ქართული

13:00 | 27.09.2017 | ნანახია 2529 - ჯერ

ქართველი მსაჯები ევროტურნირებზე!

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ქართველი მსაჯებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები ევროთასების მატჩებს განსჯიან.

რაგბის კონტინენტის ფარზე ორი ქართველი ცენტრალური მსაჯი იქნება -შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი, რომლებსაც დამხმარებად ასევე ქართველი მსაჯები ეყოლება.

ოქტომბერს, როდესაც ‘ბათუმი’ ‘კონტინენტის ფარის’ სადებიუტო მატჩში ‘როვიგოს’ იტალიაში შეხვდება, ასევე იტალიაში, ‘ვიადანასა’ და ‘ლისაბონის უნივერსიტეტის’ შეხვედრაში ქართველი მსაჯთა ბრიგადის ევრო-დებიუტი შედგება: მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელია და მას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და ილია საჯაია დაეხმარებიან.

გახარებული ვარ, რადგან ‘ბათუმთან’ ერთად, ჩვენც გავალთ ევროთასებზე და დიდი 10-ის ყველა მსაჯს წინსვლის საშუალება გვექნება. უკვე ვიწყებთ მზადებას, იმ გუნდების შესწავლას, რომელთა შეხვედრის მსაჯობაც მოგვიწევს. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან კიდის მსაჯებიც ქართველები იქნებიან, რომელთაც ძალიან კარგად ვიცნობ და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ასეთი დონის შეხვედრების მსაჯობით, შევიძენთ უდიდეს გამოცდილებას და ეს ქართული რაგბის წინსვლას დაეხმარება“ - გვეუბნება ნიკა ამაშუკელი, რომელიც ევროტურნირების ისტორიაში პირველი ქართველი ცენტრალური მსაჯი იქნება.

საერთაშორისო მატჩების განსჯის გამოცდილება არ აკლია. მას 3 წელია სხვადასხვა დონის სანაკრებო ტურნირებზე იწვევენ და წელს კიდით მსაჯად მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც იმუშავა. სწორედ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შესთავაზა ალან როლანმა ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის სამსაჯო განყოფილებას მისი და შოთა თევზაძის საკლუბო ევროტურნირებში მიწვევა.

წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ალან როლანისგან კარგი დახასიათება მივიღეთ და ასე მოვხვდით საკლუბო ტურნირებზე. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბი მხოლოდ მთავარ მსაჯებს ნიშნავს, ხოლო კიდით მსაჯებს საქართველოს სამსაჯო კომიტეტი არჩევს. პირველ მატჩში საბა აბულაშვილი და ილია საჯაია დამეხმარებიან. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მოხდება კიდითი მსაჯების როტაცია, რათა ყველამ მიიღოს მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება. თამაშამდე, 2-6 ოქტომბერს, პარიზში გაიმართება ევროტურნირებში ჩართული მსაჯების სემინარი და იქ გვეტყვიან რას ელოდებიან ჩვენგან. „კონტინენტის ფარი“ ერთგვარი ხიდია და თუ თავს კარგად წარმოვაჩენთ, გაისად ჩელენჯ ქაფის შეხვედრების განსჯის უფლებასაც მოგვცემენ“ - გვიყვება შერჩევის პრინციპებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ამაშუკელი.

ოქტომბერს, მეორე ტურში კონტინენტის ფარის იტალიურ დერბის ‘პეტრარკასა’ და ‘როვიგოს’ შორის შოთა თევზაძე განსჯის, რომელსაც კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე დათორნიკე გვირჯიშვილი დაეხმარებიან. ამაშუკელის მსგავსად, თევზაძეც 3 წელია საერთაშორისო სანაკრებო თამაშებს მსაჯობს, ივნისში საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გვერდითი მსაჯი იყო და ალან როლანისაგან მაღალი შეფასება დაიმსახურა, რის შემდეგაც საკლუბო ევროტურნირზე მიიწვიეს.

პირველი თამაშის მაღალ დონეზე მსაჯობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თევზაძე, რათა უფრო მაღალ დონეზე ასვლის შანსი გაუჩნდეს და იტალიურ დერბიში საინტერესო ბრძოლას ელოდება:

საწყისია და მნიშვნელოვანია, რომ ამოცანას კარგად გავართვათ თავი. არის პრიობა, რომ თავის გამოჩენის შემთხვევაში უფრო მაღალ დონეზე მსაჯობის საშუალებაც გვექნება. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა იქნება, რადგან ერთმანეთს იტალიის ჩემპიონატის მეორე-მესამეადგილოსნები ხვდებიან. ამ გუნდების თამაშებს აუცილებლად ვნახავ და გავარჩევ. როგორც წესი, მომავალი შხვედრისთვის მზადებას უშუალოდ თამაშის კვირაში ვიწყებ და ამჯერადაც ასე იქნება. სულხანთან და თორნიკესთან ერთად ადრეც მიმუშავია, ერთმანეთის კარგად გვესმის და ვფიქრობ, იტალიაშიც ყველაფერი კარგად ჩაივლის. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად ჩვენ ევროტურნირების თამაშს ვიმსაჯებთ“

იმ მთავარი მსაჯის ვინაობაც, რომელიც პირველ ორ ტურში ‘ბათუმის’ თამაშებს განსჯის. ის ქართველებისთვის კარგად ნაცნობი, ბელგიელი მაქსიმ ბიურლეა, რომელმაც 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში რუსთავში, საქართველოსა და გერმანიის შეხვედრა იმსაჯა. ისე მოხდა, რომ ბიურლე განსჯის როგორც გასვლაზე ‘როვიგოსა’ და ‘ბათუმის’ (14 ოქტომბერი), ასევე შინ, ბათუმის 'რაგბი არენაზე' (ლეონიძის 2) ‘ბათუმისა’ და ‘ჰაიდელბერგის’ (21 ოქტომბერი) შეხვედრას.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:12 | 28.09.2017
temuchin (431)

წარმატებები ბიჭებო!

18:46 | 27.09.2017
პანტელეიმონი (1218)

ძალიან კარგია, წარმატებას გისურვებთ ! ! !

14:51 | 27.09.2017
BEERTRANCE (1073)

კარგი სიახლეა. იმედია ესენი პირველი მერცხლები არიან.

14:35 | 27.09.2017
tengocie (60)

კარგი ამბავია. აუცილებელია თანაბრად განვითარდეს მთელი ქართული სარაგბო სამყარო

0.110043