ეროვნული ნაკრები

10:14 | 11.06.2017 | ნანახია 7816 - ჯერ

პირველი მოგება კანადაში!

ბორჯღალოსნებმა კანადის ნაკრები მისსავე მიწაზე 13:0 დაამარცხეს და 2017 წლის ივნისის ტესტ-სერია მოგებით გახსნეს.

ესაა ქართველების პირველი გამარჯვება ჩრდილოეთ ამერიკიში. კანადასთან სტუმრად აქამდე ორჯერ გვქონდა ნათამაშები, ორივეჯერ მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით. ამჯერად მილთონ ჰეიგმა ოკეანის გაღმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა წაიყვანა, ამ შეხვედრისთვის მხოლოდ რამდენიმე მორაგბე მოისაკლისა და ისტორიულმა გამარჯვებამ არ დააყოვნა.

#კაჭი100

კანადასთან ტესტში მე-100 კეპი მოიხვეჭა და მეორე ქართველი ცენტურიონი გახდა დავით კაჭარავა. პირველმა ცენტურიონმა მერაბ კვირიკაშვილმა მეტოქეს ლელო დაუდო და გარდასახა, ორი ჯარიმა გაუტანა და ბორჯღალოსნების 13-ივე ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა.

ქალგარი არამეგობრულად დაგვხვდა და შეხვედრა ძლიერ ქარსა და წვიმაში წარიმართა. სუსხმა და გარემო პირობებმა თამაშს თავისი კვალი დაამჩნია და ის სანახაობრივი ვერ გამოდგა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი, განსაკუთრებით ბურთის წინ დავარდნა, თუმცა შერკინებაში ბორჯღალოსნები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და უმრავლეს შემთხვევაში ეპიზოდი ჯარიმით სრულდებოდა.

პირველ ტაიმში პირქარში მოგვიწია თამაში. კანადელებმა ტაქტიკა ფეხით თამაშზე და ქართველების შეცდომებზე ააგეს. ამან გაამართლა, შეცდომები მართლაც მრავლად იყო, თუმცა მასპინძლებმა მისი გამოყენება ვერ მოახერხეს, რადგან ღია თამაშში ქართველთა დაცვამ უკან არ დაიხია.

ანგარიში კვირიკაშვილმა დებიუტშივე ჯარიმით გახსნა. შესვენებამდე დაგვიშავდა და შევცვალეთ ორი მორაგბე - ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი და მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი.

მეორე ტაიმში ქარი ჩვენს სასარგებლოდ ქროდა და ახლა ჩვენ გამოვკეტეთ მეტოქე მისსავე ნახევარზე. დებიუტში კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. საქართველომ დროის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარა, თუმცა ლელომხოლოდ მატჩის მიწურულს ვიხილეთ: გიორგი ბეგაძემ ბურთი ფეხით მეტოქის ლელოს ხაზთან გადაკიდა, მცველმა მისი შემაგრება ვერ მოახერხა და კვირიკაშვილმა დაამიწა. მანვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და დარჩენილ 3 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა - 13:0.

ახლა ბორჯღალოსნები აშშ-ში გადაინაცვლებენ და თბილისის დროით 18 ივნისს, გამთენიის 3 საათზე ‘არწივებს’ ატლანტაში შეერკინებიან.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:10 | 13.06.2017
BEERTRANCE (1073)

ტრავმების მხრივ როგორაა საქმე, როგორ ემზადებიან აშშ-თვის თქვან რამე.

17:57 | 12.06.2017
ჰუკერი (22)

ლინკი არსებობს?

13:11 | 12.06.2017
meleksa (132)

გილოცავთ მოგებას! კარგია რომ მოვიგეთ.

ბოლო წლებია მოლი მოგვისუსტდა, ვერც ეროვნულში და ვერც ახალგაზრდულში ვეღარ ვიყენებთ ერთ დროს ჩვენს ძლიერ იარაღს. ბოლოს ნამიბიასთან ვნახე ჩვენი ნორმალური მოლი 2015 ში. მას მერე უკან უკან მივდივართ ამ კომპონენტში.

11:27 | 12.06.2017
DataN24 (215)

ძალიან რთულია ასეთ თამაშში კონცენტრაცია ნახევარი გუნდი გასახურებლად რომ დარბოდა აუტის მოწოდებისსაც კი ქარს მიქონდა ბურთი კიარა ხეებს გლეჯდა შესაბამისად არც შეილება ლამაზი რაგბის არ თამაშის გამ გავაკრიტიკოთ ბიჭები, მაგრამ რამდენიმეჯერ ვერ დავაყენეტ ნორმალური მოლი 5 მეტრიანში, და ზედ ლელოს ხაზთან აგვაღლიტეს ბურთი რამდენჯერმე. ჩვენი უპირატესობა ამ თამაშში რომ ქულებში გადაგვეზარდა მინიმუმ 3 ჯერ დიდი უნდა ყოფილიყო ანგარიში

11:23 | 12.06.2017
lukaferrari (24)

თამაში არ მოგეწონათ? რა იყო მაგ თამაშში მოსაწონი მაგრამ ამ ამინდში სხვა რამეს ელოდით? ზუსტად ისე ითამაშეს ბიჭებმა როგორც ამინდს შეეფერებოდა და მოიგეს თამაში. მსგავს ამინდში ხაზზე ერთი გაშლა შეიელბა თამაშის წაგებად დაგიჯდეს, დიდი შანსია რო ბურთი დაგივარდეს, ფეხი მიარტყას მეტოქემ და ლელოში დაახტეს. ესეთ ამინდში ხელები და თითები ისე გეყინება რამოდენიმე წუთში უკანახაზელს რო პასის მიღება და დაკიდებული ბურთის დაჭერა არ არი პატარა საქმე. მითუმეტეს თუ ესეთი გრიგალია და ჰაერში 10 ჯერ ეცვლება ბურთს მიმართლება გინდ პასის დროს და გინდ დარტყმის დროს. ერთადერთი რასთანაც შეიეძლება კითხვის ნიშანი დავუსვათ ამ თამაშში არის მოლი. მაგრამ მანდაც ზოგმა თქვა ჩაგვიქციეს ჯარიმითო, მე პირადად ისეთი სტრიმი იყო ვერაფერი ვერ შევამჩნია. ამ ამინდის მიხედვით ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ ბიჭებს იმაში რო დაკიდებული ბურთი უვარდებოდად და გაშლილ ლამაზი რაგბის თამაში ვერ მოახერხეს. აი შემდეგ თამაშში ვნახავთ და მერე თუ დაიმსახურეს ამ კომპონენტებზე გაკრიტიკება კი ბატონო. მითუმეტეს ყველამ ვიცით რო დაკიდებული ბურთების აღება და ხაზით კომბინაციური თამაში ჩვენი ერთ-ერთი სუსტი წერტილია.

11:02 | 12.06.2017
giogobi (68)

ისეთი ამინდი იყო მამაპაპური რაგბის თამაში რომ გვაიძულა, მაგრამ ამითაც არაფერი გამოგვივიდა და ისევ ფეხით შეგორებით და უკანახაზის სისწრაფით გავიტანეთ ლელო. ამინდის და პირველი თამაშის კვალობაზე არაუშავდა, მაგრამ რეიტინგში 23-ე ადგილზე მყოფ მეტოქეს ცალი ხელით უნდა ვუგებდეთ

00:38 | 12.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ გამარჯვებას ბორჯღალოსნებო ! ! !

23:08 | 11.06.2017
krasni (587)

მოგება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ არის კი ვინმე, მიუხედავად მეტეო პირობებისა, თამაში რომ მოეწონა?

22:41 | 11.06.2017
qomagi (248)

გილოცავთ მოგებას!!! კარგია რომ მოვიგეთ, მაგრამ ისევ აშკარაა ჩვენი ძველი პრობლემები: დერეფანში თამაში, ხაზის თამაში და რაქებში დროული მიყოლა და რაქის გაწმენდა და ელემენტარული შეცდომა - ბურთის წინ დავარდნა. გასაგებია, რომ საშინელი ამინდი იყო, მაგრამ ამაზე უკეთეს თამაშს ნამდვილად ველოდი ჩვენი ბიჭებისგან. იმედია ამერიკასთან გამოასწორებენ თამაშის ხარისხსაც და ანგარიშსაც, თორემ ასეთი თამაშით აშშ-თან უფრო გაგვიჭირდება და არგენტინა საერთოდ ღია კარის დღეს მოგვიწყობს. ამიტომ, სრული მობილიზაცია ბოლომდე და იმის გათავისება, რომ ბობოლების წაქცევაც გვეხერხება. თუ ამ განწყობით არ გავლენ ბიჭები მოედანზე (როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებებს ვგულისხმობ), მაშინ ბობოლებთან ყოველთვის წავაგებთ და იმ განწყობით თუ ვითამაშებთ, რომ დიდი ანგარიშით არ წავაგოთ (რაც უკვე ფსიქოლოგიურად წაგებაა), მაშინ მართლაც არაფერი გვესაქმება 6 ერში.

21:59 | 11.06.2017
NIKA..01 (335)

გილოცავთ მოგებას! ნუ თამაშს რაც შეეხება არაფერი ახალი.კარგი რაც იყო ადრე ისევ კარგია და რაც ცუდი იყო ისევ ცუდია.ბურთის წინ დავარდნებს ვითვლიდი 9 დავთვალე მეორე ტაიმის შუაწელისთვის.შემდეგ აღარ მივაქციე ყურადღება.თუნდაც მეტი არ ყოფილიყო 9 წინ გავარდნა ბურთის მგონი არცერთ ნაკრებს არ აქვს ტაიმნახევარში.ჰაერში თამაში ისევ პრობლემა.და კიდე ერთი მოლში თამაშში გვაქვს მოკლებული აშკარად.რაც არ უნდა იყოს მოვიგეთ და კარგია.წარმატებები და ნაკლები შეცდომები ამერიკასთან

21:34 | 11.06.2017
Kala94 (151)

ბრავო ბიჭებო ! მადლობა გამარჯვებისთვის !

20:33 | 11.06.2017
miriani (151)

მოკლედ, მოგება კარგია, მაგრამ თამაში არ მომეწონა... ბევრი კითხვისნიშნებია..

19:38 | 11.06.2017
federer (17) (469)

ძალიან მძიმე თამაში იყოო საშინელი კლიმატური პირობები და ხელით თამაშისთვის არ იყო იდეალური ვარიანტი მაგრამ ცოტა უკეთ მაინც შეიძლებოდა ხაზით გვეთამაშა.
პიველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ დერეფანში და ბევრი შესატევი ოზიცია გავაფუჭეთ.
ასევე მეტოქის 5-10 მეტრიანი დერეფანი გვქონდა ძალიან ბევრი და სულ ვიგებდით მაგრამ მოლს ვერ ვკრავდით და ლელოებს ვერ ვდებდით რაც ძალიან ცუდია ასეთი ახლო პოზიციიდან 50%-ში ლელო უნდა დადო ან მეტოქე უნდა დააჯარიმო რო კარში დაარტყა.
მსაჯობაც არ იყო მთლად გადარარევი და მეჩვენებოდა რო დერეფნის დროს ბურთიან კაცზე თამაშობდნენ ჰაერშიი

19:14 | 11.06.2017
BEERTRANCE (1073)

მაინც ბევრი კითხვის ნიშნები ამ თამაშში. მთავარი არის რო მოვიგეთ. მარა იმედია ამერიკასთან ამინდიც რეპორტაჟიც მსაჯობაც და თამაშის ხარისხიც უკეთესი იქნება.

13:07 | 11.06.2017
ოვალური კორბენი (276)

სასიამოვნოა. მეორე წელია ჩვენები ზაფხულის ტესტებს სერიოზულად უდგებიან და შარშან ამან რეიტინგზეც დადებითად იმოქმედა. არ მაინტერესებს როგორი შემადგენლობით იყო კანადა, ფაქტია რომ მოგება ყოველთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე წაგება DDDDDDDDD
ხარისხი და წინსვლა თუ გვაქვს, შემდეგ თამაშებში უფრო გამოჩნდება. განსაკუთრებით არგენტინასთან.

11:56 | 11.06.2017
geogoli (367)

ყოჩაღ ბიჭებო, მე მგონი რუსებმა რომ დათოვლილ სტადიონზე გვათამაშეს მსგავსი ცუდი პირობები მას შემდეგ არ ყოფილა. გუშინდელი თამაში რაგბისგან შორს იდგა და უკანა ხაზს თითქმის არც უთამაშია.
ზუსტად ისეთი ამინდი იდგა ძაღლს რო არ გააგდებს კაცი გარეთ და თამაშის ერთი დღით გადადება ნეტა არ შეიძლებოდა?

11:25 | 11.06.2017
buratino (480)

ყოჩაღ, ბიჭებო! ცოტა ხასიათი გამომისწორდა ჩვენი 20 წლამდელების მარცხების შემდეგ. ამერიკელებთან გაცილებით მძიმე თამაში გველის მაგრამ მაგის მოგებასაც უნდა ვეცადოთ. წარმატებები!

10:40 | 11.06.2017
ogafa (407)

ყოჩაღ წარმატებები

0.098196