ლეგიონერები

22:00 | 29.10.2017 | ნანახია 3397 - ჯერ

კარლენ ასიეშვილის ლელო “ტულონთან” მატჩში (+VIDEO)

ტოპ 14-ის მე-8 ტურის გახსნით მატჩში “ტულონმა” ბოლოადგილოსან “ბრივს” უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 41:24 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში 80 წუთი ითამაშა მამუკა გორგოძემ, რომელიც მეორე ხაზში ირჯებოდა, ხოლო ლევან ჩილაჩავა და ბადრი ალხაზაშვილი განაცხადში არ იყვნენ. “ბრივის” სასტარტოში იყო საქართველოს ნაკრების ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელიც 32-ე წუთზე ტულონელ ბურჯ ვან დერ მერვესთან ერთად გაასინბინეს, ხოლო 57-ე წუთზე “ბორჯღალოსანმა” პირველხაზელმა საკუთარი გუნდის შეტევა შედეგიანად დააბოლოვა და მიმდინარე სეზონში მეორე ლელო მიითვალა. კარლენმა 62-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ვასილ ლობჟანიძე და სოსო ბეკოშვილი მარქაფაში არ ისხდნენ.

“ტულონი” 24 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “ბრივი” 5 ქულით უკანასკნელ პოზიციაზე დარჩა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:26 | 31.10.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.102275