შიდა რაგბი

17:54 | 5.08.2017 | ნანახია 3049 - ჯერ

ერეკლე II-ს თასზე

დღეს საღამოს ასპინძის სარაგბო ბაზაზე თელავისა და ასპინძის გუნდები ერეკლე II-ს თასისთვის შეიბმებიან.

1770 წლის 20 აპრილს, ქართლ-კახეთის ჯარმა ერეკლე II-ს მეთაურობით ასპინძაში ოსმალეთის იმპერიის ლაშქარი დაამარცხა. ასპინძის ბრძოლის მიზანი ოსმალთა ბატონობისგან მესხეთის გათავისუფლება იყო.

ამ მოვლენის აღსანიშნავად, 2017 წლის 5 აგვისტოს ასპინძაში ერეკლე II-ს მონუმენტი იხსნება. საქართველოს რაგბის კავშირის კახეთის რეგიონალური განვითარების მენეჯერმა თენგიზ ცისკარიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განვითარების მენეჯერმა მალხაზ ჭეიშვილმა გადაწყვიტეს, რომ სარაგბო გუნდებს შორის ტრადიციული, ერეკლე II-ს თასი დაარსდეს.

პირველი შეხვედრა დღეს, ასპინძის სარაგბო ბაზაზე 17 საათზე დაიწყება და გარდამავალი, საზიარო თასისთვის ეს გუნდები ყოველი წლის აგვისტოში შეიბმებიან.

სარაგბო სამყაროში საზიარო თასისთვის ბრძოლა აპრობირებული მოვლენაა, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე. ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთს ყოველ წელს ‘ანთიმოზ ივერიელის თასისთვის’ ერკინებიან, თუმცა ქართული საკლუბო რაგბისთვის ეს პირველი შემთხვევაა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:23 | 05.08.2017
პანტელეიმონი (1218)

სპორტულ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ისედაც დიდი მოვლენაა; ერეკლე მეორეს ძეგლის გახსნა ასპინძაში და მისივე სახელობის თასის გათამაშება რაგბში.

0.096712