არცერთმა, ხმამაღალ განცხადებად ჩათლით მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორივეს თუ არა ერთს მაინც გავიფენდით მწარედ მათივე მოედანზე(აბა აქ არ ჩამოდის არცერთი) ეს კი დიდ საფუძველს მისცემდა ჩვენ პრეტენზიებს 6 ერზე. ამიტომაც გაგვერიდენ და გამოუშვეს აწყვეტილი ირლანდია, რომელსაც ჩვენს კვალობაზე პირველ ტაიმში ნორმალურად დაუდექით, მერე მსაჯმა რომ დაინახა რომ იმ თამაშში ასე თუ ისე ღირსეულად თამაში შეგვეძლო და ლელოც კი დვუდევით, იმ წუთში გაგვიგდო ჯერ გორგოძე და მერე თუ არ ვცდები ჩილაჩავა, წაგვაგებინეს დიდი ანგარიშით და გადმოგვხედეს ზემოდან, ჯერ ადრეაო. ამასობაში შოტლანდიასაც ეღირსა ბოლოსდაბოლოს თაობა და იკადრა თავის გაყადრება, გვეთამაშენ სახლში სადღაც სოფელში სადაც თვითონ შოტლანდიელი მორაგბეებიც პირველად იყვნენ ჩასულები, ხელოვნურ საფარიანი მოედანი შეარჩიეს საგულდაგულოდ, შერკინებაში ისედაც ვჩაგრავთ ქართველებს და გავათანაბრებთ შანსებსო. მოედანთან ერთად მსაჯიც დაიხმარეს და აქაც ორი კაცი გაგვიგდეს(ერთერთი აქაც გორგოძე იყო)რამდენიმე დღის წინ უელსმა მანდამაინც იმ ბოლო შერკინებაში არ დაგვიდგა რომლითაც ისტორია უნდა დაგვეწერა, ყველა მორკინალმა წელზე მოიკიდა ხელი არა არ შეგვიძლიაო,მოკლედ ვინ გაცაცალა ისტორიის დაწერა, ხან მელნით სავსე ჭიქა წაგვიქციეს და ხან სანთელს შეუბერეს სული. მე იმაზე არ ვდავობ შევალთ თუ არა 6 ერში, შევალთ! აუცილებლად შევალთ! ასე დიდხანს ვერ იმაიმუნებენ, ამ სპორტში სინდისი და ღირსება დიდად ფასობს, ადრე თუ გვიან ამ სინდისი ხმას ვერ ჩაახშობენ და მოუწევთ კარის გაღება, მე უბრალოდ მინდა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, ცხოვრება ხანმოკლეა, რაგბი სიგიჟემდე მიყვარს და მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვისიასმოვნო ჩვენი ლომების პრაიდით.

15:44 | 24.11.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

23:11 | 23.11.2017
LApaata (115)

90 წელი არ უნდა ვიცადოთ მარა არც უნდა ასე ვიჩქაროთ და გადავამეტოთ ჩვენი შესაძლებლობა. ჩვენ ჯერ ჩვენ სწორი გუნდები გვინდა განსავითარებლად იაპონია, სამოა, ფიჯი, აშშ კანადა, ჩვენ ასე რომ განვითარდით დაგავიწყდათ ვისთან განვითარდით...? ამათან უფრო სწრაფად და მაგრად განვითარდებით

23:20 | 23.11.2017
maxo_65 (458)

მელიტონამ თქვა თუ შეგვიშვებენ 2-3 წელიწადში ტურნირის მოგებაზე გვექნება პრეტენზიაო, მთლად ასე არ ვფიქრობ მარა,, 5-6 წელიწადში კი გვექნება...

23:27 | 23.11.2017
LApaata (115)

მელიტონი კაი კაცი და კარგი მწვრთნელია, მაგრამ არ ნიშნავს რომ განსაზღროს რას მოგვიტანს 6 ერი. აქ უფრო მეტი დაფიქრება გვმართებს ვიდრე მელიტონა ფიქრობს და არ ჩვენ არამეტ უფრო მცოდნე ექსპერტებმა. მითხარი რატომ ვერაფერი ვერ მოიგეს იატლიელებმა, ისინი სპორტში დებილები არიან? ალბათ შეცდომა იყო ასე მოუმზადებელი 6 ერში მოხვედრა.

17:54 | 26.11.2017
miriani (151)

აუფფფფ...არგუმენტი გაააქვს დაცემა... :-D ეგ იტალიამ იტიროს თუ ვერ განვითარდა...ჩვენ ჩვენს გზას მივყვეთ..რაკი მაკარონები ჩმორები გამოდგენ მაგის გამო უარი უნდა ვთქვათ 6 ერზე?

15:18 | 24.11.2017
giogobi (68)

იტალიელებს თუ განვითარების მოტივაცია არ აქვთ და ვერაფერს შვებიან 6 ერზე რა ჩვენი ბრალია. მაოცებთ ხალხო, სამოა ტონგასთან უფრო განვითარდებით თუ ინგლისი საფრანგეთთან? 6 ერში იმიტომ გვინდა რომ მეტის ამბიცია გვაქვს და მეტად გვინდა განვითარება, თვითმიზანი 6 ერი არაა, თვითმიზანი განვითარება და საინტერესო თამაშებია. კიდევ კარგი რუსეთია ერთა თასზე თორემ სულ მოკვდებოდა ინტრიგა, ეს რუსეთიც აღარაა უკვე საინტერესო, იცი რომ შანსი არ აქვთ და ამიტომ გვინდა რაღაც ახალი. წავაგებთ მაგრამ 6 ერზე ერთ მოგებას ან ფრეს უფრო მეტი სიამოვნება მოყვება ვიდრე ერთა თასზე ყველა თამაშის მოგებას. აქეთ კიდევ სამოა ტონგა კარგია მაგრამ არაა გეოგრაფიულად მისადგომი თან თუ უკეთეს გუნეებთან თამაშის შანსი გვაქ გეოგრაფიულად მისადგომთან რაღა სამხრეთ ნახევარსფეროში უნდა გადავიხვეწოთ.

23:37 | 23.11.2017
maxo_65 (458)

იტალიელები მიხედავენ მის თავს ჩვენ იქნებ ჩვენსას მივხედოთ, სამწუხარო ამ ისტორიაში ისაა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანას არაფრად თვლიან, თორემ რა გახდა ასეთი ეს 6 ერი...შეიტენონ უკან

00:01 | 24.11.2017
LApaata (115)

კაი რახან ეს გინდა შეიტენონ მაგათ დედაც..))

23:28 | 23.11.2017
LApaata (115)

ფაქტიურად წინსვლაც კი ვერ ნახეს იტალიელებმა ვერანაირი

23:08 | 23.11.2017
LApaata (115)

ეს მაინც წაიკითხეთ ყველამ სტატიდან?

შესავალი ცოტა გაგვიგრძელდა და საქმეზე გადავალთ. გადავხედოთ 6 ერის ჩემპიონატის ისტორიას: ტურნირი შორეულ 1883 წელს შეიქმნა და თავდაპირველად მონაწილეობას მხოლოდ ოთხი გუნდი იღებდა – ინგლისი, ირლანდია, უელსი და შოტლანდია. გათამაშება 1910 წელს გაფართოვდა, საფრანგეთის ნაკრები დაემატა და 5 ერი გახდა. მომდევნო ბინადარს კი ჩემპიონატში მიღებამდე 90 წელი მოუწია მოცდა

23:16 | 23.11.2017
maxo_65 (458)

მაგაშია საქმე, ბრიტანელები სულით კონსერვატორები არიან და ძნელად იღებენ ახალს, 21-ე საუკუნეა, რაგბი მათმა გამოიგონეს,(ისიც საკითხავია მათმა გამოიგონეს თუ ჩვენ) მაგრამ დღეს ყველასია, მათ შორის ჩვენიცაა, ამიტომ კეთილი ინებონ და რაღაცა უნდა შეცვალონ მაგ ბებერმა ბოზებმა

23:19 | 23.11.2017
LApaata (115)

საქმე ვინ გამოიგონა რაგბი იმაში კი არაა, ჩვენ რომ სწორი გზა ავირჩიოთ განვითარებისათვის ისაა. ახლა რომ შეუდარებელია ჩვენი სხვაობა ნუ ვიდავებთ.

22:56 | 23.11.2017
maxo_65 (458)

ბილეთების ფასის პრობლემა თითიდან გამოწოვილია, 6 ერის ტურნირის შემოსავლის 99% ტელეტრანსლაცია და რეკლამებია, უბრალოდ არ უნდათ ჩვენი მიღება, არა აქვთ ობიექტური შეხედულება ჩვენს შესახებ და ვითომ არ ვაინტერესებთ, ჩვენს მაგივრათ რუსეთი რომ იყოს ამდენს არ ახვეწინებენ..

22:34 | 23.11.2017
maxo_65 (458)

ჭკუა თუ აქვთ ამ სირებს უნდა მიგვიღომ 6-ერში, იყო დრო ინგლისი არ კადრულობდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას და რაც დაემართად დღემდე იმკიან..ჩვენი მიღებიტ ამ ტურნირში არაფერს წააგებენ, პირიქით...ინგლისის მწვრთნელი საქართველოსთან აპირებს შერკინების ვარჯიშს, იციან ყველას რომ ვჯაბნით..

22:51 | 23.11.2017
LApaata (115)

მეგობარო ჩვენ რას წააგებს ინგილის ის კი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ როგორ განვითარდებით უფრო სწრაფად ის უნდა გვაინტერესებდეს და რაც შეეძლება შერკინებას, ეს ჩვენი ერის ფიზიკური გამოვლინებაა, როგორც ჯიდაობაში და სხვა ძალოსნურ სპორტში. სამაგიეროდ ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით სისწრაფეში ყველა მათგანს და სწრაფ აზროვნებაში.

04:12 | 24.11.2017
გზავნილი (81)

მოდით ყველა პესიმისტმა ამ ვიდეოს უყურეთstripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?annotation_id=annotation_467944667&feature=iv&src_vid=q8JG3AxTMwA&v=a-LqYokUe84')>0?' https://www.youtube.com/watch?annotation_id=annotation_467944667&feature=iv&src_vid=q8JG3AxTMwA&v=a-LqYokUe84':' https://www.youtube.com/watch?annotation_id=annotation_467944667&feature=iv&src_vid=q8JG3AxTMwA&v=a-LqYokUe84'))
რომ გაგახსენდეთ როგორ გვეშინოდა რუსეთთან თამაში 6-7 წლის უკან და დღეს სად ვართ.
უელსი საქართველოს თამაშზე კარდიფში ვიყავი. მერე ვიდეო ჩანაწერიც რამდენჯერმე ვნახე. არ ვიცი საიდან დაადეს ამდენი ხმა ამ თამაშს მაგრამ თამამად ვიტყვი რომ მილენიუმი მინიმუმ 60 წუთი დავადუმეთ!!!
აქ ვიღაცამ "სვარკას" შეადარა ჩვენების ომი - სირცხვილია რა! ევროპის ერთერთი საუკეთესო გუნდი შერკინებაში გავგლიჯეთ - ვინმე არ მეთანხმება? დაცვაში ცუდად ვითამაშეთ? - ვინმე არ მეთანხმება? შეტევაში ბევრი ლელოს შანსი არ გვქონდა? - ვინმე არ მეთანხმება? უკანა ხაზი ჩვენი აქილვსის ქუსლი თითქმის დიდი 10ნში მოთამაშე 20 წლის ბიჭებით იყო დაკოპმპლექტებული! - ვინმემ თავი შეირცხვინა?
აუტები როგორ მოვაწოდეთ - არ ვარგოდა?
ერთ დროს რუსეთთან გამარჯვება იყო სანატრელი და საგმირო და დღეს ხომ ნიახურის ფასი აქვს...
რამ დაგაბრმავათ ასე ძმებო?!

16:59 | 24.11.2017
LApaata (115)

მეგობარო მე პესიმისტი არა ვარ და ამრც ბრმა. ამ ვიდეოზე ჩემი და შენი სამშობლოა სხვა რა გინდა მიტXრა? მე მომეწონა და ვამაყობ უელსთან თამაშით, მაგრამ მინდა იმ სწრაფ განვითარებიდან რაც აქამდე გვქონდა არ შეწყდეს და უფრო წინ წავიდეთ.

23:09 | 23.11.2017
maxo_65 (458)

მერე მაგაზეა ლაპარაკი, თუ ერთმანეთს ხშირად არ ვეთამაშეთ ისე ვერ განვითარდებით, რაღაცას შევმატებთ ერთმანეთს, ისინი სისწრაფეს, ჩვენ ძალას, მაგრამ ხომ უნდა მოგვეცეს შანსი, სანამდე უნდა ვიხარშოთ რუსებთან და ესპანელებთან, ხომ გვინდა განვითარება, სხვა ალტერნატიული ტურნირი მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია, სისულელეა 9 ოკეანის იქთ მდებარე ქვეყნებთან რამე ახალი ტურნირის ჩატარება, მაგის არც რესურსი იქნება და არ მზაობა...ამ სტატიაშიც იმაზეა ლაპარაკი, რა მიიღო 6 ერმა იტალიის დამატებით, ან იტალია როგორ განვითარდა..არც არაფრით.. მეც ვფიქრობ რომ 6 ერი ჩვენი დამატებით უფრო მოიგებს და ჩვენც ასევე მოგებულები დავრჩებით...

23:17 | 23.11.2017
LApaata (115)

ხოდა შეიძლება იატლიამ იმიტომაც ვერ მოიგო ვერაფერი რომ შეცდომა იყო ასე მოუმზადებელი 6 ერში მოხვედრა? ისინი სულ აუტსაიდერები არიან და ცნობლი ფაქტია აუტსაიდერი ნაკლებად ვითარდება რადგან სულ დამარცხებულის მენტალობა აქვს. ჩვენ სხვანაირად უნდა გავნვირთარდეთ იტალიისგან განსხვავებით, რადგან ალბათ მათ შეცდომა დაუშვეს 6 ერში მოხვედრით, სახეზეა მათი არ განვითარება. ნუ მეტყვი რომ იატლიელები დებილები არიან სპორტში...და ჩვენ მაგრები ვიქნებით.

23:25 | 23.11.2017
ika (35)

იტალიელები როგორც სსტატიაში მიწერია, სანამ 5-ერს დაემატებოდნენ 3-ჯერ ხშირად ეთამაშებდნენ ტიერ 1 გუნდებს. და ჩვენ?? თუ ძლიერებს არ ვეთამაშეთ ამაზე წინ ვერ წავალთ. იტალია კარგია გუნდი, მაგრამ ძალიან ნელა პროგრესირებს. ჩემი აზრით, ქართველებს უკეთ გამოგვდის რაგბის თამაში, ბევრი უცხოელი ჰყავთ ნაკრებში იმათ და კიდევ მაგით გადიან ფონს, იგივე პარისე არგენტინელია. და ეგ მაგათთვის ისეა როგორც გორგოძე ჩვენთვის. შენი აზრით საქართველო 6 ერში შესვლის შემდეგ 18 წელიწადში ეგეთი განწირული აუტსაიდერი იქნება, როგორც ეგენი არიან? მე ვფიქრობ, რომ 2020 წელს თუ სამართალია უნდა დაგვამატონ. 2 წელზე მეტია თან იქამდე და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავალთ ამ 2 წელში

23:24 | 23.11.2017
maxo_65 (458)

სპორტში არა მაგრამ რაგბის თამაში არ ეხერხებათ ფაქტია, ნახევარ გუნდზე მე ტი ნატურალიზირებული ყავთ, თვით სერგიო პარისეს ჩათვლით, კასროჯოვანიც აღარ თამაშობს მაგრამ ისიც არაა კაი იტალიელი...

22:06 | 23.11.2017
LApaata (115)

აქ ყველას გვიყვარს და გვეამაყება ჩვენი რაგბი და ჩვენი ლომკაცები. მაგრამ ყველა განსხვავებულად ვფიქრობთ. რა თქმა უნდა რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ჩვენი რაგბი და საჭიროა ახლი გზა განვითარევბისთვის, თორემ ცოდოობაა ისევ რუსეთ, პორტუგალიასთან... ერთად ყოფნა. მგონი 1995 წელი იყო ჰოლანდიამ მოგვგო საკმაოდ დიდი ანგარიშით, სად ვართ ახლა?? ყველა კითხვა მოხსნლაი!! 2003 ესიგი 18 წლის შემდეგ მსოფლიზე გავედით და იქ ყველასთან წავაგეთ, დამაჯერებლად მოგვიგო ურუგვაიმაც და სამოამაც ჯგუფში. სულ რაგაც 12 წელში უკვე 2 ტამაში მოვიგეთ და გავინაღდეთ მომავალ მსოფლიოზე მონაწილეობა. დააკვირდით ციკლების ხანგძლიობას. ახლაც დრო გვინდა განვითარებისთვის და ახალი გზაც, რომ ახალ ეტაპს მივაღწიოთ. მგონია რომ ჯერ 6 ერი კი არა ჩვენ დარ გუნდებთან მეტად განვითარდებით და ეს გუნდები მეტ ნაკლებად ზოგი ჩვენზე მეტია და ზოგიც ჩვენნაირი. ესენია იაპონია, ტონგა, ფიჯი,სამოა, აშშ და კანადა. მეტი ტესტები ტიერი ერთის გუნდებთან და წინსვლაც იქნება საკმაოდ სწრაფი, რადგან ჩვენ მართლა ყველაზე სწრაფად ვითარდებით რაგბში და არ მარტო ჩვენს ბიზნესზე მეტად როგორც ქვემოთ ეწერა, არამეტ ინგლისის ეკონომიკაზე მეტათაც თუ კი შეიძლება რომ შევადაროთ რაგბი და ეკონომიკა. მოკლედ არ უნდა ავჩქარდეთ და ჩვენი შესაძლებლობა არ უნდა მოგვეჩვენოს გადამეტებულად, როგორც ყოველთვის მოგვდის ყველას სპორტის სახეობაში, დაწყებული ფეხბურთიდან დამთავრებული კალათბურთით. უნდა ფრთხილად და ძალიან დაფიქრებით გავანვითაროდ რაგბი, რადგან რაგბი მართლა ჩვენი თამაშია...

20:50 | 23.11.2017
პანტელეიმონი (1218)

უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩვენი ამოცანა იტალიის, იაპონიის, კუნძულელების, კანადის და აშშ -ს გა-რუსეთ-რუმინეთება უნდა იყოს და 2020 წლიდან 6 ან 7 ერში თავის თავად ვიქნებით.

ეს შესრულებადი ამოცანაა ბორჯღალოსნებისთვის, თუ ყველამ სულ ცოტა გავაორმაგეთ ძალისხმევა; რაგბის კავშირმა, სამინისტრომ, სპონსორებმა და გულშემატკივარმა.

20:09 | 23.11.2017
krasni (587)

საიდან მოგაქვთ, რომ დღეს იტალიის ნაკრები გვჯობია!? ეროვნულს ამდენ ხანს გვიმალავდნენ და ასაკობრივებს სადაც შეგვხვდნენ, იქ მოვუგეთ. დღეს ქართული რაგბი განვითარებით ასწრებს ქართულ ეკონომიკას და რა ვქნათ, ამ მიზეზით დავანებოთ ბრძოლას თავი? ნიჟარაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში 6-ი ერის შემთხვევაში განაცხადა, ტელეტრანსლიაციების გაყიდვით შემოსული თანხებით შეიძლებაო ბილეთებზე ფასების დაწევაო.

20:04 | 23.11.2017
geogoli (367)

ბრავო ირაკლი, მე მგონი უკან მალე წავიღებ ჩემს სიტყვებს თუ ასე გააგეძელე. იასნა გვინდა 6 ერი თორე თებერვლიდან კვლავ პორტუგალია ესპანეთს Uუნდა ვუყიროთ

18:50 | 23.11.2017
თორღვა პანკელი (387)

თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე საქართველოს 6 ერზე არასდროს არ უნდა ქონდეს ამბიცია იმიტომ რომ გაჭივრებული ქვეყანა ვართ, ან რას ნიშნავს ამხელა ფულს ბილეთში ვინ გადაიხდის? სკორპიონის, შაკირას და ვიღაც ყავლ გასულ და დრო მოჭმულ მუსიკოსების კონცერტებზე ვინც ავსებდა 10000-იან დარბაზებს და 100 და 200-ლარს იხდიდა ბილეთში ის გადაიხდის. ბარსელონა სევილიას სუპერთასზე ბილეთი არ ღირდა არც სამი და არც ხუთ ლარი, მაგრამ სტადიონი ისე გაივსო ქართველი გულშემატკივრების უმეტესობა გარეთ დარჩა, ბედის ირონია კიდე ის იყო რომ იქ ძაან ბევრი სელფის გადასაღებლად მივიდა და მესის მეტი ფეღბურთელი არ იცოდა ვინ იყო, ნაღდი ფეხბურთის გულშემატკივარმა კიდე ვისაც ბილეთის ყიდვის ტრ-კი ქონდა თამაშს ტელევიზორში უყურა. მარტო ეს მესელფეები ეყოფა ყველა თამაშს, მე პირადად მილიონერობმდე ჯერ საკმაოდ მაკლია მაგრამ როცა 6 ერის გუნდები ჩამოვლენ თბილისში, შუაზე რომ გავიხე ბილეთს მაინც ვიშოვი ყველა თამაშზე! მე დარწმუნებული ვარ ჩვენ 6 ერში აუცილებლად მიგვიღებენ, თავიდან შეიძლება წავაგოთ კანადამ რომ წააგო ჩვენთან ისე მაგრამ საქართველო არასდროს არ იქნება მაჩანჩალა რაგბში!არც ისე დიდი დრო დაჭირდება,პატივისცემასაც მოვიპოვებთ და კაი რეპუტაციასაც, 6 ერში რომ მოვხვდებით როგორც რუმინეთია დღეს ჩვენი ბულკი იტალიაც ისე იქნება დარწმუნებული ვარ! რაგბში პატრიოტი, ვაჟკაცი და შრომისმოყვარე ნაღდი პროფესიონალები მუშაობენ, რასაც საქმით ამტკიცებენ და ამიტომაც მწამს და ვისაც გვჯერავს გაგვატარეთ

03:35 | 24.11.2017
გზავნილი (81)

გენაცვალე რა მაგარი კაცი ხარ! არ მესმის თუ ასე ეშინია და არ უნდა ამდენ ხალხს ნორმალურ გუნდებთან თAმაში ამ საიტზე რა უნდათ? ნეტავ რომელიმე მათგანი სპორტით რაიმე სახეობაში Yოფილხართ დაკავებული? და თუ ნყოფილხართ თუ როელ პარტნიორთან ვარჯიშით ვითარდებით - რომელმაც თქვენზე მეტი იცის თუ რომელზეც მეტი იცით? ლოგიკა სადაა აქ?

22:17 | 23.11.2017
LApaata (115)

რატომ არასოდეს? უბრალოდ არ უნდა ავჩქარდეთ და ჯერ კარგად განვითარდეთ, ჩვენ ხომ იქ განვითარდით სადაც რუსეთი, რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია,ბელგია და ხან უკრაინაც გვყავდა. დაგავიწყდა მეგობარო? მე მგონია რომ ახლა ახალ ეტაპზე უნდა გავიდეთ და ჩვენნაირ გუნდებთან გავნვითარდეთ, როგორებიცაა იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგა,აშშ და კანადა

19:03 | 23.11.2017
არჩილ სოხუმელი (484)

გაიხარეთ მეგობარო! ყველა ქართველს ეს უნდა. ღმერთმა გისმინოთ!

18:35 | 23.11.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ვისაც გაქვთ ცნობები გთხოვთ დაწეროთ როგორ ვითარდება რაგბი საქართველოს რეგიონებში, ძაან მაინტერესებს არის თუ არა სარაგბო ჯგუფები სამეგრელოში, გურიასა და სვანეთში (მიუხედავად სვანეთში მოსახლების სიმცირისა იქ მოიძებნება ჯანიანი და ძლიერი ბავშვები და ახალგაზრდობა)?

18:27 | 23.11.2017
giogobi (68)

ეს 60 და 100 ევრო რომ უნდა ღირდეს ბილეთი ვინ დაადგინა?

18:16 | 23.11.2017
არჩილ სოხუმელი (484)

მიუხედავად რაგბში საქართველოს ნაკრების დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა არა მგონია იტალიას დონით ვუსწრებდეთ. ამის გარდა ჩამოვრჩებით როგორც ეკონომიკურად ასევე მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობითაც. ყველაფერია გასათვალისწინებელი. ტურნირზე აშკარა აუტსაიდერები, რომ ვიქნებით ცხადია და ვფიქრობ, რომ სტადიონზე არა ფასის გამო არამედ ნაკრებისადმი ინტერესის დაკარგვის გამო მოიკლებს დამსწრეთა რაოდენობა. საქართველოში ჩატარებულმა U20 მსოფლიო თასმა აჩვენა, რომ რაგბს არ ყავს ბევრი გულშემატკივარი. უფრო ახალი ტურნირის ან ლიგის ან ჩემპიონატის (როგორც უნდა ისე დაერქვას) ჩამოყალიბება მიმაჩნია სწორად. ვფიქრობ ამ გათამაშებაში უნდა გაერთიანდნენ საქართველო, იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგა, აშშ, კანადა. ეს ტურნირი უნდა ჩატარდეს ყოველ წელს ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში, რადგანაც იაპონიის, აშშ-ს და კანადას გარდა ფინანსურად სხვა ქვეყნებს არ ულხინთ და ხარჯების დაზოგვის მიზნით ჯობია ერთ ქვეყანაში ჩატარდეს (მსოფლიო თასის გათამაშების წელს შეიძლება ტურნირი არ გაიმართოს გადატვირთულობის გამო), ვთქვათ ერთ წელს იაპონიაში, შემდეგ წელს აშშ-ში, შემდეგ საქართველოში, კანადაში, ფიჯიში და ა.შ. შეიძლება ერთმანეთთან მიმოსვლითაც იქნეს 2 წელიწადში გაწელილი, როგორც ვთქვათ ერთა თასზეა.
ჩემი აზრით კარგი იქნება თუ გათამაშდება ევროპის თასი - 6 ერის გუნდები პლიუს 2 (შეიძლება 4-იც იყოს) გუნდი ერთა თასიდან. გუნდები სხვადასხვა კალათში უნდა განაწილდეს სიძლიერისა და რეიტინგის მიხედვით და გაკეთდეს 2 ჯგუფი. უნდა გათამაშდეს როგორც ჩემპიონობა და მესამე ადგილი,ასევე მეხუთე და მეშვიდე ადგილები (თუ 8 გუდი იქნა, ხოლო თუ 10 მაშინ მეცხრე ადგილიც). ეს გათამაშება უნდა ჩატარდეს 4 წელიწადში ერთხელ. ვიცი რაგბი ძალისმიერი და ტრავმული სპორტია და ტურნირებით გადატვირთებს მოერიდებიან. უბრალოდ ჩემთვის ძაან საინტერესო იქნება ასეთი ტურნირები.

18:15 | 23.11.2017
test (124)

მე პირადად 7 ერის მომხრე ვარ და ეს საპლეიოფო სისტემა დიდ უსამართლობას მიმაჩნია. რა განსხვავებაა საქართველოსა ს? საქართველომ იწვალა სისხლი და იფლუ ჩაღვარა რომ დანარჩენმა გუნდებმა მუქთა შანსი მიიღონ ექვს ერში თამაშის?:დიდი უაზრობაა და ყსამართლობა

16:54 | 23.11.2017
BEERTRANCE (1073)

ფრანჩიზის რამე ტურნირში ჩართვა მაინც უფრო პრიორიტეტული მგონია

16:21 | 23.11.2017
LApaata (115)

ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს რომ რამე სხვა ლიგა შეიქმნას, ჩვენნაირი ნაკრებებისათვის და არა 6 ერში შესვლა ამ ეტაპზე. მაგალითად ფიჯი, სამოა, ტონგა, რომელიც ოკეანითში არიან მხოლოდ და სხაგან არსად, დამატებული იაპონია და კანადა, აშშ. ამათან ერთად ჩვენ უფრო განვითარდებით ვიდრე 6 ერში აუტსაიდერად. ჩვენი ხასიათით, თუ დავინახეთ რომ წარმატებულები ვერ ვიქნებით რაც გარდაუვალი იქნება, ადვილი სავარაუდოა დავკარგოთ ინტერესი და რეგრესი განვიცადოთ ვიდრე წინსვლა. ასე რომ ვეცადოთ მეტი ტესტი მივიღოთ და იქნებ მსოფლიო რაგბის მამებს რამე ლიგაზე დავაფიქროთ ამ ჩამოთვლი ქვეყნებთან ერთად, მათან უნდა გვქონდეს დიალოგი და არა 6 ერის მამებთან, რომლებიც რა თქმა უნდა ზევიდან გვიყურებენ და სავსებით დამსახურებულადაც, გინდა რაგბის დონით და გინდა ცხოვრების დონით(კომერციულობა).

16:07 | 23.11.2017
LApaata (115)

კი გვინდა მარა, დაბლა კომნეტრას ვეთანხმები. ჩვენთან არავინ არ გადაიხდის 60 ევროს ექვივალენტს ბილეთში. ეგ კი არა 50 ლარადაც მეეჭვება რომ 30 000 კაცი შეიკრიბოს. 6 ერი კომერციული ტურნირია და არ მგონია 3-5 ლარიან ბილეთებს დაკმაყოფილდეს. უნდა მოვითხოვოთ მაქსიმუმი რომ მინიმუმი მივიღოთ, არა დაპირებული 2 ტესტი წელიწადში არამეტ 3 და უკეთეს შემთხვევაში 4 ტესტი, მაშინ რა თქმა უნდა წინსვლა უკეთესი გვექნება და არა მაშინ რომ იტალიას ვეჯიბროთ რამენაირად უკან დავწიოთ ან დავაკნინოთ.

14:51 | 23.11.2017
ოვალური კორბენი (276)

სტატიის პათოსი მაინც არასწორი მგონია. რახან იტალია ვერაფერს მატებს 6 ერს და მუდმივი აუტსაიდერია, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მაგ ტურნირის ბრილიანტები გავხდებით.
აგერ ქვემოთ კომენტარშიც სწორადაა აღნიშნული, გადაიხდის ქართველი რაგბის გულშემატკივარი ბილეთში იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე აქამდე იხდიდა ? შეიძლება თავიდან კი, მაგრამ რამდენიმე დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, ეგ აჟიოტაჟიც ჩაცხრება და ვინძლო 20-25 ათასამდე ჩამოვიდეს დასწრება მატჩებზე.
მგონია, რომ იმიტომაც იკავებენ ჩვენი მიღებისგან თავს, რომ სწორედ იტალიის მაგალითი აქვთ თვალწინ. აძური ბალასტია მაგ ტურნირში და მეორე ბალასტი აღარ უნდათ. ეს მიწოლა-შერკინებით თამაშიც ჩვენ გვაღელვებს იმიტომ რომ ჩვენი გუნდია, თორე ნეიტრალური რაგბის მოყვარულისთვის "სვარკაა".
ასე რომ, ალბათ ექვსის გაშვიდება არ მოხდება. საუკეთესო ვარიანტში გადათამაშების წესს დაამკვიდრებენ.

22:29 | 23.11.2017
maxo_65 (458)

ჯერ მოგვცენ შანსი და მერე ვნახოთ გავხდებით ბრილიანტები თუ არა... იქნებ ვართ ბრილიანტები, ჩვენც გვაინტერესებს...ხუმრობა იქეთ იყოს და მათ რა დაიუშავდებათ ჩვენ რომ მიგვიღონ მე-7 გუნდათ...

14:13 | 23.11.2017
rugbyrugby1991 (7)

სამხრეთ აფრიკას მოუგეს წინა ტესტებზე არ დაგავიწყდეთ...და ეხლა არგენტინას მოუგეს პირველი ტაიმი როცა ჩვენ 40 ქულის სხვაობით წავაგეთ პირველი ტაიმი...სირცხვილია ასეთი პოსტები

03:01 | 24.11.2017
გზავნილი (81)

პირველ რიგში რაგბში ყველაზე დიდი სირცხვილი მეტოქის შეურაცყოფა და დაუფასებლობაა. ამ შემთქვევაში ადამიანი რომელსაც თქვენგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს შეურაცყოფა არ უნდა მიაყენო.
როცა დიდი გუნდები ჩამოვლენ თბილისში (დარწმუნებით ვამბობ რომ მალე ჩამოვლენ) თავად დარწმუნდები რამხელა სიყვარულს და სითბოს აფრქვევენ მოწინააღმდეგის მიმართ. ამას მეგობარო სანამ არ გამოცდი საკუთარ თავზე მანამდე არ დამიჯერებ. და რომ გამოცდი მერე გაგახსენდები და მიხვდები რა მაგარი სპორტია რაგბი და როგორ განსხვავდება იგი იმ სპორტისგან თქვენ რომ ყოველდღე უყურებთ.
მეც თქენნაირი ვიყავი დღე და ღამე იმ სპორტს ვუყურებდი, არ ვიცი რა ასაკის ხართ მაგრამ იმ დროსაც მიყვარდა ის სპორტი როცა დენი კვირაობით არ მოდიოდა და შავთეთრ 12 ვოლტიან ტელევიზორში ვუყურებდით მოპარული ნტვ ფუტბოლიდან...
ხოდა ერთ დღეს მოვხვდი მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინასთან სასტიკად დამარცხებული და სულ და გულ გატეხილი ლონდონში ჩავედი. ლონდონის ერთ პატარა პაბში ინგლისი უელსის თამაში გადიოდა. მეუღლესთან ერთად შევედი ცოტა დასალევად და გულის გადასაყოლებლად და ...
ვხედავ პაბის ერთ მხარეს ზიან ინგლისელები და მეორე მხარეს უელსელები...
ტანში გამცრა... გამახსენდა მანჩესტერ სიტი მანჩესტერ იუნაიტედის ფანების დამოკიდებულება...
შევედით თუ არა ინგლისი ემზადება ჯარიმის დასარტყმელად... მაგრად არ მინდა შარში გახვევა ჩემიც მყოფნის არგენტინასთან სასტიკად წაგება... დაარტყა და გაიტანა ინგლისელმა და ყველა ზეიმობს რატომღაც. მართლა ვერ მივხვდი რატომ... კიდევ ვერ მივხვდი იმას რატომ გასძახეს უელსელებმა ერთხმად: ჩიერს ინგლანდ! (ინგლისს გაუმარჯოს). რამდენიმე წუთის მერე საპირისპირო ხდება და ახლა ინგლიდელებმა გასძახეს (და ლუდი ჩასძახეს) ჩიერს ველს! და ასე მთელი თამაში, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა საოცარი სანახავი იყო გულშემატკივრის დამოკიდებულება ერთმანეთთან. ეს იყო საოცარი სპექტაკლი რომელსაც ვერც ერთი გენიოსი რეჟისორი ვერ დადგამდა. ვერ დადგამდა იმიტომ რომ ეს იყო ბუნებრივი!!!
თქვენ და მე ეს უნდა ვისწავლოთ მეგობარო, მათ ეს მუცლიდან დაყვებათ. ჩვენც ისე უნდა ვისწავლოთ გულშემატკივრობა როგორც ჩვენმა ბიჭებმა ხელით თამაში!!!
ამის გარეშე მართლა არ მიგვიღებენ, ამის გარეშე მართლა ტრაკის თამაში იქნება აქ წერაც, სტადიონზე არ მისვლა, ან მისვლა და ჩუმად ჯდომა და მხოლოდ მზესუმზირის ტკაცუნი.
თქვენნაირი გულანთებული ხალხი სტადიუნზე უნდა მივიდეს შაბათს ყველა! იმდენი ხალხი რომ ადგილი არ დარჩეს არცერთი.
და კიდევ ერთი ვისაც ბედნიერება გაქვთ რომ სტადიონძე მიდიხართ ძალიან გთხოვთ ჰიმნის დაკვრამდე მაინც მიდით!







Mეგობარო



































































































.

19:07 | 23.11.2017
ika (35)

ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ამ საიტზე და სტატიაშიც ვახსენე, რომ ზოგი დამეთანხმებოდა, ზოგი კი არა. მაგრამ, არაა ასეთი კომენტარები საჭირო, სირცხვილია და ეგეთები. თუ არ მეთანხმები, შენი ნებაა, არავის უთქვამს დამეთანმეთ გინდა თუ არა თქო. მე ჩემი არგუმენტები მაქვს, იტალიის ნაკრებმა აფრიკას რომ მოუგო, მაგას რომ იძახი, მერამდენე ცდით მოუგო, მაშინ ეგეც თქვი. მე-13 თამაში იყო ამ გუნდების და 12 აფრიკას ჰქონდა მოგებული. გუნდი 18 წელია ელიტაშია, ანუ გრანდად ითვლება ჰო, და არგენტინას თუ უგებს 1 ტაიმს ეგ საოცრებაა? იტალიას თვლიან ტიერ 1 გუნდად და ამ გუნდის შედეგები აშკარად არაა ტიერ 1-სთვის შესაფერისი. საქართველოს ნაკრები 6 ერში რომ შევიდეს შენი აზრით 50 ქულით წააგებს თამაშებს? მე არმგონია

სტატიაში ნახსენები იყო, რომ იტალია 5 ერში დამატებამდე 52-ჯერ შეხვდა ტიერ 1-ის გუნდებს, ხოლო ახლა უკვე 207-ჯერ აქვს ნათამაშები პირველი დონის გუნდებთან, 207-ჯერ, მაშინ როდესაც საქართველოს სულ 18-ჯერ აქვს ნათამაშები ამ დონის გუნდებთან და კიდევ საქართველოს ვაკნინებთ? ჯერ საქართველოს არ წაუგია პირველიტაიმი 40 ქულით არგენტინასთან, მეორეც 15:31 წააგო საბოლოოდ იტალიამ შინ არგენტინასთან, ხოლო საქართველომ 45:29 გასვლაზე. სხვაობა ორივეგან 16 ქულაა და საქართველომ სტუმრად წააგო და არა შინ უელსთან უკანასკნელი ორი მატჩი ავიღოთ, იტალიამ 67:14 წაააგო გასვლა, შინ 7:33. საქართველომ გასვლაზე მხოლოდ 7 ქულით წააგო და ბოლოს მოგონილი აფერისტობა რომ არა, დიდი ალბათობით არც წააგებდა. შოტლანდია მე-2 გუნდით ეთამაშა ზაფხულში და 21-ქულით მოუგო, იქამდე კი 0:29 წააგო. საქართველოსთან კი სრული გუნდი ყავდათ სქოთებს და 27-ქულა იყო სხვაობა.

იტალია ტესტ-მატჩებს რომ თავი დავანებოთ მინიმუმ 5-ჯერ ეთამაშება ტიერ 1-გუნდებს, ხოლო მაგალითად წლევანდელი წელი ავიღოთ, იტალიამ 9-ჯერ ეთამაშა 1 დონის გუნდს, ჩვენ კი პირველად ვეთამაშეთ 2-ჯერ და კარგ შედეგად ვთვლით. აქედან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ ვის რა სიხშირით ეთამაშება იტალია და ვის საქართველო. გუნდი 6 ერშია და უძლიერესი ტესტები აქვს და ათასში ერთხელ თუ მოიგებს, მაგის გამო საქართველოს ნუ დავაკნინებთ, რადგან ჩვენი გუნდი ასეთი სიხშირით რომ თამაშობდეს გრანდებთან ისიც მოიგებდა რომელიმე თამაშს. სწრაფად განვითარდებოდა, უფრო წინ წავიდოდა.

რაც შეეხება ბილეთების ფასს, თუ სპონსორი გამოჩნდება და 6 ერის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, სულაც არ იქნება ბილეთის ფასი 50 ევრო. ისე კი, იტალიაში ისეთი ეკონომიკური მდგომარეობააა, რომ იქ 50 ევროს გადახდა ისეთივეა, როგორც აქ მაგალითად 20 ლარის. + 6 ერის სხვა ქვეყნებში თუ არაა მაგ 50 ევროს გადახდა პრობლემა?? ირლანდია, შოტლანდია და უელსი უფრო მდიდარი ქვეყანაა , თუ იტალია? რა თქმა უნდა იტალია, მაგრამ სტადიონის შევსება აქ ბევრად ჭირს, ვიდრე ჩამოთვლილ ქვეყნებში.

03:08 | 24.11.2017
გზავნილი (81)

ყველაფერში გეტანხმები მეგობარო ერთი საკითხის გარდა: თუ გახსოვთ საქართველო გერმანიის თამაში ბილეთი რა ღირდა? ის თუ გახსოვთ რამდენი კაცი მივიდა იმ თამაზე? თუ სწორად მახსოვს 60 ლარი გადავიხადე მაშინ როცა Dოლარი 1.3 იყო.

22:21 | 23.11.2017
maxo_65 (458)

მეც გეთანხმები,ერთი იმასაც დავამატებ იტალიას შემადგენლობის უმეტესი ნატურალიზირებული ყავთ, ჩვენგან განსხვავებით

19:30 | 23.11.2017
giogobi (68)

გეთანხმები მეგობარო, მაგრამ ერთი ვერ გავიგე, რატომ უნდა ღირდეს ბილეთი 50 ევრო? ფასს ადგენს მასპინძელი ქვეყანა. ფიფას მსოფლიოზეც კი ფასი დგინდება მასპინძელთან თანხმობით. ბილეთებიდან შემოსული ფული მასპინძლისაა. ეღირება ასე 20-50 ლარის ფარგლებში ალბათ, და კი უნდა გავავსოთ სტადიონი. რაც შეეხება იტალიას, კი თქვეს უკვე ბრიტანელებმა რომ თბილისში ფრენას რომში ფრენა გვირჩევნია ახლოსააო, ვხუმრობ მაგრამ, რეალურად ერთ ერთი მიზეზი ესაა

22:24 | 23.11.2017
maxo_65 (458)

ბილეთის თანხას დიდი მნიშვნელობა არ აქვს , 6 ერის ძირითადი შემოსავლების 99% ტელეტრასლაციების და რეკლამებიდან აქვს, ასე რომ ბილეთის ფასი უმნიშვნელოა, თითიდან გამოწოვილია მაგ პრობლემა...

19:14 | 23.11.2017
ika (35)

ტიერ 1-ის გუნდებთან ნათამაშები 207 მატჩიდან მხოლოდ 23 აქვს მოგებული იტალიას და არგენტინას 5-ვე მატჩი რაც მოუგო, იქამდე იყო სანამ პუმები 3 ერს დაემატებოდნენ. ჯგუფიდან იტალია არასდროს გასულა და რაც მაგათი მაქსიმუმია, ის საქართველომაც გააკეთა 2015-ში და მგონი ტყუილად ვაკნინებთ საქართველოს ნაკრებს.

16:50 | 23.11.2017
LApaata (115)

პირველი ტაიმი მხოლოდ 26-8 წავაგეთ. 40 ქულით მთლიანი თამაშიც ვერ მოგვიგეს და იმედია ვერც მოგვიგებე.) ანგარიში 45-29 იყო

14:10 | 23.11.2017
rugbyrugby1991 (7)

იტალიაში 60 ევრო ღირს ბილეთი და 70-80% სულ ივსება სტადიონი...აქ ერთხელ გავავსეთ ისიც რუსეთზე,3 და 5 ლარი ღირდა ბილეთები..გრცხვენოდეს ავტორო ასეთ უაზრობებს რომ წერ

14:08 | 23.11.2017
rugbyrugby1991 (7)

ეს ტრაკის თამაში რომ გვიყვარს მაგიტო ვერ შევალთ ვერასდროს 6 ერში,და ვერასდროს გავხდებით იტალიის დონის გუნდი რაც არ უნდა რეიტინგში წინ ვიყოთ... სირცხვილი ავტორს ასეთი პოსტისთვის.. ჯერ შენ ტრაკს მიხედო ჯობია და მერე დაწერო სხვის ტრაკზე..ტყუილა რომ აბუნტებთ ხალხს..

0.112939