ქართული

14:38 | 24.07.2017 | ნანახია 4158 - ჯერ

ფრუიძე - „კრასნი იარში“, წიკლაური - „მეტალურგში“

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გიორგი ფრუიძე კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გაგრძელებს.

რუსეთის ვიცე-ჩემპიონის, კრასნოიარსკის „კრასნი იარის“ ღირსებას 23 წლის მორაგბე ჩელენჯ კაპის საკვალიფიკაციო პლეი-ოფში იცავდა, 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი ლელო გაიტანა. კლუბის ხელმძღვანელობა ფრუიძის თამაშით კმაყოფილი დარჩა და ახლა მას სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა.

ქუთაისელი მორაგბე მშობლიურ ქალაქში „აიასა“ და „ბაგრატის“ რიგებში თამაშობდა. ეროვნული ნაკრების კვართით მან 13 მატჩი ჩაატარა და 2 ლელო დადო. გიორგი 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა.

„კრასნი იარის“ ბურჯი მიხეილ წიკლაური კი, 2017 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილს ნოვოკუზნეცკის „მეტალურგში“ გაატარებს. ნოვოკუზნეცკელებმა 32 წლის ქართველი მორაგბე სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.106398