ქართული

19:51 | 26.10.2017 | ნანახია 3627 - ჯერ

რაგბის კავშირის პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, თიბისი რაგბის სერიების ტელეტრანსლირებასთან დაკავშირებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადებას სპეციალურ პრესკონფერენციზე უპასუხა:

რაგბის კავშირის მიერ თიბისი სარაგბო სერიების შინაური მატჩების (კანადა, ამერიკა) ტრანსლირების უფლების „რაგბი ტვ“-სთვის გადაცემამ გარკვეული შეკითხვები წარმოშვა საზოგადოებაში.

საკითხი ეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გამოთქმულ წუხილს მატჩების ტრანსლირების უფლებაზე უარის გამო.

უნდა მოგახსენოთ, რომ „საზოგადოებრივმა არხმა“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ქართული სპორტის და მათ შორის რაგბის განვითარების ხელშემწყობი მედიასაშუალება. რაგბის კავშირსა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ურთიერთობა ათწლეულებს ითვლის. რაგბის დღევანდელი პოპულარობა და წარმატება სწორად ამ მეგობრობისა და პარტნიორობის შედეგია.

რაგბის კავშირის თვლის, რომ დღეს, ქართულ რაგბს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არამხოლოდ სპორტული, არამედ მთელი ქართული საზოგადოების გაერთიანებაში. ამ საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

რაგბის პოპულარობის ზრდამ გამოიწვია კერძო ინიციატივითა და ინვესტიციით სპეციალიზირებული არხის, „რაგბი ტვ“-ს შექმნა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია;

რაგბის კავშირი შეეცდება კანონის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ამ ინიციატივას და ხელი შეუწყოს მის პოპულარობას, ვინაიდან რაგბი ტვ-ს გაძლიერება შემდგომში პირდაპირ აისახება ქართული სარაგბო კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზე.

მიუხედავად ამგვარი, ერთი შეხედვით, პროტექციონისტური დამოკიდებულებისა რაგბი ტვ-ის მიმართ, საქართველოს რაგბის კავშირი მიესალმება სხვა ტელეკომპანიების, მათ შორის ტელეკომპანია იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აქტივობას, რაც გამოიხატება სარაგბო მატჩებისა თუ ტურნირების რეპორტაჟების შეძენასა და სხვა თემატური გადაცემების შექმნაში.

გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ გუშინ გავრცელებულმა განცხადებამ შემოდგომის ტესტების - თიბისი რაგბის სერიების რეპორტაჟის უფლების საზ. მაუწყებლობისათვის მიუცემლობის შესახებ გამოიწვია გაუგებრობა გულშემატკივართა ნაწილში. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა ამ მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას, რაც არ შედის საქართველოს რაგბის კავშირის სტრატეგიულ ინტერესებში და ამის გამო ეთქვათ უარი. საზოგადოებრივ მაუწყებელს შევთავაზეთ, რომ თუკი მას პარალელურ რეჟიმში არ სურდა რეპორტაჟის გადაცემა, მიიღებდა რაგბი ტვ-ისგან სიგნალს უფასოდ. ამაზე საზ. მაუწყებელმა უარი განაცხადა, ვინაიდან მისი კატეგორიული მოთხოვნა გახლდათ ექსკლუზიური უფლების მოპოვება. ამგვარი უფლებით საზ. მაუწყებელმა უფასოდ ისარგებლა საქართველოში წელს ჩატარებულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა იქვე იქნა გაფრთხილებული, რომ მომავალში საქართველოს რაგბის კავშირი არ დაუშვებდა რომელიმე ტელეკომპანიისთვის უსასყიდლოდ ექსკლუზიური უფლების მინიჭებას, არამედ ხელს შეუწყობდა მედია საშუალებების ერთმანეთთან კოოპერირებას.

იმედია, საქართველოს რაგბის კავშირის ეს განმარტება აღქმული იქნება პოზიტიურად და საზოგადოებრივი მაუწყებელი გადახედავს თავის დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, რაც დადებითად აისახება როგორც გულშემატკივართა მიმართ დამოკიდებულებაში, ასევე რაგბის შემდგომ პოპულარიზაციაში. საქართველოს რაგბის კავშირი განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება მისი ყოფილი თუ მოქმედი პარტნიორების ინტერესებს და იმ ურთიერთობას, რომელიც ჩამოყალიბდა თანამშრომლობის გარკვეულ ეტაპებზე და იმედს გამოვთვამთ ცალკეული დროებითი გაუგებრობები არ მოახდენს უარყოფით გავლენას ჩვენს პარტნიორობაზე.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:13 | 27.10.2017
geogoli (367)

არ ვიცი თქვენ რამდენად ხშირად უყურებთ, მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს არხი, ჯერ ერთი კარგად შუქდება საქართველოს ჩემპიონატი, მერე ძველ და ძალიან კარგ თამაშებს აჩვენებენ, ჩემპიონთა თასი აქვთ და რაც მთავარია 6 ერი ქონდათ შარშან.
თან რაც ყველაზე მთავარია ძალიან კომპეტენტური წამყვანები ყავთ, რომლებიც დეტალურად ერკვევიან ყველა ნიუანსში და კარგადაც ხსნიან.
საზოგადოებრი მაუწყებლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ რო დათანხმებულიყვნენ უფასო სიგნალს და არ აეტეხათ ექსკლუზიური უფლება ამით არაფერი დაშავდებოდა. კომენტატორებს რაც შეეხებათ ჭოჭუა მაგარია, აი ზურაბიშვილი აშკარად დამწყებია და ვერ მთლად მოწოდების სიმაღლეზე.

15:18 | 27.10.2017
ICEMAN (162)

რავი მე ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში რომ ორმა არხმა ერტად აჩვენოს, ისე გამოდის რომ მაგალითად ბათუმის თამაშები რომელსაც ყველა დიდი ინტერესით ელოდა არსად არ გაუშვეს და ახლა ეს თამაშები ორ არხზე უნდა გასულიყო. ამას ჯობია როგორმე გადაინაწილონ კარგი იქნება ნაკრების თამაშებს საზოგადოებრივი თუ გააშუქებს და ბათუმის თამაშებს რაგბი.ტვ

15:23 | 27.10.2017
ICEMAN (162)

და ვაბშე ვინც მეტ თანხას შესთავაზებს იმ არხზე უნდა გაუშვან, მაგრამ რეალურად ტრანსლირებაში საზოგადოებრივისგან თანხის აღება იგივე საკუთარი ჯიბიდან რომ საკუთარ თავს გადავუხადოთ რადგან ბიუჯეტის თანხაა, ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტი იქნება რუსთავი 2 ან იმედი თუ შეიძენს ტრანსლიერების უფლებას რადგან მათ ფინანსებიც მეტი აქვთ და ტრანსლირების მაშტაბებიც

16:00 | 27.10.2017
geogoli (367)

ბათუმის თამაშს მე რაგბი ტვ-ზე ვუყურე, ნუ იტალიიდან ტელე ტრანსლიაცია საერთოდ არ ყოფილა.
ფაქტი ის არის რო საზოგადოებრივის გარდა აქამდე ყველას ეკიდა რაგბი (იმედი აფაფხურდა ცოტა ამ ბოლო დროს) და ეგრე მათი ჩანაცვლება არ ჩანს კარგად. თუ გინდა ქვეყანაში რაგბი განვითარდეს 4 ერი აუცილებლად უნდა აჩვენო, ასვე სუპერ რაგბი. იმედია რაგბი ტვ მოიპოვებს ჩვენების უფლებას

11:11 | 27.10.2017
tomuri (17)

ეტყობა ეს რაგბი ტვ ფედერაციის ხალხისა აან მატატნ ადაკვსჰრებული ხალხსი
უკვე რაგბში ფულის სუნი დატრიალდა და ამ დროს იწყება ხოლმე გაურკევვლობებიე და არევები, ფულის შოვნისთვის...

10:34 | 27.10.2017
buratino (480)

ამ შემტხვევაში მე პირადად ვეთანხმები რაგბის კავშირის პოზიციას

13:07 | 27.10.2017
geogoli (367)

100%

10:31 | 27.10.2017
dinamo222 (692)

ეს ახალი ფედერაცია დაღუპავს ქართულ რაგბს @@ რაც ესენი მოვიდნენ წინსვლას ვინ ჩივისჩვენი რაგბის საქმეები უკან უკან მიდის @ მსოფლიოს ცემპიონატზე კარგი თამაში წინა ფერდეაციისდამსახურებაა და არა ამათი ასე რომ ტრაბახობენ! ეხლა ახალი იდიოტობა მოიფიქრეს @ ვინც ვერ იჭერს რაგბი ტვ ს სიგნალს მაგალითად რეგიონებში იმათმა რა ქნან ? და თბილისშიც ბევრი ვერ უყურებს ტელევიზიით რაგბი ტვ ს ინტერნეტიც ისეთია საქართველოში (ესეც ცალკე თემაა ამხელა გადასახადით ასეთ ნელსიჩქარიან ინტერნეტს რომ აწვდიან ხალხს) რომ იქ თამაშების ყურება ნამდვილი წამება !

10:39 | 27.10.2017
buratino (480)

ჰოდა მაშინ, ჩემო კარგო, მასეთი ქომაგებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ბილეთის ყიდვა და უშუალოდ სტადიონზე მოსვლა! არ დაიწყო ახლა ხარჯებიო, რეგიონიდან ჩამოსვლაო და ა.შ. ჯერ ერთი, ფეხბურთისგან განსხვავებით, ჩვენი სარაგბო ნაკრები ნამდვილად იმსახურებს ადგილიდან მხურვალე ქომაგობას. მეორეც, მათი ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მსუნაგი და უვარგისი ფეხბურთელების. და მესამეც, ნაკრები ასეთი დონის ტესტებს საკუთარ სტადიონებზე წელიწადში სულ 2-3-ჯერ თამაშობს და რეგიონებში მცხოვრებს წლის განმავლობაში 2-3-ჯერ ხარჯის გაღება ნამდვილად შეუძლია

11:15 | 27.10.2017
tomuri (17)

კაი რა შენ რა იცი რეგიონის ხალხს რა ხარჯის გაღება შეუძლია, რეგიონში უმეტესად გაჭირვებულ ხალხი ცხოვრობს და არა მგონია ახლა მაგათ თბილიში რაგბის აყურებლად იაროს, რადგან რაგბი ფეხბურთი ვ ერასრდროს ვერ გახდება და ვერც 80-იანი თბილისისდინამოს შედეგს და ხრისხს მიაღწევს შედარებიტად

11:14 | 27.10.2017
tomuri (17)

რომელი ქომაგებისთვის? რეგიონის ხალხმა რა ქნას? თბილიში იაროს რაგბის ტამაშების საყურებლად? და გასვლითი თამაში როცა ამაგალიტად ულესში მაშინ რა ქნანა, ულესში უნდა წავიდეს ხალხი, რადგან ტელევიზიაშიუი ვერ ყუყურებენ? აარ მგონია მაგან რაგბის პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს

03:44 | 27.10.2017
arsenaa (21)

აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილებაა,დაუშვებელია რომელიმე ტელეკომპანიისთვის უსასყიდლოდ ექსკლუზიური უფლების მინიჭება, მითუმეტეს ასეთ შეღავათს არ იმსახურებს საზ. მაუწყებელი .

11:12 | 27.10.2017
tomuri (17)

რაგბი.ტვ-სმ რატომმისცეს ექსკლუზისივ, ეგ ტელევიზია არაა?

03:22 | 27.10.2017
პანტელეიმონი (1218)


+1

21:50 | 26.10.2017
mindia (74)

ზურაბიშვილი თუ არ წაიყვანს ჩვენი ნაკრების თამაშებს, ძალიან გამიხარდება.

20:24 | 26.10.2017
BEERTRANCE (1073)

სწორადაც მოიქცენ

0.097683