დიდი 10

20:27 | 2.09.2017 | ნანახია 1347 - ჯერ

"არმაზი" და "ბათუმი" დაზავდნენ
პირველი ფრე პირველსავე ტურში

დიდი 10-ის 2017/2018 სეზონის პირველსავე ტურში პირველი ფრე დაფიქსირდა: მარნეულის ‘არმაზი’ და ბათუმის ‘ბათუმი’ 13:13 დაზავდნენ.

‘შევარდენზე’ გამართული მატჩის პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი Rugby TV-ზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ეს ვერ მოხერხდა. რადგან ახალი სეზონის წინ ორივე გუნდში ცვლილებები მრავლად განხორციელდა, გულშემატკივრებში ეს თამაში დიდ ინტერესს იწვევდა და დაძაბულობის თვალსაზრისით მოლოდინი სრულად გამართლდა.

მატჩის დებიუტი მასპინძლების იყო: რეზი ჯინჭველაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა, ხოლო მე-14 წუთზე ნიკა გიგაურმა ლელო გაიტანა და ჯინჭველაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო - 10:0. ‘ბათუმმა’ ჯარიმა ტაიმის ბოლოს გაქვითა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ტაიმის შუაში ჯინჭველაშვილმა ‘არმაზს’ 10-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, ბახვა კობახიძემ 65-ე წუთზე თავისი მეორე ჯარიმით უპასუხა. სტუმრებმა ზეწოლა გაზარდეს და 71-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. ზღვისპირელებს მხსნელად კვლავ კობახიძე მოევლინა, რომელმაც ლელო გაიტანა, გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მატჩი 13:13 დასრულდა.

8 სექტემბერს ‘არმაზი’ გორში ჩემპიონ ‘ჯიქს’ შეხვდება, ხოლო ‘ბათუმი’ 10 სექტემბერს ქუთაისის ‘ბაგრატს’ მიიღებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083201