საერთაშორისო

10:20 | 28.08.2017 | ნანახია 2265 - ჯერ

ახალი ზელანდია ქალთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია (+VIDEO)

2017 წლის ქალთა მსოფლიო თასის გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა. “შავმა გვიმრებმა” ფინალში ინგლისის დამარცხება მოახერხეს.

პირველი ნახევარი ინგლისელთა მცირე უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 17:10 დასრულდა. მეორე ტაიმში კი, ახალზელანდიელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე ხუთჯერ დაალელოვეს, რომელთაგან სამი გარდასახეს. ევროპელებმა მეტოქის 31 ქულას, ორი ლელოთი (ერთი გარდასახული) და ერთი ჯარიმით უპასუხეს და შეხვედრა “შავი გვიმრების” გამარჯვებით 41:32 დასრულდა.

ახალზელანდიელთაგან გამორჩეული ბურჯი ნატუა იყო, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში სამი ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო ინგლისელთაგან გარემარბი ტომპსონი გამოირჩეოდა – ორი ლელო მიითვალა.

ცნობისთვის, ქალთა მსოფლიო თასი მერვედ ჩატარდა და ახალი ზელანდიის ნაკრები გამარჯვებული მეხუთედ გახდა. “შავი გვიმრების” გარდა, ქალთა უძლიერესი ნაკრები ორჯერ ინგლისს (1994 და 2014 წელს) და ერთხელ აშშ-ს (1991 წელს) ჰყოლიათ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:25 | 28.08.2017
BEERTRANCE (1073)

კაცების დომინირება არ ყოფნით DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

0.092591