უელსური „ნიუპორტი“ საკუთარ კედლებში კერკეტი კაკალია და პრო 12-ის მე-14 ტურში „კელტების ლიგის“ ლიდერს მედგრად ებრძოლა, მაგრამ 65-ე და 68-ე წუთებზე ირლანდიური „კონახტისგან“ ზედიზედ ორი ლელო გაუშვა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა.
მასპინძლებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს და შესვენებამდე სტუმართა ორივე ლელოს ლელოებით უპასუხეს. მართალია ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ტაიმის 15:14 მოგების შემდეგ, ანგუს ობრაიენმა ჯარიმებით „ნიუპორტის“ უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. „კონახტმა“ მარცხის საფრთხე რომ იგრძნო მეტი მონდომებით შეუტია 65-ე წუთზე მასტერსონის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა, ხოლო სამიოდე წუთში ზელანდიელმა აკიმ ლელოთი სტუმრებს გამარჯვება მოუტანა - 26:21.
„კონახტი“, რომელმაც 4 ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც აიღო, სატურნირო ცხრილში 45 ქულით დაწინაურდა და დღეს უახლოესი მდევრების შეხვედრის შედეგებს ელოდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია