ევროპის გრან პრის დასკვნითი, მეოთხე ეტაპის (ექსეთერი) მეორე მატჩში ჩვენმა 7-კაცამ რუსეთი 7:5 დაამარცხა.
ანგარიში ზურაბ ძნელაძის კარგი თამაშის შემდეგ მირიან მოდებაძემ გახსნა და მამუკა ნინიძემ გარდასახა. მეორე ტაიმში რუსებმა ლელო გაქვითეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და გამარჯვება საქართველოს დარჩა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩვენი გუნდი 21:06 საათზე პოლონეთს შეხვდება.
საქართველოს რაგბის აკადემიის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ
გილოცავთ! იმედია ასეთი თავგანწირვით ვითამაშებთ ყველა თამაშს და მაშინ ძალიან ბევრს გავაგორებთ!
გაიხარეთ