უცხოური

15:06 | 11.07.2017 | ნანახია 2925 - ჯერ

ბრიტანელი ლომი ზელანდიურ სატუსაღოში

ახალზელანდიურმა პოლიციამ ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ბურჯი კაილ სინკლერი ოკლენდის კლუბში მომხდარი არეულობის შემდეგ დააკავა.

24 წლის ინგლისელი მორაგბე ლომებისა და „ოლ ბლექსის“ ბოლო დაპირისპირების დასრულებიდან რამდენიმე საათში დააპატიმრეს. პოლიცია ინციდენტის დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

„ბოდიშს ვიხდი და ვწუხვარ იმის გამო, რომ საკუთარი თავი და ჩემი გუნდი ასეთ მდგომარეობაში ჩავაყენე. ყველა გულშემატკივარს, პოლიციელს და შემთხვევის მონაწილესა თუ თვითმხილველს პატიებას ვთხოვ“, - უთქვამს სინკლერს.

კაილ სინკლერი „ჰარლიქუინზის“ ბურჯია. მის აქტივში 11 სანაკრებო კეპია, რომელთაგან 8 ინგლისის ნაკრების კვართითაა მოხვეჭილი, ხოლო 3 - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093921