საერთაშორისო

10:40 | 31.10.2017 | ნანახია 5018 - ჯერ

2019 წლის მსოფლიო თასი: როგორ აფასებენ საქართველოს შანსებს?

სარაგბო გვერდმა Rugbyvision.Com-მა საკუთარი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასს ეხება.

ზემოხსენებული ვებგვერდი თვლის, რომ საქართველოს ჯგუფიდან გასვლის ალბათობა 0.9% არის, ხოლო კიდევ უფრო შორს თამაშის შანსს 0.1%-ით აფასებს. ისინი გაცილებით ძლიერ გუნდად თვლიან ფიჯის ნაკრებს და მათი 1/4 ფინალში გასვლას 11.5%-ით განსაზღვრავენ, ხოლო ნახევარფინალში თამაშის შემთხვევას 1.2%-ით აფასებენ. ანუ, ფიჯის ნახევარფინალში გაღწევა უფრო რეალურად მიაჩნიათ, ვიდრე “ბორჯღალოსნების” ჯგუფიდან გასვლა. ჩვენი ჯგუფის ფავორიტად კი ავსტრალიის ნაკრები მიაჩნიათ, ხოლო პოტენციურ მეორე ადგილოსნად უელსს მოიაზრებენ.

რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს, აქ ახალი ზელანდია უპირობო ფავორიტად მიიჩნევა და მისი გამარჯვების ალბათობა 66.8%-ით ფასდება, ხოლო შემდეგ ინგლისი (11.2%) და ავსტრალია (7.5%) მოდიან. ნახსენები პროგნოზები სრულად შეგიძლიათ ფოტოკოლაჟში იხილოთ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასი იაპონიაში გაიმართება. ტურნირი 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:23 | 31.10.2017
DataN24 (215)

რეალურად რომ შევხედოთ ფიჯელებს საკმაოდ ბევრი კარგი მითამაშე ჰყავთ განსაკუთრებით უკანახაზელები, ჩვენ დისციპლინით და გუნდურიბით უნდა მოვიპივოთ უპირატესობა მილტონიც კარგად არჩევს ხოლმე კუნძულელების წინააღმდეგ ტაქტიკას და კიდევ მთავარია იმ ახალგაზრდებმა რომლებსაც უდიდესი პოტენციალი აქვთ განაგრძონ განვითარება აბჟანდაძე, აფრასიძე , ლობჟანიძე, გორგაძე, გიორგაძე, მოდებაძე ამათ უნდა გაიბრწყინონ კიდევ გვყავს პერსპექტიული ბიჭები იმედია სწორად განვითარდებიან. აშკარაა რომ ეროვნულის დონე საკმაიდ გაზრდილია განსაკუთრებით ხელით თამაში

15:36 | 31.10.2017
პანტელეიმონი (1218)

მელიტონზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, იმედია მოიფიქრებს რამე ხრიკს რაც გამარჯვებაში დაგვეხმარება.

13:52 | 31.10.2017
BEERTRANCE (1073)

რატომ გგონიათ ეგ ფიჯი დაბალი ღობე, რუმინეთია?

მათი დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია, იმედი უნდა ვიქონიოთ რომ მოსამზადებელი ვარჯიშები არანაკლებ კარგი იქნება ვიდრე 2015-ში და სათანადო მობილიზებით არის შესაძლებელი მაგრამ მაინც რთული. და იმედი უნდა ვიქონიოთ ნაიჯელას ნაირი მსაჯი იქნება დანიშნული.

11:31 | 31.10.2017
sabonis (74)

მივაკუდისძიროთ ეს ფიჯიც ტონგას არ იყოს და მერე მიხვდებიან ვინ, ვინ არის.

13:09 | 31.10.2017
buratino (480)

ეგრე არაა მეგობარო, რომ მივაკუდისძიროთ. ამგვარ პროგნოზებს გაწაფული ხალხი ადგენს და რეალობაც ისეთია, რომ ფიჯი ობიექტურად ჩვენზე ძლიერია (რეიტინგშიც წინაა). მიუხედავად ამისა, ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია საპირისპიროს დამტკიცება, ოღონდ სრული მობილიზაციაა საჭირო და კიდევ სხვა რამეებიც (ტრავმების არიდება, მოთამაშეთა ოპტიმალური ფორმა, ნორმალური მსაჯობა, შანსების მაქსიმალურად გამოყენება)

13:38 | 31.10.2017
zangura (109)

და რაც მთავარია დისციპლინაა

0.089286