ფიჯის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფრენკ ბაინიმარამამ განაცხადა, რომ კუნძულელები 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობისთვის იბრძოლებენ.
„ფიჯელი ერისთვის რაგბი ცხოვრების აზრია. ყველა ქალაქში, სოფელში, სკოლაში, სკვერსა თუ პლიაჟზე ოვალური ბურთით თამაშობენ. სპორტის ეს სახეობა ჩვენი ერის განუყოფელი ნაწილია. გვსურს ერთ-ერთ უძლიერეს ტურნირს ვუმასპინძლოთ და საკუთარი გულშემატკივარი გავახაროთ“ - განაცხადა ბაინიმარამ.
2016 წელს ფიჯის 7-კაცა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს მედლები მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია