ლეგიონერები

18:49 | 3.08.2017 | ნანახია 2841 - ჯერ

მალაღურაძის 10 ქულა

რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „კრასნი იარმა“ მოსკოვის „სლავას“ უმასპინძლა და ასტრონომიული ანგარიშით - 76:0 გაანადგურა.

ამ მატჩში ციმბირელთა სასტარტო შემადგენლობაში კვლავ იყო საქართველოს ნაკრების უკანახაზელი გიორგი ფრუიძე, ვისაც ამჯერად ლელო არ გაუტანია, თუმცა აქტიური იყო და ცხადია, სალელოვე კომბინაციებშიც მონაწილეობდა.

კრასნოიარსკელებმა 12 ლელო გაიტანეს, რომელთაგან მხოლოდ 8 გარდასახეს. ფულბეკმა ანტონ რიაბოვმა, ვინც ბოლო დროს „კრასნი იარში“ ძირითადი დამრტყმელის მისიას ასრულებს, პირველი 6 ლელოს მერე მხოლოდ 3 გარდასახვა გამოიყენა, როს შემდეგაც მწვრთნელმა თამაშში ბორჯღალოსანი ლაშა მალაღურაძე ჩართო. ლაშამ მომდევნო 6 ლელოდან 5 გარდასახა და თამაში 10 პირადი ქულით დაასრულა.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, „კრასნი იარი“ ქულითღა ჩამორჩება თანაქალაქელ „ენისეის“, თუმცა ამ უკანასკნელს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:52 | 04.08.2017
ogafa (407)

წამატებები

16:56 | 04.08.2017
პანტელეიმონი (1218)

კარგია ლაშა.

0.077826