საერთაშორისო

22:25 | 2.11.2017 | ნანახია 2281 - ჯერ

ბარბაროსები – ახალი ზელანდია: შემადგენლობები

“ბარბაროსების” და “ოლ ბლექსის” ტესტ-მატჩისთვის ორივე გუნდის შემადგენლობა ცნობილია.

“ბარბაროსების” შემადგენლობა მთლიანად სამხრეთ ნახევარსფეროდანაა დაკომპლექტებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ლეგენდარულმა მწვრთნელმა ალან ჯონსმა 23-კაციან განაცხადში 13 ახალზელანდიელი, 9 სამხრეთაფრიკელი და მხოლოდ 1 ავსტრალიელი მორაგბეა. განსაკუთრებით საინტერესოა, ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო ახალზელანდიელი მოთამაშის, ჯულიას სავეას თამაში “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ.

ალან ჯონსის არჩევანი ასეთია:

უკანა ხაზი

15. ჯორჯ ბრიჯი (ახალი ზელანდია), 14. ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია), 13. რიჩარდ ბაკმენი (ახალი ზელანდია), 12. ჰაროლდ ვორსტერი (სამხრეთ აფრიკა), 11. ვინს ასო (ახალი ზელანდია), 10. რიჩი მო’უნგა (ახალი ზელანდია), 9. ენდი ელისი (ახალი ზელანდია, კაპიტანი);

შერკინება

1. ჟაკ ვან რუიენი (სამხრეთ აფრიკა), 2. ადრიან შტრაუსი (სამხრეთ აფრიკა), 3. ატუ მოლი (ახალი ზელანდია), 4. სემ კარტერი (ავსტრალია), 5. დომინიკ ბირდი (ახალი ზელანდია), 6. სტივენ ლუატუა (ახალი ზელანდია), 7. კვაგა სმიტი (სამხრეთ აფრიკა), 8. ლუკ უაითლოკი (ახალი ზელანდია);

მარქაფა

16. აკერ ვან დერ მერვე (სამხრეთ აფრიკა), 17. ბენ ფრენკსი (ახალი ზელანდია), 18. რუან სმიტი (სამხრეთ აფრიკა), 19. ვილი ბრიცი (სამხრეთ აფრიკა), 20. რუან აკერმანი (სამხრეთ აფრიკა), 21. მიტჩელ დრამონდი (ახალი ზელანდია), 22. რობერტ დუ პრეზი (სამხრეთ აფრიკა), 23. დილონ ჰანტა (ახალი ზელანდია).

ბლედისლოუს თასზე ავსტრალიასთან წაგებული (18:23) მატჩის შემდეგ სტივ ჰანსენმა შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი, 11 ცვლილება მოახდინა და თავის გამოჩენის საშუალებას უმეტესად იმ მოთამაშეებს აძლევს, რომელთაც რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გათამაშებაში შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდათ. აღსანიშნავია, რომ კირან რიდის არყოფნაში “ოლ ბლექსს” პირველად უკაპიტნებს მგეზავი ბიოდენ ბარეტი, რომელმაც წინა მატჩი დაზიანების გამო გამოტოვა. “შავების” მარქაფაში სამი დებიუტანტია, რომელთა შორის ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ასაფო აუმუაა.

“ოლ ბლექსის” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. დევიდ ჰავილი (3 კეპი), 14. ვაისაკე ნაჰოლო (15), 13. ენტონ ლინერტ-ბრაუნი (19), 12. ნგანი ლაუმაპე (4), 11. სეტა ტამანივალუ (3), 10. ბიოდენ ბარეტი (კაპიტანი, 59), 9. ტიჯეი პერენარა (39);

შერკინება

1. კეინ ჰემესი (6), 2. ნათან ჰარისი (9), 3. ოფა ტუ’უნგაფასი (10), 4. ლუკ რომანო (29), 5. სკოტ ბარეტი (14), 6. ვაეა ფიფიტა (3), 7. არდი სავეა (22), 8. ჯერომ კაინო (81);

მარქაფა

16. ასაფო აუმუა (0), 17. ტიმ პერი (0), 18. ჯეფრი ტულაგა-ალენი (1), 19. პატრიკ ტუიპულოტუ (15), 20. სემ კეინი (50), 21. ტავერა ქერ-ბარლოუ (27), 22. ლიმა სოპოაგა (13), 23. მეტ დაფი (0).

შეგახსენებთ, რომ “ბარბაროსები” და “ოლ ბლექსი” ერთმანეთს 4 ნოემბერს, “თვიქნემ სთედიუმზე” შეერკინებიან. შეხვედრის მთავარი მსაჯი უელსელი ნაიჯელ ოუენსი იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
3.650139