უცხოური

15:51 | 13.10.2017 | ნანახია 1616 - ჯერ

ალან ჯონსის ბარბაროსები და 4-მატჩიანი ტურნე

„ბარბაროსების“ სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც 76 წლის ლეგენდარული ავსტრალიელი ალან ჯონსი მეთაურობს, ამ სარაგბო კლუბის საშემოდგომო შემადგენლობა გამოაცხადა.

გუნდში სუპერვარსკვლავების მხარდამხარ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდებიც ითამაშებენ. გაფართოებული შემადგენლობის უდიდეს ნაწილს ავსტრალიელები შეადგენენ, 4 მორაგბე ახალზელანდიელია, ხოლო თითო - სამხრეთაფრიკელი და სამოელი. ყველა სამხრეთ ნახევარსფეროს კლუბებიდანაა, ბორდოელი ლუკ ჯონსის გარდა. აქვე სრული ჩამონათვალიც:

ფორვარდები: რიჩარდ არნოლდი (ავსტრალია, „ფორსი“), სემ კარტერი (ავსტრალია, „ბრამბიზი“), პეკაჰოუ ქოუენი (ავსტრალია, „ფორსი“), მეტ ჰოჯსონი (ავსტრალია, „ფორსი“), ლუკ ჯონსი (ავსტრალია, „ბორდო“), კეინ კოტეკა (ავსტრალია, „ფორსი“), ისი კაისარანი (ავსტრალია, „ფორსი“), მეტ ფილიპი (ავსტრალია, „ფორსი“), იაკ პოტხიეტერი (სამხრეთ აფრიკა, „ბულზი“), ანანუ რანგი (ახალი ზელანდია, „ფორსი“), ენდრიუ რედი (ავსტრალია, „რედსი“), ტანიელა ტუპუ (ავსტრალია, „რედსი“), სემ უორდი (ავსტრალია, „ვარინგა“).

უკანახაზელები: ტომ ბენქსი (ავსტრალია, „ბრამბიზი“), ქუეიდ კუპერი (კაპიტანი; ავსტრალია, „რედსი“), სემ გრინი (ავსტრალია, „ტოიოტა“), ჯორჯ მოალა (ახალი ზელნადია, „ბლუზი“), ეტო ნაბული (ავსტრალია, „რედსი“), ტაკელე ნაიარავორო (ავსტრალია, „ვორათაზი“), ტიმ ნანაი-უილიამსი (სამოა, „ჩიფსი“), ჩეინს პენი (ავსტრალია, „ფორსი“), აუგუსტინ პულუ (ახალი ზელანდია, „ბლუზი“), მაიკლ რურუ (ახალი ზელანდია, „ფორსი“), თეო სტრენგი (ავსტრალია, „სიდნი იუნივერსიტი“).

ლეგენდარული „ბარბაროსების“ მორიგი ტურნეს პროგრამაში 4 მატჩია:

24 ოქტომბერი. „კროზიერ ფილდი“, ლიზმორი (ავსტრალია)

„კლასიკური ვოლაბები“ – „ბარბაროსები“

28 ოქტომბერი. „სიდნი ფუტბოლ სთედიუმი“, სიდნეი (ავსტრალია)

ავსტრალია – „ბარბაროსები“

4 ნოემბერი. „თვიქნემი“, ლონდონი (ინგლისი)

„ბარბაროსები“ - ახალი ზელანდია

10 ნოემბერი. „თომონდ პარკი“, ლიმერიკი (ირლანდია)

„ბარბაროსები“ - ტონგა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.064414