საერთაშორისო

0:15 | 26.10.2017 | ნანახია 4262 - ჯერ

“ოლ ბლექსის” ახალი წევრის თამაში საქართველოში (+VIDEO)

რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ევროპული ტურისთვის 37 მოთამაშე გამოიძახა და მათ შორის მოხვდა 20 წლის კვაჭი ასაფო აუმუა.

“ველინგტონის” მორაგბე შესანიშნავ ფორმაშია, მიტრე 10-ში ბრწყინვლად ასპარეზობს და ჰანსენის ყურადღება სრულიად სამართლიანად მიიპყრო. მას სარაგბო სამყარო ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევს. ასაფო ფლანგზე ისეთ გარღვევებს აწყობს ხოლმე, რომ ნებისმიერ გარემარბს შეიძლება შეშურდეს.

მისი თამაშის ხილვის ბედნიერება ქართველ მაყურებელს ხუთიოდე თვის წინ, ქუთაისში და თბილისში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჰქონდა. აუმუამ ზემოხსენებულ ტურნირზე 4 შეხვედრა ჩაატარა, 5 ლელო გაიტანა და “ბეიბი ბლექსთან” ერთად “მიხეილ მესხზე” ჩემპიონობა იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ჰუკერმა ფინალში ინგლისი სამჯერ დაალელოვა.

შეგახსენებთ, რომ “ოლ ბლექსი” ნოემბერში ევროპაში ოთხ შეხვედრას ჩაატარებს. 4 ნოემბერს “თვიქნემ სთედიუმზე” “ბარბაროსებს” დაუპირისპირდებიან, 11-ში “სტად დე ფრანსზე” საფრანგეთს ესტუმრებიან, 18-ში “მერიფილდზე” შოტლანდიას ეთამაშებიან, ხოლო 25-ში “ფრინსიფალითი სთედიუმზე” უელსს შეერკინებიან და ამით 2017 წლის სათამაშო კალენდარს დაასრულებენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:00 | 26.10.2017
federer (17) (469)

ძალიან მაგარი ბიჭია ერთი თავით მაღლა იყო სხვა მორაგბეებზე და მგონი საუკეთესოდ სხვა დაასახელეს

2.46447